Archive for დეკემბერი 10th, 2018

გრემი-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირველი, 24-საათიანი უფასო ცენტრი

გრემი-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირველი, 24-საათიანი უფასო ცენტრი

დღევანდელ რეალობაში, ბევრი ფიქრობს, რომ დასჯა გამოსავალია. დასჯა გამოსავალია ნებისმიერ შემთხვევაში. არც თუ ისე ბევრი, თავს იმ ადამიანის ადგილზე წარმოიდგენს, რომელიც დამოკიდებულია სიცოცხლისთვის სახიფათო სხვადასხვა ნივთიერებაზე. ეს მცირე რიცხვი ცდილობს ამ ადამიანების რეაბილიტაციას ნაცვლად იმისა, რომ, „დამნაშავის სტატუსმა“, მათ ყოველდღიურობაში ხელი შეუშალოს. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს ირმა კახურაშვილი – სოციალურ[სრულად…]

პური  10-15 თეთრით გაძვირდა

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

პური გაძვირდა. მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.​ მომხმარებელს დღეიდან 10-15 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს. „ფქვილი გაძვირებულია დიდი ხანია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს,“-აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ იწყებს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ იწყებს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“  წარადგენს. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, იმ ძირითად მიგნებებსა და დასკვნებზეც იმსჯელებენ, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში CRRC-საქართველოს მიერ ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა. პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს[სრულად…]

სურსათის ფასების ინდექსი ნოემბერშიც ინარჩუნებს კლების ტენდენციას  

სურსათის ფასების ინდექსი ნოემბერშიც ინარჩუნებს კლების ტენდენციას  

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – ნომებრის თვეშიც შემცირდა. ფასების შემცირება, ერთი მხრივ, გამოწვეულია სასურსათო პროდუქციის მდიდარი მარაგებით, მეორე მხრივ კი, პალმის და მცენარეული ზეთის ფასების მნიშვნელოვანი კლებით. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის[სრულად…]

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა. 2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის[სრულად…]

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის[სრულად…]

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახაბერ (კახა) კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში თავის პოსტს დატოვებს. სამეთვალყურეო საბჭო ამ პერიოდში გამოაცხადებს ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას. კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა, მანამდე კი მან კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების[სრულად…]

საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასაწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ

საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასაწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე  გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე  საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე პედაგოგებთან ერთად პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკისა და ბიოქიმიის ინტიტუტს ეწვივნენ, სადაც ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს[სრულად…]

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ოფისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართეს. კამპანიის სლოგანია „ხმა ავიმაღლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად“. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში  საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ,[სრულად…]

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მოითხოვს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღეს, 15:00 საათზე მიმართავენ. მისივე თქმით, მოთხოვნის მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომელსაც სესხების განულების პროგრამა შეეხო. “საარჩევნო კოდექსი” პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებას. ჩვენს სარჩელში უამრავი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამომრჩევლის მოსყიდვასთან[სრულად…]

2018/12/10 პოლიტიკა
რუმინეთში საქართველოს ელჩი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია

რუმინეთში საქართველოს ელჩი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან. შეხვედრების ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივებსა და ქალაქ ტირგოვიშტესა და ერთ-ერთი ქართული[სრულად…]

2018/12/10 პოლიტიკა
22 და 23 დეკემბერს “გარდენიაში” გაიმართება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

22 და 23 დეკემბერს “გარდენიაში” გაიმართება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

22 და 23 დეკემბერს “გარდენიაში” გაიმართება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა! წიწვოვანი მცენარეების გარდა, ჩვენს ახალ სივრცეში, შეძლებთ გარდენიაში დამზადებული ხელნაკეთი საახალწლო ნივთების შეძენას. აგრეთვე შეძლებთ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების დათვალიერებას და მისი ნახატების მიხედვით შექმნილ სხვადასხვა ნივთის შეძენას. გამოფენა წარმოდგენილი იქნება 09:00 – 18:00 საათამდე ასევე 22 და 23 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე,[სრულად…]

კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“ არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებუთ ჩატარდა

კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“ არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებუთ ჩატარდა

               არაფორმალური განათლების ცენტრი/non-formal education center-ის ორგანიზებითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 9 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“. შეხვედრა მისალმებით გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა კეჟინაძემ, მოხსენებები წარმოდგენილი იყო ისეთ თემებზე როგორებიცაა: განათლების ადგილი და როლი საზოგადოების განვითარებაში, ტექნოლოგიები უკეთესი განათლებისათვის, სექსუალური განათლების მიღების[სრულად…]

ინდოეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ინდოეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „შჰანგრი-Lა’ს Eროს Hოტელ“-ში (ჩაფé Lაწნ, Oპენ Gარდენ) საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ[სრულად…]

2018/12/10 პოლიტიკა
ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

შეჯიბრზე 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები – თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე. ქართველმა სპორტსმენებმა წყვილთა შორის 3 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში საუკეთესო შედეგი 338 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი აიღეს. ონიკაშვილმა პირველი ადგილი  ინდივიდუალურ შეჯიბრშიც დაიკავა. 18 წლის სპორტსმენმა  3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 354 ქულა მოიპოვა, რაც მისი[სრულად…]

2018/12/10 სპორტი
მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა

მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა

,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მედტრონიკის” ორგანიზებით,  მედიკოსთა მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებისთვის იმ ბოლო მიღწევების გაცნობა იყო, რაც წინაგულების ფიბრილაციის („მოციმციმე არითმიის“) სამკურნალოდ დაინერგა ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას 100-მდე წამყვანი ექიმი ესწრებოდა, მათ  შორის, ის კარდიოლოგები, რომლებმაც  წარმატებით დანერგეს კრიოაბლაციით მკურნალობა საკუთარ[სრულად…]

მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყეენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყეენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და  ჩოგან ბადით გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. შედეგად, 20კგ სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის[სრულად…]

აქციის მონაწილეები  იუსტიციის სახლთან ეროვნული აჯანყებით იმუქრებიან

აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლთან ეროვნული აჯანყებით იმუქრებიან

მოქალაქეები იუსტიციის სახლთან  უცხოელებზე მიწის გაყიდვას აპროტესტებენ. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, რომ არ დაუშვან სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება.   პოლიციამ იუსტიციის სახლში შესასვლელი გადაკეტა. „ლიბერალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით , იუსტიციის სახლში შევიდა ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე, რომლებიც, სავარაუდოდ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას ხვდებიან. „რა თქმა უნდა, სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე[სრულად…]

ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა

ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო. ფილმის ჩვენებაზე მოწვეული იყო 30-მდე პოლონელი ღვინის პროფესიონალი: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების დროს გაიმართა სხვადასხვა ქვევრის[სრულად…]

მოქალაქეების ნაწილი უცხოელებზე მიწის გაყიდვას იუსტიციის სახლთან აპროტესტებს

მოქალაქეების ნაწილი უცხოელებზე მიწის გაყიდვას იუსტიციის სახლთან აპროტესტებს

ამ წუთებში მოქალაქეების ნაწილი იუსტიციის სახლთან  უცხოელებზე მიწის გაყიდვას აპროტესტებს.შესაბამისად იუსტიციის სახლის შესასვლელი ნაწილი დაკეტილია. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, რომ არ დაუშვან სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. „ქართული მარშის“ გარდა, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის[სრულად…]