Archive for თებერვალი, 2019

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო[სრულად…]

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ტაქსების რეფორმის ფარგლებში,პირველი მარტიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი დაიწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელები, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გავლილი[სრულად…]

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

სახ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ სტა­ტი­ა­ში უნ­და გი­ამ­ბოთ, ბევრ თბი­ლი­სელს ნა­ნა­ხიც არ აქვს… ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს სიღ­რ­მე­ში დგას და კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი. თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სა­გან­ძუ­რი, უნი­კა­ლუ­რი ცის­ფერ­მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლი, ერთ დროს გე­ნე­რალ ვა­სილ გა­ბაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და. სახ­ლი 1897 წელს, ცნო­ბი­ლი რუ­სი არ­ქი­ტექ­ტო­რის, კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვის პრო­ექ­ტით აშენ­და (რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის[სრულად…]

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა   

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა  

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები დედაქალაქში არსებული[სრულად…]

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდა მოსწავლის ცოდნას შეაფასებს და მის კლასში ჩატოვებაზე ორიენტირებული არ იქნება. „გამოცდები რომ გავაუქმეთ და თვალი დავხუჭეთ, ამას დააკომპენსირებს ის, რომ შეფასებებს ჩვენ სკოლის დონეზე ჩამოვიტანთ ანუ გავაკეთებთ შეფასებას მე-6 და მე-10 კლასის[სრულად…]

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით20 ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. „თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა[სრულად…]

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება. „თებერვალის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. მეტროსორი[სრულად…]

თბილისის მერიამ გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

თბილისის მერიამ გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტში მთლიანად იქნა გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რაც საკრებულოს ჰქონდა და ხარვეზები გამოსწორებულია. „დასრულდა დედაქალაქის მერიის და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ამ[სრულად…]

10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში

10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში

მსჯელობა იმის შესახებ თუ რამდენად ჭკვიანია ადამიანი ძალიან სუბიექტური საკითხია. ეს განისაზღვრება “ინტელექტის კოეფიციენტით” თუ მიღწევებით? ადამიანების დაახლოებით 50 პროცენტს აქვს IQ 90-დან 110-მდე, 2, 5 პროცენტი ითვლება ნონებრივად ჩამორჩენილი – IQ 70-ზე დაბალი ოდენობით, ასევე 2, 5 პროცენტი აღემატებიან უმეტესობას IQ–ს 130-ზე მეტი ოდენობით, ხოლო 0, 5 პროცენტი ითვლებიან[სრულად…]

იტალიაში ქართული ღვინის საღამო  გაიმართა

იტალიაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

იტალიაში საქართველოს საელჩოს, რომის სომელიეთა ასოციაციის “დივინამენტე რომა”-ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია – “ყველაფრის დასაწყისი” გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების[სრულად…]

სამინისტროს მიერ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა

სამინისტროს მიერ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა. სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს  მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რესურსი მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს მოიცავს და როგორც მშობლებს, ასევე სფეროს სპეციალისტებს დახმარებას გაუწევს[სრულად…]

შეკვეთილში გამორიყულ დელფინს, დაზიანებები ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული

შეკვეთილში გამორიყულ დელფინს, დაზიანებები ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული

სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება. 25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა[სრულად…]

სოფიო გორგოძე- თბილისსა და რეგიონებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა უცხო ენაში მოსწრებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ სწავლების დონე

სოფიო გორგოძე- თბილისსა და რეგიონებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა უცხო ენაში მოსწრებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ სწავლების დონე

თბილისსა და რეგიონებს შორის გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავება უცხო ენაში მოსწრებაში, ამიტომ ერთ-ერთი საკითხი ისიც იქნება, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად იმისთვის, რომ გავზარდოთ სწავლების დონე უცხო ენებში, – ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “დღევანდელი შეხვედრის მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც ეხება[სრულად…]

პოლიციამ რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

პოლიციამ რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1997 წელს დაბადებული მ.ა. და 1994 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს. მათ ბრალი ქურდობის მცდელობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც[სრულად…]

ლადო გუდიაშვილის ისტორიული მოედანი

ლადო გუდიაშვილის ისტორიული მოედანი

არქიტექტურული მემკვიდრეობა ერის ისტორიას, მის ტემპერამენტს ასახავს. ცხოვრების წესსა და რიტმთან ერთად იცვლება ქალაქების იერსახეც. დღეს, როდესაც საქართველოში მრავალსართულიანი კომერციული ნაგებობების ბუმია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კოლორიტის შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი ისტორიული მოედანი  თბილისში ლადდო გუდიასვილის მოედანია.  მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე.[სრულად…]

