Archive for იანვარი 6th, 2019

ალეკო ელისაშვილი – საპენსიო რეფორმა თაღლითური და მძარცველური სქემაა

ალეკო ელისაშვილი – საპენსიო რეფორმა თაღლითური და მძარცველური სქემაა

„გვსურს გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოში უკვე მეხუთე დღეა, და რატომღაც ხელისუფლებამ ამას საპენსიო რეფორმა დაარქვა. არანაირი კავშირი ამას საპენსიო რეფორმასთან არა აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული. ჩვენ დეტალურად ვსწავლობდით ამ სქემას მის ამოქმედებამდე,[სრულად…]

2019/01/06 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

სალომე ზურაბიშვილი „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტს ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ტექნოპარკის მიზნები გააცნეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.[სრულად…]

პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი ,,სამოქალაქო თავდადებისათვის” გადასცა

პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი ,,სამოქალაქო თავდადებისათვის” გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის (სიკვდილის შემდეგ)დააჯილდოვა და ოთხოზორიას ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი ,,სამოქალაქო თავდადებისათვის”, პირადად გადასცა. ,,დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილმკვდარმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა. ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე[სრულად…]

2019/01/06 პოლიტიკა
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ[სრულად…]