Archive for ნოემბერი 8th, 2018

მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო, მაშინდელი რეჟიმი თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს

დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა, რომელიც საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში ეწვია. დავით ზალკალიანმა ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დანკანს, მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე – ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად

მამუკა ბახტაძე – ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად

მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად. პროცესის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ამ[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები განსაზღვრა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები განსაზღვრა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებისა და ვადების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. „ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები შეიტანება  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა[სრულად…]

პოლონეთში EnoExpo 2018”-ში ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია  მონაწილეობს

პოლონეთში EnoExpo 2018”-ში ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში„EნოEხპო 2018”ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს. „EნოEხპო 2018”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში კომპანიის „ვაზისუბნის მამულები“ ღვინომ „საფერავი 2017“ ვერცხლის და კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „მარანი საფერავი ბიო 2017“ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც გაიმართა – ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და[სრულად…]

სოფიო ქაცარავა: „ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა, საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ“

სოფიო ქაცარავა: „ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა, საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ლონდონში, ქალი პარლამენტარების მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის, თემთა პალატის წევრი ჰარიეტ ჰერმანი და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივანი პენი მორდო მასპინძლობენ. კონფერენცია, რომელიც პირველად იმართება, 1918 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
თბილისის მერმა მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები გააცნო

თბილისის მერმა მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები გააცნო

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, დედაქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალ სპორტულ კომპლექსს მოაწყობს. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა[სრულად…]

„საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში,მდინარე შოლასარხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს

„საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში,მდინარე შოლასარხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში,მდინარე შოლასარხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ბუჩქნარისა და ნატანი მასისგანიწმინდება ღია და დახურული კოლექტორების   1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და[სრულად…]

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“

„ჩვენ დიდ ბრიტანეთთან განსაკუთრებით ახლო და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც გამოიხატება მათი მხრიდან სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერაში საქართველოს მიმართ. ამ ურთიერთობებს ამყარებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც არის ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი. დიალოგში ჩართულია როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყენებს ფორმატის მნიშვნელობას. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი-ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“

მიხეილ სააკაშვილი-ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას შეხვედა.  შეხვედრის შემდეგ მიხეილ საააკაშვილმა  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ იქმნება  ახალი ერთობა , ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“. “მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

ქუთაისის საქალაქო სამართლოში “საქნახშირის” საქმის განხილვა გადაიდო. ხუთი დაკავებულის ადვოკატის შუამდგომლიბით, რომელიც ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, პროცესი გადაიდო. მოსამართლემ იმსჯელა დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ და დაცვის მხარის შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ დაკავებულთა მიერ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. 6 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე გაირკვევა გააფორმდება თუ არა[სრულად…]

საერთაშორისო კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“

საერთაშორისო კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო“

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (EAWSC) „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნა. კონკურსი თბილისში პირველად ტარდება და ის  „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) პატრონაჟით იმართება. კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე[სრულად…]

თბილისის აეროპორტში 53,226.81 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში 53,226.81 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ი.ა.-სა და ჰ.მ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ჯამში, 53,226.81 ლარის ღირებულების, არდეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ერთი სმარტსაათი, 14 ცალი მობილური ტელეფონი, 16 ცალი მაჯის საათი, 14 ცალი მობილური ტელეფონის ყურსასმენი და 5[სრულად…]

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

2018 წლის 7 ნოემბერს, ირლანდიის სენატმა ერთხმად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია – “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Mოტიონ ონ სუპპორტ ფორ ტჰე ტერრიტორიალ ინტეგრიტყ ოფ Gეორგია ანდ იტს ინტეგრატიონ ინტო ტჰე Eუროპეან Uნიონ“, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
აკაკი ზოიძე საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს შეხვდა

აკაკი ზოიძე საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე საფრანგეთის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და ქალთა უფლებების ყოფილ მინისტრს, საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს, მარისოლ ტურენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა მიმოიხილეს და სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მარისოლ ტურენიმ კომიტეტის თავმჯდომარეს ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით, ფრანგი ექსპერტების მონაწილეობით,[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
„ხელოვანი რისი ხელოვანია, თუ ყველასგან შეუმჩნეველი დეტალები ვერ დაიჭირა?!“

„ხელოვანი რისი ხელოვანია, თუ ყველასგან შეუმჩნეველი დეტალები ვერ დაიჭირა?!“

18 წლის ლიზი ბუდაღაშვილი – ერთი სიტყვით – ხელოვანი, მრავალი სიტყვით –  მხატვარი, პოეტი, კომპოზიტორი. მხატვრული სამყაროს ნიჭიერი ხელოვანი და მისი პირველი ნაბიჯები ამ ფერად სამყაროში… 18 წლის ხელოვანი, ამჟამად, UnitedWorldCollegeDilijan-ში სწავლობს და აქ ცხოვრობს. აქ ის ძალიან დიდი სახელოსნო ნაწილია. სახლში მუშაობა, ასე თუ ისე, მისთვის მაინც რთული იყო.[სრულად…]

2018/11/08 პერსონა
„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში მარადმწვანე ხეები დაირგო

„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში მარადმწვანე ხეები დაირგო

ისნის რაიონის გამგეობა კამპანიას – „გაუფრთხილდი შენს უბანს“ განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. ნავთლუღში, არტურ ლაისტის ქუჩაზე N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო. აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან[სრულად…]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 27 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. დავით ზალკალიანმა მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ყაზახეთის მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებს და თბილისსა და ასტანას შორის არსებულ სანიმუშო ორმხრივ ურთიერთობებს. მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის გარდა ყაზახეთის ელჩსა და ყაზახ[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს. 2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება. როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის[სრულად…]

სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები უზბეკეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს საქართველოში შერზოდ ფაიზიევს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე ურთიერთობის გააქტიურებას და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს დაეთმო. „უზბეკები დაინტერესებული[სრულად…]

2018/11/08 პოლიტიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  ფესტივალი-DataFest Tbilisi იმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფესტივალი-DataFest Tbilisi იმართება

საქართველოს ბანკის  BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi იმართება. ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობს მონაცემებთან ან დაინტერესებულნი არიან მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებით. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს სტუმრობენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Facebook, Amazon, TransferWise, Zalando და 30 სხვა კომპანიიდან. მონაცემებისა[სრულად…]