Archive for ნოემბერი 15th, 2018

ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში  დაბინავდება

ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დაბინავდება

დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები უკვე დასრულდა. „მინდა გარდაცვლილების ოჯახს[სრულად…]

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  ნ.გ.-მ სოციალური ქსელის საშუალებით თ.ჩ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური დეტალები შეიტყო. ამ ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით ნ.გ.-მ სოციალური ქსელის მეშვეობით თ.ჩ-ს მისთვის  საკუთარი[სრულად…]

ლევან იზორია: „ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო  მომსახურებას უზრუნველყოფს“

ლევან იზორია: „ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს“

დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო  ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი საზიმოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს და სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. „ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ[სრულად…]

დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურება კრაზანას თავდასხმით არის გამოწვეული

დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურება კრაზანას თავდასხმით არის გამოწვეული

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკეებმა და ენტომოლოგებმა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწვალეს. ფუტკრის ოჯახების შემოწმების შედეგად დადგინა, რომ მათი განადგურება  დიდი რაოდენობით გარეული კრაზანას (Vespula Vulgaris) შემოსევით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მეფუტკრეებს სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიიურო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. კრაზა სერიოზულ ზიანს[სრულად…]

შსს-მ ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, შემთხვევის ადგილზე, მომხდარი ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან პირველად მონაცემების შესახებ ისაუბრა. „საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე[სრულად…]

„ვეფხისტყაოსნელი“ – გიორგი გიქორაშვილი პოემის 120 ცალ განსხვავებულ ეგზემპლარს ფლობს

„ვეფხისტყაოსნელი“ – გიორგი გიქორაშვილი პოემის 120 ცალ განსხვავებულ ეგზემპლარს ფლობს

გიორგი გიქორაშვილი 18 წლისაა. ეს მისი ასაკია, მაგრამ არ ახსოვს ის რიცხვი, რამდენი წელიც მას შემდეგ გავიდა, რაც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერობა დაიწყო. აღარც კი ახსოვს, როდის დაიწყო მისი ცხოვრების ეს პერიოდი. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე იშვიათი გამოცემა დედამისსა და დედამისის დეიდას ჰქონდათ. „12-13 წლის რომ ვიყავი, როდესაც სკოლაში პირველად წავიკითხე „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი,[სრულად…]

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების  მდგომარეობა მძიმეა-გუგა ქაშიბაძე

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა-გუგა ქაშიბაძე

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები. „44[სრულად…]

ფონიჭალაში  ბუნებრივი აირის აფეთქებამ მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა

ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქებამ მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა

ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებია 4 ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.  

თვით გიტარის სიმიც რომ გაწყდეს კონცერტის დროს მაინც ბოლომდე უნდა „შებერო“, ვითომ ასე იყო ჩაფიქრებული- ბიძინა ქებაძე

თვით გიტარის სიმიც რომ გაწყდეს კონცერტის დროს მაინც ბოლომდე უნდა „შებერო“, ვითომ ასე იყო ჩაფიქრებული- ბიძინა ქებაძე

თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ 2012 წლიდან აქტიურად ტარდება. ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ მუსიკოსებსა და ჯგუფებს გააცნონ საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას. ჯგუფი „ფაქტი“ წლებია აქტიურად ერთვება საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ მუსიკალურ ღონისძიებებში, რაც მათ საშუალებას აძლევს წარუდგინონ მსმენელს ის, რაშიც დიდ სიყვარულსა და შრომას დებენ.  მოგვიყევით ჯგუფის ისტორია, როგორ დაიწყეთ შემოქმედებით საქმიანობა?[სრულად…]

2018/11/15 პერსონა
აშშ-ს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებელად როს უილსონი დაინიშნა

აშშ-ს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებელად როს უილსონი დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა. გიორგი გახარიამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა გახარიამ ხაზი[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე

ირაკლი კობახიძე – არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე

„არჩევნების დანიშვნა  ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა,რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, არჩევნების თარიღი ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენას ვერ მოახდენს. „ცესკო-ს გადასაწყვეტია როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ მაგალითად, სააკაშვილმა 2012 წელს[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. ეროვნულმა ბანკმა[სრულად…]

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში (CSIS) გაიმართა იმ მეცნიერების მონაწილეობით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.  აღნიშნული პროექტის კვლევების საფუძველზე, 2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის[სრულად…]

გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებმა და გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებმა და გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. კურსი ორიენტირებული იყო როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და სამართლებრივი თემატიკის გაცნობაზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების, კაზუსების განხილვასა და სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე. ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობა, გენდერით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში მოტივის[სრულად…]

