Archive for ნოემბერი 5th, 2018

მომავალ წელს ქვეყნის ბიუჯეტი 13 მილიარდ ლარი იქნება

მომავალ წელს ქვეყნის ბიუჯეტი 13 მილიარდ ლარი იქნება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კიდევ 270 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ შეასრულა თავისი ვალდებულება და პარლამენტს უკვე წარუდგინა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. „ასიგნებებში დამატებულია 270 მილიონი ლარი, აქედან, თითქმის, 70 მილიონი ლარი[სრულად…]

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში  გამოიფინება

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ,, Museum global – Microhistories of an Ex-centric Modernism“ საექპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა. გამოფენაზე, სახელწოდებით  K20-Kunstsammlung NRW, მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე ქართველი[სრულად…]

2018/11/05 კულტურა
მიხეილ ბატიაშვილი: „ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნით არის შესაძლებელი“

მიხეილ ბატიაშვილი: „ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნით არის შესაძლებელი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად  ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენცია,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე, რომელიც პროფესიული განათლების კვირეულის ნაწილს წარმოადგენს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება[სრულად…]

დევნილებისთვის მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდიან

დევნილებისთვის მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. მენაშენეების საკონკურსო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის[სრულად…]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. წარსული გამოცდილებით,[სრულად…]

2018/11/05 პოლიტიკა
რამდენად არის დაცული ბავშვი ბაღში?

რამდენად არის დაცული ბავშვი ბაღში?

ფსიქოლოგების დასკვნით, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია სკოლამდელ დაწესებულებაში განათლების მიღება და მისი სოციალიზაცია თანატოლებთან . სწორედ ამ ფუნქციას ემსახურება ბაგა-ბაღები, რომელთა რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. სხვადასხვა ტიპის და სიდიდის ბაგა-ბაღები ზრუნავენ ბავშვების როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაზე და ამას ხელს უწყობს დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, აღმზრდელები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ[სრულად…]

ბორჯომის ტყეში  120 000-მდე  ნერგია დარგული

ბორჯომის ტყეში 120 000-მდე ნერგია დარგული

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა სტუდენტებს ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. დღეის მდგომარეობით, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე უკვე 120 000 – მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული მიმართულების სპეციალისტები[სრულად…]

ქორწინების თარიღის დაჯავშნა  სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი

ქორწინების თარიღის დაჯავშნა სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქორწინების რეგისტრაციის ახალი სტანდარტი დამკვიდრდება.  რეგისტრატორებს ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ. უახლოეს მომავალში კი ქორწინების თარიღის სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით დაჯავშნა იქნება შესაძლებელი. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე. „2013 წლიდან სერვისების განვითარების[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა

მინდა მივმართო ჩემს ხალხს! მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე! პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის! მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია! მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის[სრულად…]

2018/11/05 პოლიტიკა
შსს-მ  ,,სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-მ ,,სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი  ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის  საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. ,,სტამბული ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს[სრულად…]

ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია –[სრულად…]

თანამედროვე პოლონური მუსიკა საქართველოში

თანამედროვე პოლონური მუსიკა საქართველოში

ანსამბლი Kwartludium გიწვევთ უნიკალურ, პოლონური თანამედროვე მუსიკით აღსავსე, საკონცერტო პროგრამაზე. თქვენ მოისმენთ კომპოზიციებს ყველაზე კრეატიული და აღიარებული ახალგაზრდა პოლონელი კომპოზიტორებისგან, როგორიცაა სლავომირ ვოიჩეხოვსკი, იაროსლავ პლონკა, ვოიჩეხ ჟემოვიტ ზიხი, პიოტრ პეშატი. ნომერი პირველი თანამედროვე კვარტეტი პოლონეთიდან წარდგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ორჯერ) და ქუთაისის სახელმწიფო ოპერაში. მეორე კონცერტი კონსერვატორიაში მიეძღვნება ცნობილ პოლონელ[სრულად…]

2018/11/05 კულტურა
შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ტ.ჯ.  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე  ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 45 აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია[სრულად…]

„ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ზეთებს, ცხიმებს და ეთერზეთებს“-ევგენია ბელიავსკაია

„ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ზეთებს, ცხიმებს და ეთერზეთებს“-ევგენია ბელიავსკაია

ქართულ ბაზარზე ახალი ხელნაკეთი კოსმეტიკის ბრენდი „ევოლი“  დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა და დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს. მისი დამფუძნებელი ევგენია ბელიავსკაია „თბილისი თაიმსს“ ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. თქვენ შესახებ მოუყევით მკითხველს, რას საქმიანობთ? პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ და  საპნების კეთებასთან პარალელურად წლებია ვმუშაობ  კომპიუტერული თამაშების[სრულად…]

პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bანკ ოფ ჩჰინა Gროუპ-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. აღინიშნა, რომ საქართველო არის[სრულად…]

2018/11/05 პოლიტიკა
ბრიტანელი ექსპერტის საკონსულტაციო შეხვედრები და ტრენინგები ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად

ბრიტანელი ექსპერტის საკონსულტაციო შეხვედრები და ტრენინგები ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად

5-10 ნოემბერს,  თბილისს, ინკლუზიური ხელოვნების  განვითარების დარგში მოღვაწე ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი ეწვევა, რომელიც  ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად, გამართავს საკონსულტაციო შეხვედრებს როგორც ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანების, მათი ხელოვნებაში ჩართულობისა და[სრულად…]