Archive for თებერვალი, 2019

მამუკა ბახტაძე – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

მამუკა ბახტაძე – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. „უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე[სრულად…]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რეგიონების შემდეგ თბილისის მოსახლეობას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რეგიონების შემდეგ თბილისის მოსახლეობას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რეგიონების შემდეგ, თბილისში, ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა და კომიტეტის მიერ, გასულ წელს განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მათ საპასუხო საკანონმდებლო ცვლილებებზე. განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური მუშაობის შესახებ კანონის როლი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად. „ყოველ დღე[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე – პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს

მამუკა ბახტაძე – პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს

წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც[სრულად…]

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო. აქედან სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო  ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია. ბაგა-ბაღების ეზოებში მოეწყო დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, საპარკო სკამები და ურნები. N71 ბაგა-ბაღში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად[სრულად…]

სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა

სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნებაც და გაძლიერებაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს 2019 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებზე. „მიმდინარე წელი განსაკუთრებით დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების მხრივ, რაც ქვეყნისთვის[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა მისაღები კონკურსის მორიგი ეტაპი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 600-ზე მეტმა იურისტმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა,[სრულად…]

თეა წულუკიანი: „არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი“

თეა წულუკიანი: „არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი“

„მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე, პირადად, ყველანაირი[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“  მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო.   წელს „საბას“  საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარს იქნება. ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას „საბას” საკონსულტაციო[სრულად…]

2019/02/01 კულტურა
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია”

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ  ბატიაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და  და საზოგადოებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა  წარუდგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც რეფორმის ფარგლებში თანმიმდევრულად განხორციელდება. „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით  დაკავებულია 16 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით[სრულად…]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

31 იანვარი, 2019 –საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge შეიქმნება. პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პირველი თანამედროვე პლატფორმა საქართველოში Area.ge, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.[სრულად…]

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული[სრულად…]

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს 6-13 აპრილს უმასპინძლებს

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს 6-13 აპრილს უმასპინძლებს

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 6-13 აპრილს ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ 2017 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროპის ფედერაციის კონგრესზე მოიპოვა. ბათუმის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ, 31 იანვარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე[სრულად…]

2019/02/01 სპორტი
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში სენატორ მაიკ ბრაუნს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში სენატორ მაიკ ბრაუნს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა სენატორ მაიკ ბრაუნთან (რესპუბლიკელი, ინდიანას შტატი). ქართულმა მხარემ სენატორს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების საქმეში, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს. ინსტიტუციური და დემოკრატიული[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: „საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს ჩვენი მოქალაქეების მიმართ აქვს ჩადენილი”

ნინო გოგუაძე: „საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს ჩვენი მოქალაქეების მიმართ აქვს ჩადენილი”

2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „2012 წლიდან იუსტიციის სამინიტრო სათითაოდ აგროვებდა და ამუშავებდა რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების მონაცემებს. ჩვენი ამოცანა იყო, არავინ დარჩენილიყო ამ სამართლებრივი[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
ჩვენ ვართ ის, რასაც ვქმნით! – ემოციური ვიდეორგოლი მალაიზიაზე

ჩვენ ვართ ის, რასაც ვქმნით! – ემოციური ვიდეორგოლი მალაიზიაზე

ჩვენ ვართ ის, რასაც ვქმნით და ვტოვებთ ჩვენ შემდეგ. მალაიზიის დამოუკიდებლობის დღესთან (მერდეკა) დაკავშირებით, ვიდეორგოლი შეიქმნა, რომელიც მალაიზიელების ღირებულებებსა და ქვეყნის განსაკუთრებულობაზე გვიყვება. მინიატურული ფიგურებითა და ლამაზი მაკეტის დახმარებით შექმნილი რეკლამა ემოციურად გვიამბობს ისტორიას ამ ქვეყნის ამაყ და მშრომელ მოსახლეობაზე, რომლებიც წლიდან წლამდე ვითარდებიან. კამპანიაზე სააგენტო DDB-მ იმუშავა. Please follow[სრულად…]

2019/02/01 მსოფლიო
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები

2019 წლის 31 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
იტალიის მთებში მცხოვრებ ბავშვებს წიგნებით მოსიარულე ბიბლიოთეკა ამარაგებს

იტალიის მთებში მცხოვრებ ბავშვებს წიგნებით მოსიარულე ბიბლიოთეკა ამარაგებს

იტალიის სამხრეთით მდებარე მთებში მცხოვრებ ბავშვებთან, წიგნები ყოველკვირეულად, სამბორბლიანი ბიბლიოთეკით მიდის. ანტონიო ლა კავა პენსიაზე გასული იტალიელი მასწავლებელია, რომელმაც სკოლაში გატარებული 42 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის მეტის გაკეთება სურდა. 2003 წელს, მან მოტოციკლი იყიდა, რომელიც მოძრავ ბიბლიოთეკად გადააკეთა და მას სახელად Bibliomotocarro დაარქვა. მას შემდეგ, ის იტალიის რეგიონის, ბაზილიკატას[სრულად…]

2019/02/01 მსოფლიო
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო კურსს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა და პროექტის ლიდერმა ტომას კარტერმა გახსნეს. სწავლებაში პროკურორებთან და პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად, თბილისის[სრულად…]

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ხარკოვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია – 11 მედალი და გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ხარკოვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია – 11 მედალი და გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა

24 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლეონიდ დუნაის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების სრული ტრიუმფით დასრულდა.გია კვინიკაძის, ლაშა ქეთიშვილისა და შალვა მუზიაშვილის ხელმძღვანელობით ჭაბუკთა ნაკრებმა ბოლო დღეს გამართულ გუნდურ შეჯიბრებაში სადაც მონაწილეობას 18 გუნდი იღებდა, ფინალში მასპინძელი უკრაინის ნაკრები 6-4 დაამარცხა და როგორც გუნდურ ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში აბსოლუტური შედეგით[სრულად…]

2019/02/01 სპორტი
საქართველო აგრძელებს რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციის გამყარებას

საქართველო აგრძელებს რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციის გამყარებას

2019 წლის 31 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა
ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს

ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესზე ისაუბრა. აღნიშნულ სესიას 60-მდე ქვეყნის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც ნინო თანდილაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, [სრულად…]

სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. „დღეს დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში რამდენიმე ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე  2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში რამდენიმე ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის[სრულად…]

დავით  მარსაგიშვილმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო

დავით მარსაგიშვილმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატის Pro Wrestling League-ის მეოთხე სეზონი ყველაზე წარმატებული დავით მარსაგიშვილისთვის გამოდგა. მარსაგიშვილმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო, აქედან ორჯერ კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის რევანშის აღებაც მოახერხა და ირაკლი მწითური ჯგუფურ ეტაპზე 5:0 ნახევარფინალში კი 4:2 დაამარცხა. ტურნირი რომელიც მეოთხე წელია ტარდება, თავისი შემადგენლობით, საკლუბო ჩემპიონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე[სრულად…]

2019/02/01 სპორტი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა – დავით ზალკალიანი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა – დავით ზალკალიანი

„ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყების მისია სტრასბურგში ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც ასე გაგრძელდება. „ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც[სრულად…]

2019/02/01 პოლიტიკა