Archive for თებერვალი 4th, 2019

„ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაშია აღნიშნული. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

2019/02/04 კულტურა
გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან კარვებიც გაშალეს. გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოდან არავინ გამოსულა მათთან შესახვედრად. „საპატრიარქოს არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა ჩვენთან, თითქოს აქ სულიერი ადამიანები არ იყვნენ, ისე მოგვექცნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაბიჯი გადავდგით ოჯახმა და ვაგრძელებთ საპროტესტო[სრულად…]

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული),[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარმასპონძლობის სასწავლებელი გაიხსნება“

მიხეილ ბატიაშვილი: „კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარმასპონძლობის სასწავლებელი გაიხსნება“

რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და  მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი  ხედვით,  მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული.[სრულად…]

ირაკლი კობახიძე: საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე ვიმუშავებთ

ირაკლი კობახიძე: საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე ვიმუშავებთ

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე – გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შესახებ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელსაც სესიის განმავლობაში განიხილავენ, მათ შორის, გრძელდება მუშაობა[სრულად…]

2019/02/04 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე

„გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც იქნება წარმოდგენილი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა. „ თუ იურიდიული კუთხით, ტექნიკურად დასაზუსტებელი იქნება ის, რომ ამ ათ კანდიდატურას ასეთი სახით არ ეყრება კენჭი, ამაზე[სრულად…]

2019/02/04 პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

მეღვინეობით სახელგანთქმული იაპონური ქალაქის კაცუნუმას და ქალაქ თელავის მეგობარი ქალაქების სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და  იაპონელი მეღვინეების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. დელეგაციას იამანაშის პრეფექტურაშე მდებარე კაცუნუმა ჯოზოს მეღვიონეობის პრეზიდენტი არუგა იუჯი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის[სრულად…]

პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით, ხვალ, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.[სრულად…]

2019/02/04 პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი: „რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ“

მიხეილ ბატიაშვილი: „რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ“

 პროფესიული განათლების მიმართულებით  პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერტი მთავარი აქცენტი გააკეთა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და  რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს. მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11[სრულად…]

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

თბილისის  მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება. „სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2018 წლის ბოლოსთვის  ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის [სრულად…]

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით, მსჯელობა უნდა დაიწყოს. „დაისვა ეს საკითხი სხდომაზე. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შედგება მსჯელობა და საბოლოოდ, მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უმრავლესობის ფორმატში”,-[სრულად…]

2019/02/04 პოლიტიკა
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრვ) მაცხოვრებლებს. ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა[სრულად…]

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი

მამუკა ბახტაძე – საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საპენსიო საპენსიო ფონდები, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის დონის შენარჩუნება საპენსიო ფონდების გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთადერთი წარმატებული და აპრობირებილი მეთოდი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,[სრულად…]

პოლიციამ ახალდაბასა და ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ახალდაბასა და ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჩ. ახალდაბასა და ბაკურიანში ჩადენილი ავტომობილის და აგარაკის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1994 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ ახალდაბაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი გაქურდა. პოლიციამ ბრალდებული[სრულად…]

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს. ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.[სრულად…]

პრემიერმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა

პრემიერმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ უნიკალური ექსპონატები, მათ შორის ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები და უძველესი ხელნაწერები დაათვალიერა, რითაც მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია, რომ მუზეუმი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და სტუმრებსა და ტურისტებს სრულფასოვან შთაბეჭდილებას უქმნის არა მარტო სვანეთზე,[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – სწორედ განათლების რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენ ჩავდგეთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში

მამუკა ბახტაძე – სწორედ განათლების რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენ ჩავდგეთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში

განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი ამ რეფოემამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში ჩართვისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან, რადგან მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას განათლების მინისტრთან ერთად[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება

მამუკა ბახტაძე – დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება

ის, რაც დღეს ვენესუელაში ხდება, არის კიდევ ერთი მაგაგლითი იმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა, ეს ძალიან მძიმმე შედეგებთ სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუკლაივში” განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც ვენესუელაში ე.წ არჩევნები ჩატარდა,[სრულად…]

2019/02/04 პოლიტიკა