Archive for დეკემბერი 5th, 2018

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე სასწავლო წლის იანვრიდან, საპილოტე რეჟიმში დაიწყება. აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სკოლებში ამ საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყდა. მათივე[სრულად…]

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია

სამეგრელოს რეგიონში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. სპეციალურმა კომისიამ დაითვალა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. 698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია. დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და[სრულად…]

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთი, ვისკი და ჩაი გავა

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთი, ვისკი და ჩაი გავა

ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. ქართული ნატურალური პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გადაწყვეტილება ფორუმის პარალელურად მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს.[სრულად…]

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ადგილობრივ პარაზიტებს გამოიყენებენ

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ადგილობრივ პარაზიტებს გამოიყენებენ

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შესაძლოა, ადგილობრივი პარაზიტების გამოყენებაც მოხდეს. როგორც ჟურნალისტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ამ მიზნით უკვე შერჩეულია 4 ადგილობრივი პარაზიტი, რომელიც წლების განმავლობაში თავთავიანი კულტურების მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მისივე თქმით, შექმნილია ლაბორატორია, რომელიც ამ მიმართულებით კვლევებს 2019 წლის ზამთრიდან დაიწყებს. „მომავალი წლის სტრატეგია ანალოგიურია,[სრულად…]

პრეზიდენტის ინაუგურაცია  თელავში გაიმართება

პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

მეც ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე[სრულად…]

2018/12/05 პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე- ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, არავინ აპირებდა მის ჩაშლას

გრიგოლ ვაშაძე- ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, არავინ აპირებდა მის ჩაშლას

ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს და არავინ აპირებდა მის ჩაშლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. „არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ[სრულად…]

2018/12/05 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო  ნიკა რურუას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა რურუას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. “მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა[სრულად…]

პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება

პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება

„ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ – საქართველოს პარლამენტში აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორციელდება, რაც მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის თბილისის შენობაში გადაადგილებას გაუადვილებს. ადაპტირების გეგმის ფარგლებში დამონტაჟდა ელექტრო ამწე პლატფორმები, გაიხსნა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შეძენილია საევაკუაციო ეტლები და გადასაადგილებელი ელექტრო ეტლები, მიმდინარეობს ტაქტიკური ბილიკებისა და საფეხურების ანტისლიპებით[სრულად…]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით,  სინჯების აღება დაიწყეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, სინჯების აღება დაიწყეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯის აღება მოხდება. შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.[სრულად…]

მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში (CERN, შვეიცარია) ვიზიტის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები და მათი პედაგოგები ცერნში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ. მეცნიერებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში, რას საქმიანობენ ამჟამად და რა წვლილი შეაქვთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ექსპერიმენტში. მათი თქმით, ცერნი[სრულად…]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, უწყების პრიორიტეტები გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სანაპირო დაცვის და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების[სრულად…]

ქართული ღვინის ექსპორტმა 78 მლნ ბოთლს მიაღწია

ქართული ღვინის ექსპორტმა 78 მლნ ბოთლს მიაღწია

ქართული ღვინის ექსპორტმა 78 მლნ ბოთლს მიაღწია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30[სრულად…]

საქართველოს ელჩი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ელჩი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა

ქ. მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა[სრულად…]

2018/12/05 პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, გერმანიის მოქალაქე ლ.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 1039,9649 გრ. „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ. „ამფეტამინი“, 2,5518[სრულად…]

“გაამოს“ გემოს გამხელილი რეცეპტები

“გაამოს“ გემოს გამხელილი რეცეპტები

ჩვენს ქვეყანაში, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან არსებობს ტკბილი სამყარო „გაამოს“. ბევრი მსგავსი ბიზნესის სამყაროში, რთულია, იყო გამორჩეული და, ამასთან, ეს გამორჩეულობა ხარისხსა და კარგ გემოს უკავშირდებოდეს. დღესდღეობით, უპირველესად, ბუნებრივი პროდუქტია მოთხოვნადი. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „გაამოს“ დამფუძნებელი და მთავარი კონდიტერი, ნინო შოშიაშვილი პასუხობს: რას ამზადებთ და რისგან? ამჟამად, ვამზადებთ ორცხობილებს, რომლებსაც[სრულად…]

აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს- მაიკ პომპეო

აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს- მაიკ პომპეო

„ აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ.“-ამის შესახებ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ[სრულად…]

2018/12/05 პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი: „რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან“

ნათია მეზვრიშვილი: „რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან“

ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში, ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს და რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა: „მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით რეალურად რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის[სრულად…]

„ოქროდ ქცეული სიბრძნე“ – გამოფენა დღეს გაიხსნება

„ოქროდ ქცეული სიბრძნე“ – გამოფენა დღეს გაიხსნება

5 დეკემბერს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3) გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე’’ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან. გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის[სრულად…]

2018/12/05 კულტურა
ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის მისაღები ტურნირები ძიუდოსა და ჭიდაობაში

ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის მისაღები ტურნირები ძიუდოსა და ჭიდაობაში

2018 წლის 4 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ოლიმპიურ ცენტრში ახალგაზრდა სპორტსმენთა მისაღებ ღია პირველობებს გამართავს. მისაღები შეჯიბრები ძიუდოში, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდება 13 დან 16 წლამდე მოზარდებს შორის. ღონისძიებების მიზანი განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა სპორტსმენების[სრულად…]

2018/12/05 სპორტი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მწერალი პაატა შამუგია ოზურგეთში ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენენ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მწერალი პაატა შამუგია ოზურგეთში ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენენ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ოზურგეთში ქართველი მწერლების ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენს. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ბავშვები დაესწრებიან, კრებულის ერთ-ერთი ავტორი, მწერალი პაატა შამუგია პატარებს ამ წიგნისთვის შექმნილ ზღაპრებს წაუკითხავს. თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული – „იყო ერთი გოგო“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის[სრულად…]

განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. პროექტის მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების[სრულად…]

2018/12/05 პოლიტიკა
ოთარ დანელია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

ოთარ დანელია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრას დელეგაციის მხრიდან მოჰამად ჯაფარ არიფი, ემრან მოჰამად არიფი, მოთაზ მოჰამად არიფი, ფაჰად ალ-ობაიდი, აბდალლაჰ ბაჰამეშან, ფარეს ბუჰამაიდანი,[სრულად…]

2018/12/05 პოლიტიკა