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – ერთადერთი შენობა თბილისში, რომელსაც ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს. მე-19 საუკუნის ულამაზესი შენობა თბილისის სტუმარი უცხოელი ტურისტებისთვსვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა. უძველესი შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს – დაზიანებულია შესასვლელი კარი, სიძველისგან დეფორმირებულია ხის კიბეები და ულამაზესი ჩუქურთმიანი აივნები. სახლის მობინადრეებს, შენობის რეაბილიტაციის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისტორიული შენობის გადარჩენას შესაბამის[სრულად…]

სათხეს სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება

სათხეს სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება

სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერთა ჯგუფის[სრულად…]

ამირან გამყრელიძე – საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება

ამირან გამყრელიძე – საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, 90-იან წლებში, როცა საქართველოში ტუბერკულოზმა იფეთქა, დაახლოებით, 160-170 შემთხვევა გვქონდა 100 000 მოსახლეზე. დღეს კი დაახლოებით, 100 000 მოსახლეზე,[სრულად…]

კლოდ მონეს ნახატი აუქციონზე £27.5 მილიონად გაიყიდა

კლოდ მონეს ნახატი აუქციონზე £27.5 მილიონად გაიყიდა

ფრანგი მხატვრის კლოდ მონეს ნახატი ლონდონში Sotheby’s-ის აუქციონზე 27.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. ნახატის სახელწოდება „დოჯის სასახლეა” და მასში ვენეციის პეიზაჟია ასახული. ტილო აქუციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გახდა. Please follow and like us:

2019/02/27 მსოფლიო
“ბადაგონმა” 3 ოქროს მედალი ერთდროულად მოიპოვა

“ბადაგონმა” 3 ოქროს მედალი ერთდროულად მოიპოვა

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI, რომელიც გერმანიაში იმართება, “ბადაგონის” წითელმა ღვინოებმა „საფერავი რეზერვი 2010“, „ალავერდის ტრადიციები“ და „კახური წარჩინებული“ ოქროს მედლები მოიპოვა! კუნკურსში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ღვინომ მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კონკურსის მონაწილეებს სახელგანთქმული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებს, რომელიც ენოლოგების სომელიეებისა და ღვინის[სრულად…]

შსს-მ ქუთაისში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-მ ქუთაისში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში[სრულად…]

„თბილავიამშენის“ 120 თანამშრომელი გაიფიცა

„თბილავიამშენის“ 120 თანამშრომელი გაიფიცა

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. საწარმოში დასაქმებულმა 120 ადამიანმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადა. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვენ. „აქ შეკრებილია სს „თბილავიამშენის“ კოლექტივი, რომელიც გაიფიცა რამდენიმე მოთხოვნის გამო. ეს არის ხელფასების ადეკვატური მატება, რაც შესაბამისი[სრულად…]

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს. ნახევარფაბრიკატების[სრულად…]

????????????????????????????????????

სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“

2019 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა და სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. დოკუმენტის მომზადების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა, მისი ეფექტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან,[სრულად…]

ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა, მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები და თემატური პრიზები გადასცა. მინისტრმა ქვეყნაში ნარჩენების მდგარდი მართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსსა და სამინისტროს გრძელვადიანი ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაში[სრულად…]

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

საქართველოს სრულქმნილი ბუნება ოდითგანვე აღფრთოვანებას იწვევდა დამთვალიერებელში, თითოეული კუთხე გამორჩეულია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ეროვნული მნიშვნელობის მქონე უნიკალური, მომნუსხველი, ბუნების დიდებული და სრულყოფილი ქმნილებები შესულია წიგნში ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი,[სრულად…]

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს. საქართველოს მასშტაბით[სრულად…]

სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდება

სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდება

წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ბინას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ, ბინების მშენებლობა როგორც გორში, ისე თბილისში მიმდინარეობს. „2019 წლის ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და[სრულად…]

წიგნის მთავარი გმირი შენი შვილია

წიგნის მთავარი გმირი შენი შვილია

ბავშვობა არის ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული და სწორი მიდგომებია საჭირო. დღესდღეობით, სულ ცოტა ხანია, არსებობს წიგნები, რომელთა მთავარი გმირიც ბავშვი თავადაა – ის იქმნება მისთვის და მის შესახებ. „შენია“  2019 წლის 7 დეკემბერს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.  „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მისი მფლობელი და მმართველი მენეჯერი, მარიკა წულუკიძე პასუხობს: რას აწარმოებთ? „შენია“[სრულად…]

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება

საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა. გერმანიის ფედერაციული[სრულად…]