Archive for დეკემბერი 6th, 2018

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, საიდანაც ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს. ნიკა რურუას ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ, რომელმაც ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა. ნიკა რურუას დაკრძალვას დაესწრნენ მისი მეგობრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და[სრულად…]

ბარათაშვილის აღმართზე  სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

ბარათაშვილის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს. გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს. გაწმენდით სამუშაოებს[სრულად…]

ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

“ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით, 3-7 დეკემბერს, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის” ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მოადგილესთან, რუფიზ ჩირაგზადესთან, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, ოთარ შამუგიას შეხვდა. შეხვედრაზე[სრულად…]

თავდაცვის  მინისტრი  უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა

თავდაცვის მინისტრი უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, სამხედრო განათლება, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, საერთაშორისო მისიები, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება, სოციალური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა – ეს ის თემები იყო, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული[სრულად…]

საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიას ეწვია

საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიას ეწვია

3-6 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ. კაბერაში) სამუშაო ვიზიტით ეწვია ახალ ზელანდიას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ადგილობრივ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის განყოფილების დირექტორთან, რობ ტეილორთან და ახალი ზელანდიის პარლამენტში ევროპასთან საპარლამენტო[სრულად…]

2018/12/06 პოლიტიკა
მუსიკალური ინდივიდუალიზმი და „გემოვნებიანი“ ცხოვრება – კოსტა კარანაძე

მუსიკალური ინდივიდუალიზმი და „გემოვნებიანი“ ცხოვრება – კოსტა კარანაძე

პროფესიული და პიროვნული წარმატება ინდივიდუალიზმშია – რაც უფრო განსხვავებულია ერთი მრავლისგან, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს მას. იყო საინტერესო, ნიშნავს, გქონდეს ის ბუნებრივი მახასიათებლები, რაც აუდიტორიამდე, შენდაუნებურად, მიდის: მსახიობისთვის – მაყურებლამდე; მხატვრისთვის – დამთვალიერებლამდე; მუსიკოსისთვის – მსმენელამდე. კონსტანტინე კარანაძე ის ადამიანია, ვისთვისაც აუდიტორია მსმენელია – ამ უკანასკნელს ვერ მოატყუებ, ვერაფერს გამოაპარებ[სრულად…]

2018/12/06 პერსონა
CYBER-EXE საქართველო 2018“ – კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

CYBER-EXE საქართველო 2018“ – კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

6 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ შედგა, რომლის მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების[სრულად…]

დედაქალაქის მერია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას შეუერთდა

დედაქალაქის მერია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას შეუერთდა

დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მიიღო. მერის მოადგილემ რუსთაველის გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს კამპანიასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და მათ სიმბოლური გულსაბნევები გადასცა.[სრულად…]

სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქალები და მამაკაცები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც იყვნენ თანასწორნი

სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქალები და მამაკაცები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც იყვნენ თანასწორნი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში – „ქალი ლიდერები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში“ და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ძირითადად ეხება ქალთა გაძლიერებასა და ქალთა უფლებების დაცვას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. სოფო კილაძის[სრულად…]

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მეორე მოსმენით განხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მეორე მოსმენით განხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მეორე მოსმენით განხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, ცვლილება გამომდინარეობს იმ პრაქტიკული გამოცდილებიდან, რომელიც დაფიქსირდა კანონის ძირითადი რეგულაციების ძალაში შესვლის ექვსი თვის თავზე. „კომიტეტთან შექმნილია საზედამხედველო საბჭო, რომელიც ყურადღებით აკვირდება და[სრულად…]

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მწერალი პაატა შამუგია ოზურგეთში ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენენ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მწერალი პაატა შამუგია ოზურგეთში ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენენ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ოზურგეთში ქართველი მწერლების ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენს. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ბავშვები დაესწრებიან, კრებულის ერთ-ერთი ავტორი, მწერალი პაატა შამუგია პატარებს ამ წიგნისთვის შექმნილ ზღაპრებს წაუკითხავს. თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული – „იყო ერთი გოგო“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის[სრულად…]

ოთარ დანელია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

ოთარ დანელია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრას დელეგაციის მხრიდან მოჰამად ჯაფარ არიფი, ემრან მოჰამად არიფი, მოთაზ მოჰამად არიფი, ფაჰად ალ-ობაიდი, აბდალლაჰ ბაჰამეშან, ფარეს ბუჰამაიდანი,[სრულად…]

2018/12/06 პოლიტიკა