Archive for ნოემბერი 6th, 2018

ოქტომბრის თვეში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

ოქტომბრის თვეში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

შაქრის მზარდი ფასები, სხვა ძირითადი საექსპორტო პროდუქტების მდიდარი მარაგით ბალანსდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის -FAO-ს ცნობით, შაქრის ფასის მზარდ ტენდეციას, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მცენარეულ ზეთზე ფასების – კლება აკომპენსირებს.    FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო[სრულად…]

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება 5-ჯერ გაიზარდა

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება 5-ჯერ გაიზარდა

Unicef-ი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის შესახებ, – ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს შანხაიში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და Unicef-ს შორის თანამშრომლობაზე, რომელსაც ფონდი პოზიტიურად აფასებს. მთავრობის მეთაურმა Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის[სრულად…]

კარწახში, ლაგოდეხსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

კარწახში, ლაგოდეხსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

1 – 3 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.ა.-ს, კ.კ.-სა და ჩ.ს.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (34 აბი) აღმოაჩინეს.[სრულად…]

პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი

პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი

6 ნოემბერს, 20:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს საქართველომ, კერძოდ კი Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. სამიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრებიან Social Impact Award-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ დეტერინგი, Schwab Foundation-ის სოციალური მეწარმეობის ხელმძღვანელი[სრულად…]

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართულ კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტოებს და საინფორმაციო მასალას. კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს[სრულად…]

ეროვნული ბანკი-კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო

ეროვნული ბანკი-კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი[სრულად…]

თბილისის წიგნის დღეები  8-11 ნოემბერს  გაიმართება

თბილისის წიგნის დღეები 8-11 ნოემბერს გაიმართება

თბილისის წიგნის დღეები 2018, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში, 8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე გამომცემლობა მიიღებს.  ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა, 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ. თბილისის წიგნის დღეები დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, ლექციებითა და სემინარებით. ბავშვებისთვის კი მოეწყობა სპეციალური სამკითხველო და გასართობი სივრცეები.  

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.5%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.5%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის ოქტომბრის თვეში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ: რუმინეთი +132%;  შვედეთი +92%; ნიდერლანდები +63%; ლატვია +62%; პოლონეთი +51%; გერმანია +41%;  იტალია[სრულად…]

2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში უმასპინძლებს

2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში უმასპინძლებს

2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში. თბილისში გასამართ ევროპის პირველობაზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებ გუნდთან ერთად. ევროპის საწყლოსნო ფედერაციის (LEN) რეკომენდაციითა და ეროვნული ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოზარდებში წყალბურთის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს კონკურსს ევროპის ახალგაზრდული[სრულად…]

2018/11/06 სპორტი
მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ადრეული განვითარების, სკოლამდელი განათლების მიმდინარე რეფორმაზე, განათლების სექტორში შეფასების სისტემის გადახედვის აუცილებლობასა და ასევე, ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ პრიორიტეტულ[სრულად…]

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

5 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.მ-ს, 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

მნიშვნელოვანი თარიღების ტკბილი ვარიანტები

მნიშვნელოვანი თარიღების ტკბილი ვარიანტები

კონკურენცია ხარისხში, კონკურენცია იდეაში და კონკურენცია კრეატივში – კრეატივში, რომელიც, 21-ე საუკუნის მსოფლიოში, ერთ-ერთი წამყვანი პუნქტია ბიზნესის წარმატებისთვის. რაც უფრო მეტად პირადია პროდუქტი, რაც უფრო მეტად ასახავს მომხმარებლის გემოვნებასა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს, თუ – მნიშვნელოვან მომენტებს, მით უფრო მეტად არის ამ მწარმოებლის მიმართ მოთხოვნა. „ტკბილი გალერეა“ ნამდვილად ითვალისწინებს[სრულად…]

ირაკლი კობახიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება

ირაკლი კობახიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება

„ვალუტის კურსის გამყარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება. „გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჩინეთის ანხვეის პროვინციის ლოგისტიკური ცენტრი ქართულ პროდუქციას 3 წლით უსასყიდლოდ დაეთმობა

ჩინეთის ანხვეის პროვინციის ლოგისტიკური ცენტრი ქართულ პროდუქციას 3 წლით უსასყიდლოდ დაეთმობა

საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს, – ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ თემაზე ქართულ მხარესა და Anhui ANZ Food Limited-ს შორის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოს საშუალებას აძლევს ისარგებლოს როგორც პროდუქციის საგამოფენო სივრცეებით, ისე სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისებით.[სრულად…]

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას “ინტერპრესინიუსი”  ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო. ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს. ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პროკურატურაში განცხადება[სრულად…]

ნათია მეზვრიშვილი: „ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება“

ნათია მეზვრიშვილი: „ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში  მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ მოსმენის  დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს,  იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება რაც მოვისმინე, არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის[სრულად…]

2018/11/06 პოლიტიკა
ქვევრის ღვინოს აშშ-ში ეცნობიან

ქვევრის ღვინოს აშშ-ში ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდნენ. გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო.  აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ[სრულად…]

საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით ახალ  პროექტს იწყებს

საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და განათლების მიმართულებით ახალი საქვეყნო პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.  პროექტი საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან[სრულად…]

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, მარეკ კუხჩინსკი მიიღო, რომელიც, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების, ასევე, გასულ წელს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,[სრულად…]

2018/11/06 პოლიტიკა
7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში  7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე  „ლალი კუციას“ საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე  პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას,  წყალმომარაგების არარსებობა და სხვ. ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების[სრულად…]

საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი, – შესაბამისი შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ[სრულად…]

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო[სრულად…]

ბუშტების ფეხბურთი- „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“

ბუშტების ფეხბურთი- „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“

საქართველოში სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. ამათგან მრავალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. დანარჩენები კი რეგისტრირებულია, როგორც ფედერაცია, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ზემოხსენებული სამინისტრო არ პასუხობს. გართობის მიზნით ორგანიზებული არაერთი სპორტი დღეს, პირიქით, დაძაბულობასა და გადატვირთვას იწვევს. ბევრი სპორტის უპირველესი მიზანი ბიზნესი და მისგან ფინანსური სარგებლის მიღებაა. ეს ბუნებრივიც[სრულად…]

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალში150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. „წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება, რომლის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. რამდენიმე მისამართი დაგვემატა,[სრულად…]

ეკა ბესელია საქართველოში  UNICEF-ის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა

ეკა ბესელია საქართველოში UNICEF-ის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან დოქტორ, ღასან ხალილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა და მისი განხორციელების მონოტორინგის პროცესი. განხილული იყო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს[სრულად…]

2018/11/06 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პოლონეთი ჩვენთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითია

ირაკლი კობახიძე: პოლონეთი ჩვენთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითია

„პოლონური ინსტიტუტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონური ინსტიტუტის გახსნის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას არა მხოლოდ მჭიდრო პოლიტიკური[სრულად…]