Archive for თებერვალი 5th, 2019

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს,[სრულად…]

ალეკო ელისაშვილი – თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის სერიოზულ ნაბიჯებს მივმართავთ

ალეკო ელისაშვილი – თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის სერიოზულ ნაბიჯებს მივმართავთ

„თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, უნდა ვაიძულოთ მთავრობა, სულ მცირე, გამოისყიდონ ეს კომპანია და გამოაცხადონ საერთაშორისო ტენდერი, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია უსაფრთხოების გარანტირებას ვერ ახდენს და თუ ეს არ შეიცვლება, გაზისგან დაღუპულთა სტატისტიკა ისევ გაიზრდება. „ჩვენ[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
2018 წელს საქართველოს პარლამენტმა 705 კანონი მიიღო

2018 წელს საქართველოს პარლამენტმა 705 კანონი მიიღო

2018 წელს საქართველოს პარლამენტმა 705 კანონი მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების წინაშე მისი გამოსვლის ტრადიციით, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. „როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას კანონშემოქმედება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ.[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მედიაწიგნიერება

კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრეინინგი ჩაუტარა

უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ4 და 5 თებერვალს მოზარდებისთვის ტრენინგი „ჩვენი ინტერნეტი ჩვენი არჩევანია – ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში“ ჩაატარა. ერთდღიანი ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება 2 საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებს და ასევე, რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ. ტრენინგი, რომელიც პროცესში ბავშვების[სრულად…]

ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში:N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება   ( ქ.თბილისი, გრიგოლ ხანძთელის ქ.N3), N2 პენიტენციური დაწესებულება  (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქუჩა N85), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ.  თბილისი, გლდანის VII მ/რ, მე-2კმ) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას[სრულად…]

მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის[სრულად…]

აეროპორტების გაერთიანება – 2019 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% -ით გაიზარდა

აეროპორტების გაერთიანება – 2019 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% -ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 324 554 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 259 612 მგზავრი). „იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252 178 მგზავრს მოემსახურა, რაც[სრულად…]

პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა

პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სახელმწიფო ჰიმნი, რითაც სესია გაიხსნა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზში შესრულდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის დადგენილ დროს – 12.00 საათზე სესია ვერც დღეს გაიხსნა. დეპუტატებმა რეგისტრაციის პროცედურა 17 წუთის დაგვიანებით გაიარეს. პლენარულ სხდომას 121 დეპუტატი ესწრება. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. დღეს ირაკლი კობახიძე პარლამენტს ანგარიშს გააცნობს. ასევე[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
ირმა ინაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს

ირმა ინაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს

ვეკითხები “ქართულ ოცნებას“, რატომ არ დაუმტკიცეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უკანონო ფარულ ჩაწერებს სისტემური ხასიათი ჰქონდა და ეს სწორედ სისტემური დანაშაული იყო?!, – აღნიშნული კითხვით მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მიმართა. როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს და პასუხისმგებლობა მათზეა, რადგან ფარული ჩანაწერები[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის განთავსებას მხარს უჭერს

პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის განთავსებას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართული არ არის. “კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მასაც მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირს იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირს იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს 2019 წლის სეზონში თავის მესამე ტურნირში ჩაებმება – მსოფლიოს 22-ე ჩოგანი პირველი წრის შეხვედრას ჩაატარებს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ტურნირზე. ბასილაშვილის მეტოქე იქნება გერმანელი დანიელ ბრანდსი, რომელიც მსოფლიოს 174-ე ნომერია. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი და ბრანდსი ამ დრომდე ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2014 წელს იტალიაში, „ჩელენჯერის“[სრულად…]

2019/02/05 სპორტი
საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მისი[სრულად…]

იანვარში ქართული ღვინის ექსპორტის 22%-აინი ზრდა დაფიქსირდა

იანვარში ქართული ღვინის ექსპორტის 22%-აინი ზრდა დაფიქსირდა

2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია. „წლის დასაწყისში ექსპორტის ზრდის გასული წლების ტენდენცია შენარჩუნებულია. 2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით,[სრულად…]

პოლიციამ ხონში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ხონში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის[სრულად…]

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

საქართველოს ეროვნულმა  უნივერსიტეტმა 3 თებერვალს საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ცხვედიანმა, ხოლო საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა კონფერენციის საორგანიზაციო საბჭოს თავჯდომარემ ვალერი მოსიაშვილმა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები და[სრულად…]

პრეზიდენტი ,,პეის ტერმინალის” დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ,,პეის ტერმინალის” დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,პეის ტერმინალის” დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIჩ) და ,,პეის ჯგუფმა” გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIჩ-ი ფოთში ,,პეის ტერმინალის” მშენებლობის პროექტს 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გახდეს რეგიონული[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
ბორჯომმა სტუდენტთა ზამთრის სკოლას უმასპინძლა

ბორჯომმა სტუდენტთა ზამთრის სკოლას უმასპინძლა

ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად, სტუდენტებს ბორჯომში (Crowne Plaza Borjomi) ზამთრის სკოლაში მონაწილეობის საშუალება მისცა. ზამთრის სკოლა 28-31 იანვარს მიმდინარეობდა. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ მეტი ინფომრაცია საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტები ქალის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ამასთანავე, რეალურ შემთხვევებზე დაყრდნობით სტუდენტებმა მოაწყვეს[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”

„ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან არსებობს დიდ ინტერესი, ამოქმედდეს ისეთი პროფესიული პროგრამები, რომელიც გარკვეულ[სრულად…]

მესტიის სოფლებში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  შეკრებები აქტიურად  მიმდინარეობს

მესტიის სოფლებში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეკრებები აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის კრებები უკვე დასრულდა რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 139 სოფელსა და უბანში. სოფლის კრებები დღეს დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბეჩოს თემის მაზერის და უშხვანარის სოფლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის[სრულად…]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცვლილებებზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცვლილებებზე მუშაობს

ბუნებრივი აირის უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების შესამუშავებლად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, ეკონომიკის სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის, კომპანია „ყაზ ტრანს გაზის“ წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისა[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართეს

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართეს

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს რუმინეთის ელჩთან საქართველოში რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან. ტრადიციად იქცა კომიტეტების შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ელჩებთან, და შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიებაც ამ ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენდა, ვინაიდან სწორედ რუმინეთი გახდა ახლახან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. რუმინეთის ელჩთან შეხვედრის თემა იყო “რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე[სრულად…]

2019/02/05 პოლიტიკა
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თეატრისა და კინოს მსახიობის გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. მსახიობ გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, იყო კ.მარჯანიშვილის, მ.თუმანიშვილის და ვ.ანჯაფარიძის პრემიების ლაურეატი. ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმსა და არაერთ სპექტაკლში. გურანდა გაბუნია 1975[სრულად…]