Archive for ნოემბერი 7th, 2018

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად

„ყველა რესურსი მობილიზებულია და ამის შედეგებს თითოეული თქვენგანი იხილავთ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში – ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია დამაჯერებელი გამარჯვება და ამ მიზნის[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს – კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატეანს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმასა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ევროპის[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
კახა კალაძე: იპოდრომთან მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტები ქალაქს დაუბრუნდება

კახა კალაძე: იპოდრომთან მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტები ქალაქს დაუბრუნდება

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ე.წ. ჩოგბურთის კორტები არსებობდა, ქალაქს დაუბრუნდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე განაშენიანების მიზნით გაიყიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე მინდა[სრულად…]

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისი კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს[სრულად…]

2018/11/07 კულტურა
სოფელ ატოცში რუსი სამხედროები რკინის ბოძებს ამონტაჟებენ

სოფელ ატოცში რუსი სამხედროები რკინის ბოძებს ამონტაჟებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დილიდან ისევ გამოჩნდნენ. ისინი ტერიტორიაზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველი არხი ავრცელებს. ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია 50-მდე რკინის ბოძი. სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა[სრულად…]

რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ

რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ

რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. ღონისძიება „მე ვიცავ თავისუფლებას“ დაგეგმილი იყო რუსთაველის თეატრში, თუმცა ღონისძიების წამყვანის პოეტ დავით მაღრაძის თქმით, გაცილებით მეტია ღონისძიებაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, ისინი გადაინაცვლებენ ქუჩაში, რათა ყველას მიეცეს საკუთარი აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება. რუსთაველის თეატრის ფასადზე დამონტაჟებულია დიდი მონიტორი, ასევე[სრულად…]

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა

2018 წლის 7 ნოემბერს, ბრიუსელში თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წევრობის საკითხი განიხილეს და საქართველოს თანასწორობის ორგანოს სრული წევრობის გადაწყვეტილებას ქსელის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქსელის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
კახა კალაძე ვაშაძის ინტერვიუს გამოეხმაურა

კახა კალაძე ვაშაძის ინტერვიუს გამოეხმაურა

დოიჩე ველესთან ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე. მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში უახლესი სტანდარტების ახალი სკოლა გახსნა

მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში უახლესი სტანდარტების ახალი სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უახლესი სტანდარტებით აშენებული თბილისის N100 სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, თანამედროვე  კაბინეტები,  საბუნებიმეტველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი  დაათვალიერა. მინისტრმა მათ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია  და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა სისტემის ერთ-ერთი[სრულად…]

თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება

თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება

მოქალაქეთა ზარებზე დროულად და სრულფასოვნად რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება, – ამის შესახებ თბილისის  მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ცხელი ხაზის 42 ოპერატორის მეშვეობით გაწეული  24-საათიანი მომსახურების მიუხედავად, დღის განმავლობაში, 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება. მისივე განცხადებით, თბილისის მერიის  ცხელ ხაზს[სრულად…]

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ დუნდუა დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ დუნდუა დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ დუნდუა დაინიშნა. მიხეილ დუნდუა აქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ეს თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია. 2018 წლის პირველი ივლისიდან 29 აგვისტომდე, მიხეილ დუნდუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა

„ლაბადა“-კომფორტული და ფერადი დღეები

„ლაბადა“-კომფორტული და ფერადი დღეები

ნათია ნესოშვილი და ელენე ჭიჭინაძე მეგობრები არიან, რომლებმაც ერთ დღეს საკუთარი იდეა რეალობად აქციეს და შექმნეს საწვიმრების ბრენდი „ ლაბადა“. „თბილისი თაიმსს“ საკუთარი ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ნათია ნესოშვილი ესაუბრა. „არსებობს კარგი იდეა, არსებობენ კარგი შემსრულებლები, არსებობენ იდეის ავტორები და არსებობს უკვე ქართული  საწვიმრების ბრენდი „ ლაბადა“.  ჩვენ[სრულად…]

დედაქალაქში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

დედაქალაქში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში , ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ეწვევიან. წელს, აღნიშნულ ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. „პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებში ერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა,[სრულად…]

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ქართველი მსმენელის წინაშე 150-მდე მუსიკოსი წარსდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსები 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე,[სრულად…]