მამუკა მდინარაძე – ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად

მამუკა მდინარაძე – ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად

„როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფიში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან“. „არჩევნების პირველი ტური რუსთავი 2-ის მიერ[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
ალიანისის ბევრი წევრი სახელმწიფო თანხმდება რომ საქართველო ნატოს სახვა ასპირანტ ქვენებზე გაცილებით წინ არის – ზალკალიანი

ალიანისის ბევრი წევრი სახელმწიფო თანხმდება რომ საქართველო ნატოს სახვა ასპირანტ ქვენებზე გაცილებით წინ არის – ზალკალიანი

ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო გარკვეულწილად უფრო წინ დგას, ვიდრე ზოგიერთი სხვა ასპირანტი ქვეყნა, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა გახდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი. მოსახლეობის და საზოგადოების ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დამოკიდებულების საკითხზე შემიძლია გითხრათ რომ უკანასკნელი კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
შსს-მ ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო. სამართალდამცველები და მაშველები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს 1965[სრულად…]

WIZZ AIR „ვარდისფერი“ პარასკევის 8 დღიან ფასდაკლებას აცხადებს

WIZZ AIR „ვარდისფერი“ პარასკევის 8 დღიან ფასდაკლებას აცხადებს

ევროპაში მზარდი ავიაკომპანია Wizz Air „ვარდისფერი“ პარასკევის სპეციალურ შეთავაზებას აანონსებს და 11-55 მოგზაური ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს 2018 წლის 15-22 ნოემბერს დაჯავშნულ ყველა რეისზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. Wizz Air მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს მოგზაურობის საუკეთესო შესაძლებლობები შესთავაზოს. თუ თქვენ ოჯახთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ, ან სულაც ბოლო წუთს მეგობრებთან ერთად ჯგუფური დასვენება გადაწყვიტეთ,[სრულად…]

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო სექტორს  საქმიანობის შედეგები გააცნო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო სექტორს საქმიანობის შედეგები გააცნო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკუთარი საქმიანობის შედეგები განიხილა. სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“ მე-11 სხდომაზე დარბაზის წევრებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, შედეგებზე, რეგულაციებსა და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. აღინიშნა, რომ „სამოქალაქო დარბაზის“ ფორმატი იძლევა საკითხების დისკუსიის[სრულად…]

ევროინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს ნდობის აღდგენის უმნიშვნეოვანეს ინსტრუმენტს- დავით ზალკალიანი

ევროინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს ნდობის აღდგენის უმნიშვნეოვანეს ინსტრუმენტს- დავით ზალკალიანი

„ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანობაში ჩვენ განვიხილავთ როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც მიმზიდველი იქნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობისთვის, მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებისთვის, რადგან ჩვენ ტერიტორიების გარდა ამ ხალხის ნდობაც უნდა დავიბრუნოთ” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის წინააღმდეგ საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის წინააღმდეგ საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა

2018 წლის 13 ნოემბერს ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენილიყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ის საჩივრები, რომლებიც მანამდე ამოირიცხა მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილია 2015 წელს („თედლიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და 2009 წლის 15 ივნისის[სრულად…]

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო

„საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველესად იმიტომ, რომ[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
აშშ მთავრობის დაფინანსებით გორის მე-9 სკოლა სრულად რეაბილიტირდა

აშშ მთავრობის დაფინანსებით გორის მე-9 სკოლა სრულად რეაბილიტირდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს“ მიერ სრულად რეაბილიტირებული ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის რეაბილიტირებული ფართი 2,700 მ2 შეადგენს და რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 850 000 $-ია. პროექტის მიხედვით სკოლა 780 მოსწავლეზეა გათვლილი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების[სრულად…]

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც, კერძოდ, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულის ა.ც.-ს სახელის[სრულად…]

შსს – 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა,ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა

შსს – 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა,ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა

2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი, ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, შსს-ს პრიორიტეტია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფა. „სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა[სრულად…]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ეს დღე საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადდება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან 19 პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული. თუმცა მეორე ტურში გადასვლა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
მარიამ ჯაში – ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა

მარიამ ჯაში – ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე. „ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი” – აღნიშნა მარიამ ჯაშმა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა[სრულად…]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსი არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსი არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხევდრა გამართა დანიის სამეფოს პარლამენტში საგარეო, თავდაცვის და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დანიის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლემა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსთან თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ აღნიშნეს დანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. „მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა მტკიცე კავშირები და მხარდაჭერა,[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა
დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკაიანმა დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეს სამუელსენთან. მინისტრებმა შეხვედარზე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დანიის წარმატებულ, გამორჩეულ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მათი შეფასებით ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა, რომელიც ჩართულია დანიის[სრულად…]

2018/11/15 პოლიტიკა