Archive for თებერვალი 1st, 2019

ნატა ძველიშვილი – პრეზიდენტისა და არასამთავრობოების შეხვედრიდან კონკრეტული არაფერი გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ცილისწამების გამო ვინმე ციხეში არ წავა,

ნატა ძველიშვილი – პრეზიდენტისა და არასამთავრობოების შეხვედრიდან კონკრეტული არაფერი გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ცილისწამების გამო ვინმე ციხეში არ წავა,

პრეზიდენტისა და არასამთავრობოების შეხვედრიდან კონკრეტული არაფერი გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ცილისწამების გამო ვინმე ციხეში არ წავა, – ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი თანხმდება, რომ ცილისწამებასთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით რეგულირება საჭირო არ არის. “ძალიან სამწუხაროა,[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
თბილისში ბედნიერების ძეგლი გაიხსნა

თბილისში ბედნიერების ძეგლი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ ბედნიერების ძეგლი დაიდგა. ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ წერს. ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა – მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ, სკულპტურას თავზე კი[სრულად…]

ჩინეთის მთავრობამ პარაოლიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

ჩინეთის მთავრობამ პარაოლიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები. ჩინური კომპანია ‘JAC Motors’ – ის მიერ წარმოებული ადაპტირებული მიკროავტობუსი პარასპორტსმენებს დღეიდან მოემსახურება[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი. „კატეგორიულად ვგმობ[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა  მიმდინარეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. „არსებული საფრთხეებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, გამართული, მოქნილი და ეფექტური უსაფრთხოების საბჭო, რომელიც სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა არსებულ საფრთხესთან გასამკლავებლად“, – განაცხადა[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
ისრაელში დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

ისრაელში დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა, ქართული დიასპორული ორგანიზაციის საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა. ღონისძიებაზე საქართველოს კოსნულმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა საქართველოს საგარეო საქმეთა[სრულად…]

საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

2019 წლის 1 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის შეჯერება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
ფესტივალ “ივერია _ ბრილიანტში” გამარჯვებულები უკრაინის ფესტივალებზე გაემგზავრებიან

ფესტივალ “ივერია _ ბრილიანტში” გამარჯვებულები უკრაინის ფესტივალებზე გაემგზავრებიან

ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია _ ბრილიანტის” შვიდი გამარჯვებული (შესაძლოა მეტი) უკრაინაში გაემგზავრება მსგავს სხვადასხვა შინაარსის ფესტივალებზე, რა თქმა უნდა, 2019 წლის განმავლობაში. ყოველივე ამის ფინანსურ და საორგანიზაციო მხარეს უზრუნველჰყოფს “საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა” და “სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი”, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი და უმთავრესი ამოცანაც ეს იყო, რომ[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება

მამუკა ბახტაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დეპორტირებულების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
კახეთში  საფლავები გაძარცვეს

კახეთში საფლავები გაძარცვეს

თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რუისპირსა და იყალთოში 10-მდე საფლავი გაძარცვეს. ადგილობრივების განმარტებით, წაღებულია ალუმინის მესერი და ბრინჯაოს ნაკეთობები. ქურდობის შესახებ პოლიციას ადგილობრივებმა აცნობეს. მალევე პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, თუმცა ქალი მოგვიანებით გაათავისუფლა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ბახტაძე – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

მამუკა ბახტაძე – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულია პროექტების შერჩევაში სოფლის მოსახლეობის აქტიურიჩართულობის და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და[სრულად…]

კახა ბექაური: „ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება აუცილებელია“

კახა ბექაური: „ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება აუცილებელია“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის. ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან[სრულად…]

სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება

სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. საგანგაშო და შემაშფოთებელია საქართველოში ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა. მიმდინარე წლის იანვარში, მხოლოდ თბილისში, ბუნებრივი აირის აფეთქებისა და ნამწვის დაგროვების შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი აირის ექსპლუატაციის სფეროში ეფექტიანი რეგულაციების, ასევე მოქმედი[სრულად…]

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე მოიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება. სწორედ ეს გახლავთ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება არ[სრულად…]

ქუთაისის აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა

ქუთაისის აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა

საქართველო შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. გარდა ამისა, ფრენის განრიგს დაემატა ახალი ქალაქები: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი. პირველი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

მამუკა ბახტაძე – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. „უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე[სრულად…]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რეგიონების შემდეგ თბილისის მოსახლეობას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რეგიონების შემდეგ თბილისის მოსახლეობას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რეგიონების შემდეგ, თბილისში, ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა და კომიტეტის მიერ, გასულ წელს განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მათ საპასუხო საკანონმდებლო ცვლილებებზე. განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური მუშაობის შესახებ კანონის როლი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად. „ყოველ დღე[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე – პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს

მამუკა ბახტაძე – პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს

წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც[სრულად…]

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო. აქედან სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო  ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია. ბაგა-ბაღების ეზოებში მოეწყო დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, საპარკო სკამები და ურნები. N71 ბაგა-ბაღში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად[სრულად…]

სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა

სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნებაც და გაძლიერებაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს 2019 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებზე. „მიმდინარე წელი განსაკუთრებით დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების მხრივ, რაც ქვეყნისთვის[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა მისაღები კონკურსის მორიგი ეტაპი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 600-ზე მეტმა იურისტმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა,[სრულად…]

თეა წულუკიანი: „არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი“

თეა წულუკიანი: „არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი“

„მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე, პირადად, ყველანაირი[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“  მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო.   წელს „საბას“  საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარს იქნება. ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას „საბას” საკონსულტაციო[სრულად…]

2019/02/01 კულტურა
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია”

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ  ბატიაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და  და საზოგადოებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა  წარუდგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც რეფორმის ფარგლებში თანმიმდევრულად განხორციელდება. „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით  დაკავებულია 16 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით[სრულად…]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

31 იანვარი, 2019 –საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge შეიქმნება. პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პირველი თანამედროვე პლატფორმა საქართველოში Area.ge, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.[სრულად…]

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული[სრულად…]

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს 6-13 აპრილს უმასპინძლებს

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს 6-13 აპრილს უმასპინძლებს

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 6-13 აპრილს ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ 2017 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროპის ფედერაციის კონგრესზე მოიპოვა. ბათუმის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ, 31 იანვარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე[სრულად…]

2019/02/01 სპორტი
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში სენატორ მაიკ ბრაუნს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში სენატორ მაიკ ბრაუნს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა სენატორ მაიკ ბრაუნთან (რესპუბლიკელი, ინდიანას შტატი). ქართულმა მხარემ სენატორს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების საქმეში, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს. ინსტიტუციური და დემოკრატიული[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: „საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს ჩვენი მოქალაქეების მიმართ აქვს ჩადენილი”

ნინო გოგუაძე: „საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს ჩვენი მოქალაქეების მიმართ აქვს ჩადენილი”

2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „2012 წლიდან იუსტიციის სამინიტრო სათითაოდ აგროვებდა და ამუშავებდა რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების მონაცემებს. ჩვენი ამოცანა იყო, არავინ დარჩენილიყო ამ სამართლებრივი[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა