Archive for დეკემბერი 20th, 2018

სანიტარიული ჭრების ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა

სანიტარიული ჭრების ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა

დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა გრძელდება. დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხეები დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ფერდობზე მოიჭრა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელმაც ქალაქში მასშტაბურად მიმდინარე  ჭრების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. გიგა   გიგაშვილის განცხადებით,  სანიტარიული[სრულად…]

მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად ფულს სესხულობს – WEG-ის კვლევა

მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად ფულს სესხულობს – WEG-ის კვლევა

ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, ანალიტიკურმა ცენტრმა “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ჩაატარა კვლევა „ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში”. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22%-ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8%-ს 108 ლარზე ნაკლები. მოსახლეობის[სრულად…]

ჩინეთის ელჩი პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო

ჩინეთის ელჩი პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტის აპარატში მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ საუბარს დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ძი იანჩის სამუშაო შეხვედრა. აპარატის უფროსმა ჩინელ დიპლომატთან, პარლამენტის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ახალ ფუნქციებზე საუბრისას,[სრულად…]

2018/12/20 პოლიტიკა
ზემო მეტალურგიულის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ზემო მეტალურგიულის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ქვემო სამგორში, ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. 5 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, 500 კვ.მ-ზე კი, ტროტუარიმოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ბორდიურიც. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 260 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, რეაბილიტაცია საკომუნიკაციო ჭებს ჩაუტარდა. გასულ წელს კი, წყალმომარაგების სისტემასრულად გამოიცვალა. ზემო მეტალურგიულის[სრულად…]

დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს[სრულად…]

2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოვლინდა

2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს[სრულად…]

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის

20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 16,169 ტონა იყო. წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (12,508 ტ) და უკრაინა (4,200 ტ), ასევე სომხეთი (2,269 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (80 ტ.), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა

მამუკა ბახტაძე – ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა

ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მამულიშვილურ,[სრულად…]

პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2018 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ.-სთან რ.კ. მის თანამოაზრე – გ.ფ.-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა. რელიგიურ თემაზე საუბრისას,[სრულად…]

მარიამ ჯაში: რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო განათლება

მარიამ ჯაში: რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო განათლება

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6[სრულად…]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დამცველს და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დამცველს და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის – „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეები გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს და დელეგაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამოწვევების და საფრთხეების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.[სრულად…]

შსს-მ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-მ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის[სრულად…]

შსს-ს მიერ გაწეულ ღონისძიებებს უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს

შსს-ს მიერ გაწეულ ღონისძიებებს უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს

2018 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგინა მეორე ანგარიში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ არსებული მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში პოზიტიურად არის ასახული უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები კერძოდ, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ისევე როგორც საქართველოს მიერ ოპერატიული კუთხით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან[სრულად…]

ქართველმა ბოდიბილდერებმა  საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებას მიაღწეს

ქართველმა ბოდიბილდერებმა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებას მიაღწეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ქართველ ბოდიბილდერებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე მაცაბერიძე, გენერალური მდივანი გიორგი ოქრიაშვილი და საქართველოს ნაკრების წევრები. შეხვედრაზე ისაუბრეს 2018 წელს ბოდიბილდერების მიერ მიღწეულ წარმატებებსა და მომავალ გეგმებზე. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ქართული ბოდიბილდინგისთვის. რომში გამართულ საერთაშორისო[სრულად…]

2018/12/20 სპორტი
გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პოლიციელ ქალებს ყვავილები მიუტანეს

გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პოლიციელ ქალებს ყვავილები მიუტანეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციელები არიან მობილიზებული.ამის შესახებ ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მათი განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და წევრებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა. გურჯაანის სასამართლომ რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.