Archive for ნოემბერი 26th, 2018

სტუდენტები გუკასთვის!

სტუდენტები გუკასთვის!

ამა წლის 12 ოქტომბერს, განჩინების გამოტანით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააპატიმრა 21 წლის ახალგაზრდა, გურამ ბაძაღუა, რომლის მიმართაც ქ. თბილისის პროკურატურის მიერ 11 ოქტომბერს დაწყებული იქნა სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვისათვის, რაც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, გურამი ძებნაში მყოფ პირს მალავდა[სრულად…]

გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორები დააჯილდოვა

გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორები დააჯილდოვა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორებს – ლაშა ამირანაშვილს, ალექსანდრე ჩხეიძეს, გიორგი ხაჩიძეს და თინათინ ზუბაშვილს პროკურორ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო -„BELA AWARD“ გადასცა. პროკურორები დაჯილდოვდნენ აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელშიც სხვადასხვა უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე გასული წლის მიღწევები[სრულად…]

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, პარლამენტის წევრ გენადი მარგველაშვილთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი გუნდის წევრებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია[სრულად…]

გალერია თბილისში სუპერდრაის მაღაზია გაიხსნება

გალერია თბილისში სუპერდრაის მაღაზია გაიხსნება

24 ნოემბერს, გალერია თბილისში კიდევ ერთი ახალი ბრენდის – სუპერდრაის მაღაზია გაიხსნა. ახალ მაღაზიაში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზია წარმოდგენილი. სუპერდრაის სავაჭრო ობიექტი გალერია თბილისის მე-2 სართულზე მდებარეობს. გახსნის დღესთან დაკავშირებეით ბრენდმა 30%-იანი ფასდაკლება შესთავაზა სავაჭრო ცენტრის სტუმრებს. სუპერდრაი თანამედროვე ბრიტანული ბრენდია, რომელიც 46 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Please[სრულად…]

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2030 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს. მონტაჟდება ახალი, რკინა-ბეტონის ფილები; ეწყობა მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭა და ბერმები. ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 15 სოფელს (წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს,[სრულად…]

იუნესკო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავს

იუნესკო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავს

26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართება. სესიაზე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგებლობით ნუსხაში, ქართული ჭიდაობის შეტანის საკითხი განიხილება. აღნიშნული საკითხის განხილვა, 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრება, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული[სრულად…]

ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის ღონიშზიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე საგარეო პოლიტიკური[სრულად…]

2018/11/26 პოლიტიკა
მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, – ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს. შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და[სრულად…]

2018/11/26 პოლიტიკა
კრწანისის რაიონს ცხრა ახალი თანამედროვე სკვერი შეემატა

კრწანისის რაიონს ცხრა ახალი თანამედროვე სკვერი შეემატა

კრწანისის რაიონში ორი ახალი თანამედროვე სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება. ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებულისკვერით სარგებლობას ადგილობრივი მოსახლეობა მომავალი თვიდანშეძლებს. აღნიშნულ ტერიტორიასა და მის მიმდებარედ არსებული ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 3100 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ავტოფარეხების ნაცვლად, ტერიტორიაზე ნოვატორული რეკრეაციული ზონა განთავსდა, მიმდებარედ კი, რაიონში პირველად, უსინათლოებისთვის[სრულად…]

ლევან დავითაშვილმა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ახალი ლაბორატორიის შენობა გახსნა

ლევან დავითაშვილმა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ახალი ლაბორატორიის შენობა გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა. აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია. ლაბორატორიის ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე დანადგარებით[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილმა საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიასთან მოზარდებისთვის ერთობლივი პროექტის განხილვა დაიწყო

მიხეილ ბატიაშვილმა საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიასთან მოზარდებისთვის ერთობლივი პროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიის დელეგაციასთან მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას გულისხმობს. საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, ალესანდრო ჯანი და ელიზაბეტ სპინა სამინისტროს სწორედ აღნიშნული პროექტის განსახილველად ესტუმრნენ. მილანის მხარე გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში და[სრულად…]

2018/11/26 სპორტი
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს. ამ და სხვა დეტალების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა. „ამ კინოფესტივალის მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი[სრულად…]

2018/11/26 კულტურა
ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა “დედა ენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს

ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა “დედა ენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ,,დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, ,,დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი. პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა[სრულად…]

ვახტანგ მახარობლიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ვახტანგ მახარობლიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან.  შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის დინამიურობა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით[სრულად…]

2018/11/26 პოლიტიკა