Archive for ნოემბერი 20th, 2018

საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას დეკემბრიდან, აშშ-ს მიერ გადმოცემული, სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება

საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას დეკემბრიდან, აშშ-ს მიერ გადმოცემული, სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) სიჩქარის მზომი 9 რადარი საჩუქრად გადასცა.ახალი რადარების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 18 თანამშრომელს 4 დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლება პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები[სრულად…]

საქართველოს ელჩმა რომის პაპთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ელჩმა რომის პაპთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-წმინდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურად შეაფასეს. აღინიშნა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განხორციელებულ უმაღლესი დონის ვიზიტებს. ამ კონტექსტში,[სრულად…]

2018/11/20 პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

ჭავჭავაძის გამზირზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

კამპანიის – „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ თარგებში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოქალაქეებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მიიღო. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ბუჩქი (კვიდო, უთხოვარი, ფიტოსპორუმი, ფოტინია, წყავი, ბზა, ჭყორი) დაირგო,[სრულად…]

თბილისის  ავტობუსებზე  19 ქალი მძღოლი იმუშავებს

თბილისის ავტობუსებზე 19 ქალი მძღოლი იმუშავებს

თბილისის ავტობუსებზე სამუშაოდ 19 ქალ მძღოლს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“  ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს   პირველ ეტაპზე მიღებული 10 ქალი გადამზადების პრაქტიკულ კურსს გადის, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული 9 ქალი – თეორიულ კურსს. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD)[სრულად…]

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი – 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის[სრულად…]

საქართველო-პოლონეთის პარლამენტის აპარატების დონეზე ურთიერთობები ღრმავდება

საქართველო-პოლონეთის პარლამენტის აპარატების დონეზე ურთიერთობები ღრმავდება

საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის შეხვედრისას. მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების საკითხებს შეეხნენ და ცოტა ხნის წინ, საქართველო-პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც შეხვედრაზე გივი[სრულად…]

2018/11/20 პოლიტიკა
ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მებრძოლმა მონღოლი იჩინოჯო ტაკაში დაამარცხა. კიუშუ ბაშოს მეათე დღე ლევან გორგაძესთვის წარმატებული აღმოჩნდა. ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგე თავისი საყვარელი ილეთით – იორიკირით დაამარცხა. 227-კილოგრამიან სუმოისტს ქამარში ხელი ჩასჭიდა და დოჰიოდან გადაიყვანა. ამ ორი მებრძოლის ურთიერთდაპირისპირებაში ლევან გორგაძე ლიდერობს ბალანსით 5-14_ზე. ტოჩინოშინის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 5 მარცხი და 5 გამარჯვებაა. მისი ხვალინდელი[სრულად…]

2018/11/20 სპორტი
ბოხუას ქუჩაზე  სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ბოხუას ქუჩაზე სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დიდუბის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. ბოხუას ქუჩაზე 2438 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორია მავთულბადითა და რკინის კარკასით შემოსაზღვრა. განთავსდა ფეხბურთის კარის ბადეები, გულშემატკივრებისთვის კი, საჩრდილობლით ფერადი ტრიბუნები[სრულად…]

ალექსანდრე მოწერელია: “სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს”

ალექსანდრე მოწერელია: “სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს”

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მდებარე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოჯახის შვიდმა წევრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ,,ექიმების შეფასებით, მძიმე დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო და მათ[სრულად…]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თემურ გორგაძეს 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის[სრულად…]

გიორგი გახარია: კანონის წინაშე ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია

გიორგი გახარია: კანონის წინაშე ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები მოინახულა, ჟურნალისტებთან გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტზეც გააკეთა კომენტარი: „საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლაშა ნაცვლიშვილი, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს, ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ერთი.[სრულად…]

ირაკლი კოვზანაძე – ვალების განულება და ვალების არდაგროვებასამომავლოდ, აი ,ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი

ირაკლი კოვზანაძე – ვალების განულება და ვალების არდაგროვებასამომავლოდ, აი ,ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი

ჭარბვალიანობა ეს,ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ, კი მაკროეკონომიკური პრობლემაა. ჭარბვალიანობის ტვირთის გამო,700 000 ჩვენი თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს. „პრემიერ-მინისტრის დღეს გაჟღერებული ინიციატივით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ეს პრობლემა 31[სრულად…]

2018/11/20 პოლიტიკა
დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. დასრულებულპროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელები ძირეულად[სრულად…]

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრებმა, სოციალური მუშაობის ყოფილმა სტუდენტებმა ამჟამინდელ სტუდენტებს გაუზიარეს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, ამასთანავე, მიმოხილულ იქნა სოციალური მუშაობის შესახებ ახალი კანონი. სტუდენტებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში სოციალური მუშაკების დასაქმების ადგილებისა და ფუნქიცების შესახებ,[სრულად…]

განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს

განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და[სრულად…]

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საქართველოსა და ავსტრიის საელჩოების ორგანიზებით, ქ.ნარვაში, ტარტუს უნივერსიტეტის კოლეჯში, ფოტო-გამოფენები: „50 ქალი საქართველოდან“ და „კალიოპე ავსტრია – ქალები საზოგადოებაში, კულტურასა და მეცნიერებაში“ გაიხსნა. ღონისძიება, საქართველოს, ესტონეთისა და ავსტრიის საიუბილეო 100 წლისთავს მიეძღვნა. საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესტონეთის[სრულად…]

2018/11/20 პოლიტიკა