Archive for თებერვალი 14th, 2019

რვა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

რვა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ განაწესა. უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა. კენჭი ეყარა მოსამართლეებს, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. უვადოდ განწესდნენ მოსამართლეები: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ, ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით, [სრულად…]

2019/02/14 პოლიტიკა
შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა[სრულად…]

ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება

ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა. სამუშაოების განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე. მისი თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი არ გამოიწვევს საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას. “ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს[სრულად…]

დუბლინში ტრინიტი კოლეჯში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

დუბლინში ტრინიტი კოლეჯში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

-საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტრინიტი კოლეჯის ლიტერატურულ კლუბში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შემოქმედებით საღამოზე ზურაბ ქარუმიძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის შესახებ, ისაუბრა ახლახან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის, მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამის წარმატებაზე. მწერალმა მიმოიხილა საკუთარი შემოქმედება და[სრულად…]

2019/02/14 კულტურა
FAO და ევროკავშირი საქართველოში ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ

FAO და ევროკავშირი საქართველოში ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს. მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის[სრულად…]

ილონ მასკი – მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება

ილონ მასკი – მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება

კომპანია „სფეის იქსის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი. როგორც ილონ მასკი ამბობს, წითელ პლანეტაზე გამგზავრების საშუალება მხოლოდ მილიარდერებს არ ექნებათ. „დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მარსზე გაფრენა 500 000 დოლარი ან 100 000 დოლარიც კი ეღირება. ბილეთი უნდა[სრულად…]

2019/02/14 მსოფლიო
სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დასაფარად 2019 წელს 2 200 000 ლარი გამოყო

სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დასაფარად 2019 წელს 2 200 000 ლარი გამოყო

სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დასაფარად 2019 წელს ჯამში 2 200 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაიხარჯება იმ 110 ოჯახზე, რომელსაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ან ბინა იპოთეკური სესხით 1-ელ იანვრამდე აქვს შეძენილი. იმ შემთხვევაში, თუ ერთად[სრულად…]

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.2 მილიონი შეადგინა, რაც[სრულად…]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მირქმას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მირქმას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მირქმას ულოცავს. „დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას – უფლის მიგებებას აღნიშნავს, დღეს, როცა იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს[სრულად…]

2019/02/14 რელიგია
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრე გუჯაიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. „ბაზრობის მე- 3 სართულზე, სასაწყობე ფართში, სადაც ინახებოდა მეორადი ტანსაცმელი, გაჩნდა ცეცხლი. მთლიანობაში ფართი არის 1800 კვ. მეხანძრე- მაშველების ოპერატიული და დროული რეაგირების შედეგად გადარჩა მთლიანი[სრულად…]

15 თებერვალს მაგნუმის გამოფენა და მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს მაგნუმის გამოფენა და მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფის – მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“  პრეზენტაცია შედგება და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის[სრულად…]

Lasha Talakhadze, of Georgia, competes in the men's +105 kg weightlifting event at the 2016 Summer Olympics in Rio de Janeiro, Brazil, Tuesday, Aug. 16, 2016. Talakhadze won the gold medal. (AP Photo/Mike Groll)

2018 წლის მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად ლაშა ტალახაძე დასახელდა

ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიოს პირველი ძალოსანია. 2018 წლის მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად ლაშა ტალახაძე დასახელდა. პლანეტის უძლიერეს ძალოსანს ხმა 17800 ადამიანმა მისცა. ხმის მიცემა www.iwf.net-ზე მიმდინარეობდა.ქალთა შორის კი საუკეთესოდ 13 000 ხმით კვლავ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა Please follow and like us:

2019/02/14 სპორტი
თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ

თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა. საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები. ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, “თბილსერვის ჯგუფის”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. დედაქალაქში უკვე სეპარაციის[სრულად…]

გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გზის რეაბილიტაცია პატარა ტბის დასახლებაში, ბარათაშვილის და სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩებზე დაიწყო. პარალელურად, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები გულისაშვილის, კულა გლდანელისა და ჯანჯღავას III შესახვევში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, გულისაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რომლის შემდეგაც, დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება; ასფალტის[სრულად…]

ინტერნეტით ნასწავლი შვიდი ენა – ქართველი პოლიგლოტი  დავით ჯიჯიეშვილი

ინტერნეტით ნასწავლი შვიდი ენა – ქართველი პოლიგლოტი დავით ჯიჯიეშვილი

არსებული  საჭიროებები დათანამედროვე ტენდენციები ხშირად გვარწმუნებს უცხო ენების შესწავლის აუცილებლობაში. გინდათ იმოგზაუროთ და ადვილად მოახერხოთ ურთიერთობა მასპინძელი ქვეყნის მაცხოვრებლებთან? გსურთ მსოფლიოს გარშემო მეგობრების შეძენა და საერთაშორისო სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა-ამისთვის თქვენ მინიმუმ რამდენიმე უცხოური ენის საფუძვლიანადცოდნა გჭირდებათ. ბავშვობაში ერთი გამონათქვამი ხშირად გამიგონია. რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარო. ეს გამონათქვამიც კარგად[სრულად…]

2019/02/14 პერსონა
პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის[სრულად…]

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს. ანგარიში, 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან და[სრულად…]

2019/02/14 კულტურა
იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური[სრულად…]

გილოცავ, მე შენ მიყვარხარ

გილოცავ, მე შენ მიყვარხარ

…”რა უცნაური ლაპარაკი იცი, გრიშა, — პატარაზე გაიბუტა ქალი. — მიყვარხარ და იმიტომ. — მართლა? — აბა, რა, განა ეს საკითხავია? — იო მოდო ლა კაზა. — რატომ გიყვარვარ? — გაცელქდა ქალი. — ლამაზი ხარ და იმიტომ. — და სხვა… სხვა არაფერი? ჰე, რა ძნელია ხანდახან პასუხის გაცემა… მაგრამ გრიშასათვის[სრულად…]

„კი არ მაგონდები, მელანდები“- რეზო თაბუკაშვილის სასიყვარულო წერილი მედეა ჯაფარიძეს

„კი არ მაგონდები, მელანდები“- რეზო თაბუკაშვილის სასიყვარულო წერილი მედეა ჯაფარიძეს

„ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც[სრულად…]

Unhappy Child Sitting On Floor In Corner At Home

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან?

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ძალადობა წარმოადგენს. ეს პრობლემა ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. რა იწვევს ბავშვთა მიმართ ძალადობას, ვინ არის მოძლადე და როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვი მისგან-ამ კითხვებს წარმატების პერსონალურმა ქოუჩმა ნინო გვაზავამ უპასუხა. რა გარემოებები იწვევს ბავშვებზე ძალადობას?  მიმაჩნია, რომ ჩვენი შვილებისადმი  ჯანსაღი და  ჩვენი[სრულად…]

2019/02/14 რჩევები
საქართველო  მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველო მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი. „დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს  შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში[სრულად…]