Archive for ნოემბერი 13th, 2018

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 751.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ. აშშ დოლარი (19.2 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა[სრულად…]

თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა

თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის  150-ე საჯარო სკოლაში სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებულ ახალი მოდელის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს. პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესის დაგეგმვა-გაუმჯობესებაზე სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.  მეორე[სრულად…]

თბილისის მერმა საბანკო სექტორს დედაქალაქის „მწვანე პროექტებში“ ჩართვისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა საბანკო სექტორს დედაქალაქის „მწვანე პროექტებში“ ჩართვისკენ მოუწოდა

თბილისის მერი კახა კალაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა და დედაქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების  განხორციელებაში თანამშრომლობა შესთავაზა. კახა კალაძემ შეხვედრაზე მერიის ინიციატივით დაგეგმილ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ბანკების წარმომადგენლებმა თავის მხრივ, მერიის პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და ეკოლოგიური გამოწვევების წინააღმდეგ თბილისის მერიასთან[სრულად…]

მიხელ ბატიაშვილი: „ქართული ხელნაწერების 3D ვიდეო ინსტალაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული სივრცისთვის“

მიხელ ბატიაშვილი: „ქართული ხელნაწერების 3D ვიდეო ინსტალაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული სივრცისთვის“

პირველად საქართველოში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ 3D ინსტალაციის მნიშვნელობა განუზომელია და მისი  პოპულარიზაცია აუცილებელია როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო სივრცეში. მისივე თქმით, ხელნაწერთა ცენტრში დაცული მასალა საინტერესო და მნიშვნელოვანია,[სრულად…]

2018/11/13 კულტურა
საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა კარგი სიგნალია ნორვეგიული ბიზნესისთვის – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა კარგი სიგნალია ნორვეგიული ბიზნესისთვის – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახნის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორგვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“ – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერიქსენ სორაიდემ ქართველ[სრულად…]

2018/11/13 პოლიტიკა
ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა

ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ  სტივენ ლაიენსს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა  განიხილეს. „ამ აქტიურობით ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ თანამშრომლობა და ინიციატივა, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარვადგინეთ, კერძოდ, ნატო-საქართველოს მზაყოფნის ცენტრის შექმნა ვაქციოთ რეალობად და სწორედ, ამ რეალობას სჭირდება[სრულად…]

2018/11/13 პოლიტიკა
არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა.შ.-მ, 2018 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში სარაჯიშვილის ქუჩაზე, არასრულწლოვან გ.გ.-ს ძალადობის გამოყენებით გასტაცა 140 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი[სრულად…]

ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი, ინოვაციური პროექტი ამოქმედდა

წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. როგორც ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, ხარისხიანი განათლების მიღება და ადამიანის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება თანამედროვე, ელექტრონული[სრულად…]

საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის უწყებასთან გააფორმა. მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. დოკუმენტი საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველოს აპროქსიმაციასა და ქართული კანონმდებლობის ევროპულ[სრულად…]

2018/11/13 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას – ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

ირაკლი კობახიძე: ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას – ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას საარჩევნო გარემოს შესახებ. „ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი,[სრულად…]

2018/11/13 პოლიტიკა
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით. კერძოდ; 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე,[სრულად…]

ქვევრის ღვინის წარდგენა ლოს-ანჯელესში

ქვევრის ღვინის წარდგენა ლოს-ანჯელესში

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ,,RAW Wine” ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული[სრულად…]

ფინეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს

ფინეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქარველოს და ფინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით“ – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სიონინმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდომ, ქ. ჰელსინკში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინრე რეფორმებს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისთვის. „საქართველომ მნიშვნელოვანი[სრულად…]

2018/11/13 პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურას სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში, მსმენელებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. ასევე, გამომსვლელებმა მონაწილეებს გაუზიარეს[სრულად…]

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯლეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯლეს

მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. „კარგად არის ცნობილი თავისუფალი ბაზრის უპირატესობებიც და კონკრეტული გამოწვევებიც. ხელის გულზე დევს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეძლეს მათ არ დაერღვიათ ეს პრინციპები და ამავე დროს შეძლეს საკუთარი წარმოება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ[სრულად…]