Archive for ნოემბერი 12th, 2018

“ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა ” მამები სიმართლისთვის” იმართება

“ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა ” მამები სიმართლისთვის” იმართება

რუსთაველის გამზირიდან “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა “მამები სიმართლისთვის” იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის და მასთან ერთად სხვა მაღალჩინოსნების დასჯას. მათივე განცხადებით, სწორედ იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მოკლა. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მოკლული[სრულად…]

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. „კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არსებობდა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ცენტრალური გზა ჩავარდნილი იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველაფერი ფუნდამენტურად მოწესრიგდა. კერძოდ,[სრულად…]

ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა

ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა

ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება – ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის – ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას[სრულად…]

2018/11/12 პოლიტიკა
ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროცესი გრძელდება

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროცესი გრძელდება

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, საქართველოში, „გოსფილმოფონდში“ დაცული, კიდევ, 7 ფილმი დაბრუნდა. მეოთხე ეტაპზე, ქართულ მხარეს ივანე პერესტიანის “არსენა ჯორჯიაშვილი” (1921 წ.) და “სურამის ციხე” (1923 წ.), ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი” (1923[სრულად…]

2018/11/12 კულტურა
დავით ზალკალინმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

დავით ზალკალინმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრში (Hყბრიდ ჩოE). შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა მინისტრს გააცნეს ცენტრის საქმიანობა და სტრუქტურა, ასევე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებს და ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და აგრესიულ მიმართულებას. განხილულ იქნა ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზის, პრევენციისა და[სრულად…]

2018/11/12 პოლიტიკა
შსს-ში სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

შსს-ში სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ. ვლადიმერ ბორცვაძის[სრულად…]

დედაქალაქის მედეგობის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მედეგობის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის მედეგობის თემაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქში არსებული გამოწვევების წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება და სამომავლო გეგმები წარადგინეს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს თბილისის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. “ჩვენ გვსურს ეს ქალაქი დავიცვათ მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან,[სრულად…]

ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება

ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს“. ფორუმის დასკვნითი ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის კულტურასა[სრულად…]

მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ[სრულად…]

სოფელი ქვათახევის  ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელი ქვათახევის ხანძარი ლიკვიდირებულია

კასპში, სოფელი ქვათახევში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დამწვარია 10 ჰა ფართობი. „რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა – ადგილზე მუშაობდა 30 მეხანძრე-მაშველი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ აფინანსებთ საკუთარ იდეას?

როგორ აფინანსებთ საკუთარ იდეას?

დღევანდელ დღეს, მარტივია, იყო საუკეთესო, ორიგინალური და ინოვაციური იდეების მატარებელი. თუმცა, არც ისე მარტივია, ეს იდეები გახდეს პრაქტიკული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასე თუ ისე, ყველა პროექტსა და იდეას სჭირდება ფინანსები. ფინანსების გარეშე, როგორი მრავალფეროვანიც უნდა იყოს იდეა, ის ვერ შედგება. Charity City – არის პროექტი, რომელიც იძლევა თანხების მოზიდვის შესაძლებლობას[სრულად…]

რამდენად  არის დაცული  შრომის პირობები საქართველოში?

რამდენად არის დაცული შრომის პირობები საქართველოში?

ბოლო პერიოდში გაზრდილი სტატისტიკა სამუშაო ადგილებზე დაზიანებული ან დაღუპული ადამიანებისა, სულ უფრო აქტუალურს ხდის შეკითხვას – შექმნა კი შრომამ ადამიანი ? ჩვენ რეალობაში , სამწუხაროდ , პირიქითაა. შრომა და უსაფრთხოების ნორმების არაეფექტური კონტროლი კლავს და აზიანებს, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დასაქმებულ , არამედ გარშემომყოფ ადამიანებს. გასულ კვირას ქედაში კარიერის აფეთქებას[სრულად…]

“Google”-ის თანამშრომლების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მსოფლიო მოიცვა

“Google”-ის თანამშრომლების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მსოფლიო მოიცვა

კომპანია „Google”-ის თანამშრომლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციები გენდერული დისკრიმინაციის, სექსუალური ზეწოლისა და რასიზმის წინააღმდეგაა მიმართული. როგორც BBC იუწყება, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც New-York-Times – მაგამოაქვეყნასტატია, სადაცწერდა, რომსექსუალურიზეწოლისბრალდებითსამსახურიდანგათავისუფლებულ „Google”-ისყოფილვიცე-პრეზიდენტსენდირუბინსსკომპანიამკომპენსაციისსახით 90 მილიონიდოლარიგადაუხადა. რუბინსი ამ ბრალდებას ბინძურ კამპანიას უწოდებს, თვითონ “Google”-მა კი განცხადება არ უარყო.“Google”-ისა და “Alphabet”-ის მთავარმა[სრულად…]

2018/11/12 მსოფლიო
ლოკომოტივის ახალმა სარაგბო ბაზამ საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

ლოკომოტივის ახალმა სარაგბო ბაზამ საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

დიღომში მდებარე სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე გაიმართა საიუბილეო მატჩი ვეტერან მორაგბეებს შორის. ერთმანეთს შეერკინენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები. 1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” მესამე ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. მატჩიდან 40 წლის შემდეგ,[სრულად…]

2018/11/12 სპორტი
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

დიორში, მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ქართული ფინალი შედგა. 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იცავდნენ და ფინალურ შეხვედრაში სწორედ ისინი შეხვდნენ. თუნცა თამაზ კირაკოზაშვილი ფინალურ შეხვედრაზე მუხლის ტრავმის გამო არ გამოცხადდა, შესაბამისად 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ახალკაცმა მოიგო. ევროპის[სრულად…]

2018/11/12 სპორტი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში განახლებული რეისით პირველი მგზავრები გადაიყვანა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში განახლებული რეისით პირველი მგზავრები გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში განახლებული რეისით პირველი მგზავრები გადაიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენა განაახლა. ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში, სოფელ ომალოში, საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგულარულად, კვირაში ერთხელ[სრულად…]

დავით ზალკალიანმა ფინეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

დავით ზალკალიანმა ფინეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე და ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა[სრულად…]

2018/11/12 პოლიტიკა