Archive for ნოემბერი 11th, 2018

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

აშხაბადში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიგო. ლაშამ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი დასძლია და მსოფლიოს 7 რეკორდი დაამყარა. ტალახაძე ატაცში 207, 212 და 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში 245, 252 და 257 კილოგრამს გაუმკლავდა. ირაკლი თურმანიძემ ატაცში 195, 200, 203[სრულად…]

2018/11/11 სპორტი
კახა კალაძე-მთლიანად ჩვენი  გუნდისთვის გამოხატვის  თავისუფლება არის უმთავრესი  ფასეულობა

კახა კალაძე-მთლიანად ჩვენი გუნდისთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა

თბილისის მერი კახა კალაძე წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. „მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად,[სრულად…]

კახა კალაძე – პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა

კახა კალაძე – პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა

პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც შეეხება მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ათასი მოწამის სახელობის ხეივნის ან ტაძრის აშენებას. კალაძის თქმით, პატრიარქის სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს. “მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა[სრულად…]

ილია  II- სანაპირო მორწყული იყო მოწამებიის სისხლით, აქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი

ილია II- სანაპირო მორწყული იყო მოწამებიის სისხლით, აქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი

ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედი მაქვს, იფიქრებს, მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. „მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა[სრულად…]

2018/11/11 რელიგია
თიანეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული  საწარმო შენდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.[სრულად…]

საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატოს ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატოს ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს სანაპირო დაცვის ახალმა ხომალდებმა „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ ნატოს ხომალდების ერთობლივ საზღვაო წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“,[სრულად…]

გიორგი გახარია – “კარავი არასოდეს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”

გიორგი გახარია – “კარავი არასოდეს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების უსაფრთხოების[სრულად…]

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! –  სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! – სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა საზოგადოებას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ისინი ირჩევენ ადამიანს.ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. “რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის[სრულად…]

ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან საავადმყოფოში ჯერ სარალიძის დედა გადაიყვანეს. შემდეგ ზაზა სარალიძე. აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს. აქცია თბილისის მერის კახა კალაძის[სრულად…]

ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისთვის 10-მდე კარავი უკვე დადგეს. ტერიტორიაზე რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ღამეს კარვებში გაათენებენ, ამით სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის მიმართ. აქციაზე დაბრუნდა ზაზა სარალიძეც, რომელიც მანამდე სასწრაფო სამედიცინო[სრულად…]

ზაზა სარალიძე – ქართველი ხალხი ჩემი შვილის საქმეს ბოლომდე მიიყვნს

ზაზა სარალიძე – ქართველი ხალხი ჩემი შვილის საქმეს ბოლომდე მიიყვნს

სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილა თურმე ამ კარვებში რა დევს,- ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას იმიტომ არ აძლევდნენ, რომ კარავში შესაძლოა, „კანონსაწინააღმდეგო ნივთი შეიტანონ“. სარალიძის თქმით, ხელისუფლებას მისი და მისი ოჯახის განადგურება აქვს გადაწყვეტილი. „შესაძლოა, საპატრულო პოლიციის უფროსის კაბინეტში ბომბი[სრულად…]