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში 13%-მდე გაიზარდა

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში 13%-მდე გაიზარდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის III კვარტალთან შედარებით 12.7%-ით, 1,857,745 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა[სრულად…]

გია ჟორჟოლიანი- „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით  საუბარი არ მიმდინარეობს

გია ჟორჟოლიანი- „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს

არავითარი კონსულტაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა”ქართულო ოცნების” ოფისში განაცხადა. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, მისი მისვლა ოფისში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხს არ უკავშირდება, რადგან ამ თემაზე საუბარი გუნდში არ მიმდინარეობს. ჟორჟოლიანი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებსაც იხსენებს ჟურნალისტებთან და აცხადებს, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ეს არის[სრულად…]

საქართველოში კინოგადაღებით ჰოლივუდი დაინტერესდა

საქართველოში კინოგადაღებით ჰოლივუდი დაინტერესდა

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოში კინოგადაღების პოტიანციალი და შესაძლებლობები განიხილეს. ქ. ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures. სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს[სრულად…]

2018/11/07 კულტურა
ოქტომბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა

ოქტომბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება 2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 611,152 შეადგინა, ზრდა +8.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.1%). ინფორმაცია ეკონომიკისა[სრულად…]

ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს-ნესტან ლონდარიძე

ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს-ნესტან ლონდარიძე

ზაზა სარალიძის მიმართ საბრალდებო დასკვნა, არასწორ ფორმულირებას შეიცავს,- ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სარალიძის საქმეზე სხდომა გაიმართა. ადვოკატი მიესალმება, რომ სასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა. “მივესალმებით პროკურატურის იმ პოზიციას, რომ მათ არ გამოიყენეს აღკვეთის არც ერთი ღონისძიება. ეს კიდევ ერთხელ[სრულად…]

დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა

დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს. ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელობას ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები

კახა კალაძე: საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები

„7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური,  მრისხანე  პროტესტის  ნათელი  მაგალითი  ძალადობრივი  რეჟიმის  წინააღმდეგ“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და 2007 წლის 7 ნოემბერს, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 7 ნოემბერს, ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და მთელი ევროპის წინაშე რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
მოძრაობა „არა ნაციზმს“  დღეს რუსთაველზე მსვლელობას გამართავს

მოძრაობა „არა ნაციზმს“ დღეს რუსთაველზე მსვლელობას გამართავს

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მსვლელობას გამართავს, ლოზუნგით „გვახსოვს 7 ნოემბერი“. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები: შვილმოკლული მშობლები, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებიც ნაციზმის რეანიმაციას ეწინააღმდეგებიან, მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და საბოლოოდ უთხრან უარი მოძალადე სააკაშვილის[სრულად…]

2018/11/07 პოლიტიკა
ქ.სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქ.სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „თბილისობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თბილისობის თემაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა და გაიმართა ტრადიციული ქართული კერძების დეგუსტაცია. ასევე, სტრასბურგის წმინდა ქეთევან წამებულის გუნდმა „სადარისი“ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა[სრულად…]

2018/11/07 კულტურა
იაპონელი სომელიეები და ჟურნალისტები ქართულ ღვინოს ეცნობიან

იაპონელი სომელიეები და ჟურნალისტები ქართულ ღვინოს ეცნობიან

საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი, კენიჩიოჰაში ეწვია, რომელსაც თან იმპორტიორების, სომელიეებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ახლავს.სტუმრებს შორისაა იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰიროშიიშიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, სტუმრები  20-ზე მეტ ღვინის საწარმოსა და საოჯახო მარანს იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. პროგრამა ასევე მოიცავდა დეგუსტაციას, ე.წ. Speed Tasting-ს, რომელიც თბილისში გაიმართა[სრულად…]

დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი   დაიწყო. პირველ ეტაპზე, საახალწლოილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, „კინოსაქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.

პროგრამა Social Impact Award-ისსაერთაშორისო სამიტი გაიხსნა

პროგრამა Social Impact Award-ისსაერთაშორისო სამიტი გაიხსნა

Impact Hub Tbilisiპროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს საქართველომმოიპოვა. სამიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენSocial Impact Award-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ დეტერინგი, Schwab Foundation-ის სოციალური მეწარმეობის ხელმძღვანელი ქეთრინ მილიგანი, UNDP საქართველოს ხელმძღვანელი ლუისა ვინტონი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე,[სრულად…]