Archive for ნოემბერი 21st, 2018

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა

საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა. როგორც მთავრობის 2018 წლის 19 ნოემბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერით გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული, ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო[სრულად…]

2018/11/21 პოლიტიკა
გიორგი გახარია: “ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე”

გიორგი გახარია: “ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე”

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, მოქმედ გამომძიებელთა გადამზადებას და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღებას იწყებს. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა სისტემის გაძლიერების და გამოძიების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც[სრულად…]

შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლეინების დახაზვა დაიწყო

შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლეინების დახაზვა დაიწყო

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ბასლეინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა, რაც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ბასლეინების ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის[სრულად…]

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება კიუშუ ბაშოზე

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება კიუშუ ბაშოზე

ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე იაპონელი ჩიოტაირიუ იყო, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა. ბრძოლა ტოჩინოშინის უპირატესობით წარიმართა. კიუშუ ბაშოს მე-11 დღე ლევან გორგაძეს ბალანსი დადებითია – 5 მარცხი და 6 გამარჯვება. შემოდგომის ბაშოს მე-12 დღეს ქართველი სუმოისტი ტაკაიუსუს დაუპირისპირდება. იაპონელი მებრძოლის ბალანსი ბაშოზე 2 მარცხს და 9 გამარჯვებას[სრულად…]

2018/11/21 სპორტი
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 007.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 89.3 გრამი) გამოავლინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 007.05 ლარის ოდენობით შეეფარდა. Please[სრულად…]

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეიდან დაიწყებს. „წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელი დიღმის მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენი წინასაარჩევნო[სრულად…]

ქართველი ბოდიბილდერი, რომელმაც  საერთაშორისო შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა

ქართველი ბოდიბილდერი, რომელმაც საერთაშორისო შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა

გიორგი ორბელაძე – დღეს ყველასთვის ცნობილი ქართველი, როგორც ფიტნესსამყაროს აქტიური წარმომადგენელი. ბავშვობიდან მოყოლებული, გიორგი აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევს – სხვადასხვა სპორტში ნაცადი, დღეს ქართული ბოდიბილდინგის საამაყო წარმომადგენელია. კალათბურთი, რაგბი და მარადიულად – ბოდიბილდინგი. თავიდან, ფიტნესით დაიწყო. სხვადასხვა დარბაზში სიარულით, მის მიზანს საკუთარი ფორმების შენარჩუნება წარმოადგენდა. მალევე, თბილისში მოქმედი ერთერთი ფიტნესდარბაზის[სრულად…]

2018/11/21 პერსონა
დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა, რომელიც განსახილველად, თბილისის საკრებულოს გასულ კვირას გადაეგზავნა. „გასულ კვირას, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარვადგინეთ, რასაც[სრულად…]

საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიულ ასოციაციას ქმნიან

საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიულ ასოციაციას ქმნიან

საფინანსო ბაზრის განვითარებისათვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო სამსახურებმა ფინანსური ბაზრების ხაზინების პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს, რომლის მთავარი მიზანი მონაწილეთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სახაზინო ბაზრების შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა იქნება. ასოციაციის ერთ-ერთი პირველი ამოცანა ქართულ ბაზარზე საერთაშორისო გლობალური სავალუტო ბაზრის კოდექსის (FX Global Code)[სრულად…]

შსს-მ  ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა

შსს-მ ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ს. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით,  თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის  საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს – 1970[სრულად…]

სადახლოზე, ვალეში, წითელ ხიდსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სადახლოზე, ვალეში, წითელ ხიდსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

15-18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ვალე“, ,,წითელი ხიდი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების, მ.ი.-ს, ბ.გ.-ს, ა.პ.-ს, ე.ა.-სა და ჰ.ა.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (27 აბი) და ფსიქოტროპული (21 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და[სრულად…]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი სარფში აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი სარფში აღმოაჩინეს

17 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ყ.-ს, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალური შემოწმებისას, 21 970 კგ. ნარკოტიკული ნივთიერების „მორფინი-კოდენის“ შემცველი, ყაყაჩოს თესლი გამოავლინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. Please follow and like us:

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – მთავრობის წინადადება ჭარბვალიანობის შემცირებაზე ხელს შეუწყობს სასამართლოებში საქმეთა ნაკადის განტვირთვას

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – მთავრობის წინადადება ჭარბვალიანობის შემცირებაზე ხელს შეუწყობს სასამართლოებში საქმეთა ნაკადის განტვირთვას

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის წინადადებას პირებზე, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს, ჭარბვალიანობის პრობლემის რეალური დაძლევისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშანვს, რომ ინიციატივის განხორციელება არსებით გავლენას იქონიებს საერთო სასამართლოების მუშაობაზე, სასამართლოს წინაშე სხვა კატეგორიის საქმეებზე სწრაფი[სრულად…]

გერმანელმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

გერმანელმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ალექსანდრე ზვერევი, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი სპორტსმენი პირველია, ვინც ერთსა და იმავე ტურნირში ამარცხებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს. ალექსანდრე ზვერევმა როჯერ ფედერერს ნახევარფინალში ანგარიშით 7:5 7:6 სძლია. ალექსანდრე ზვერევს ეკუთვნის მსოფლიო[სრულად…]

2018/11/21 სპორტი
საქართველოს ბანკის პარტნიორობით  popXspotlight-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 – საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, სფოთლაითი კი საუკეთესო სივრცეა გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.  საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს[სრულად…]

საქართველოს ელჩი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ელჩი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჭანგ ხახუეისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკას, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, მაღალი დონეზე არსებული კონტაქტების კიდევ უფრო[სრულად…]

2018/11/21 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი – ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება

ბიძინა ივანიშვილი – ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება

„ის ბზარი რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, უნდა გამრთელდეს და გამთლიანდეს“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება. მისი ყველა გაჭირვება იცის და[სრულად…]

2018/11/21 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდა

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდა

„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა კვლავაც ძველი ბერკეტებით მოქმედებს. „მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა. ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს,[სრულად…]

2018/11/21 პოლიტიკა
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზეტაფონისა და ფოთის იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გახსნა. პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იზოლატორში დასაქმებული ექიმები აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ. ექიმებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარეს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში[სრულად…]