Archive for დეკემბერი 14th, 2018

„საქსტატი“ – მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე  ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა

„საქსტატი“ – მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.2 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 0.7%-ით აღემატება 2017 წლის მესამე კვარტლის შესაბამის მონაცემებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ[სრულად…]

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ძლიერდება და ის ხდება საკვანძო ორგანო ხელისუფლების დანაწილების სისტემაშ

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ძლიერდება და ის ხდება საკვანძო ორგანო ხელისუფლების დანაწილების სისტემაშ

„16 დეკემბერი არის ისტორიული დღე გამომდინარე იქიდან, რომ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამ დოკუმენტის მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ სრულად იქნება გამორიცხული ნებისმიერ პირობებში ავტოკრატიის განმეორება ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე[სრულად…]

2018/12/14 პოლიტიკა
საპატრულო პოლიციის რეფორმის  სისტემური განახლება გრძელდება

საპატრულო პოლიციის რეფორმის სისტემური განახლება გრძელდება

სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი  ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული  და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმე  თვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება. სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ -ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო[სრულად…]

რვა ქართული შენობა ევროპის არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

რვა ქართული შენობა ევროპის არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა 2019 წელს ევროკავშირის არქიტექტურულ პრემიაზე 383 პროექტს შორის რვა ქართული შენობაც შეარჩია.ამის შესახებ ინფორმაციას on.ge აქვეყნებს. ვროპის არქიტექტურული პრემიის მოსაგებად  სტილით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შენობები წარდგებიან.           ბლექ სი არენა         სასტუმრო მოქსი თბილისი  განახლებული შენობა დეზერტირების[სრულად…]

გრიპის შემთხვევები  დეკემბრის ბოლოდან  მოიმატებს

გრიპის შემთხვევები დეკემბრის ბოლოდან მოიმატებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს. როგორც მან განმარტა, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის[სრულად…]

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

იაპონიის ქალაქ კიოტოში 13-16 დეკემბერს ეტლით მოსარგებლეთა შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, სადაც ქართველმა ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უკრაინელი პოლენა ფედოტა ანგარიშით 15:4 დაამარცხა, მანამდე კი უნგრელი მეზო და ფრანგი სოფი შაბლონი დაამარცხა. ეს ქართველი მოფარიკავის კარიერაში მე-13 ოქროს მედალია. Please follow and like us:

2018/12/14 სპორტი
UWW-მ  2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე  დაასახელა

UWW-მ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე დაასახელა

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ ასაკობრივ ნომინაციებში წლის საუკეთესო მოჭიდავეები დაასახელა. 23-წლამდელთა შორის UWW-მ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე დაასახელა. ქუთაისელი მოჭიდავე ამ ასაკობრივ კატეგორიაში წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი მეექვსე ტიტულია: 2-ჯერ ჭაბუკებში გახდა პლანეტის უძლიერესი და 3-ჯერ 20-წლამდელებში. Please follow and[სრულად…]

2018/12/14 სპორტი
თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

14 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, გაიმართება „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი[სრულად…]

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სარეკლამო ბანერს დაეჯახა. დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. Please follow and like us:

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

დღეს სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა. მომჩივნები[სრულად…]

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში მცხოვრებ ბავშვებს ატიპიურ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში აგრძელებენ სწავლას. მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია[სრულად…]

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წლიური ეროვნული პროგრამის განხილვისას საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესზე ისაუბრა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წლიური ეროვნული პროგრამის განხილვისას საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესზე ისაუბრა

საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ყოვლისმომცველი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველო წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა. სტოლტენბერგის განცხადებით, 2018[სრულად…]

2018/12/14 პოლიტიკა