Archive for მარტი 6th, 2019

ტრაგედია “უგმიროდ”, ანუ ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

ტრაგედია “უგმიროდ”, ანუ ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

ტრაგედიები გმირების გარეშე, დანაშაულები დამნაშავეების გარეშე, კითხვები უპასუხოდ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო უამრავი პრობლემითა თუ ხარვეზით – ეს დღევანდელი სოციალური სურათის მცირე ფრაგმენტია, რომელიც მეტნაკლები სიცხადით წარმოადგენს არსებულ რეალობას . არის დილემები და არის კლასიკური დილემები, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალობას. მათ შორისაა ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში არსებული კითხვები და პასუხები, რომელიც[სრულად…]

რამდენად უსაფრთხოა საბავშვო სათამაშოები?!

რამდენად უსაფრთხოა საბავშვო სათამაშოები?!

ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ ნივთებსაც შეუძლიათ დიდი და მავნებელი ზეგაველის მოხდენა. მით უფრო, თუ საქმე ბავშვებს ეხება, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მიმდინარე მოვლენებისა თუ საგნების მიმართაც, რომელსაც ხშირად იყენებენ ყოველდღიურად. მათ შორისაა საბავშვო სათამაშოები, რომელსაც მეცნიერული დასკვნების მიხედვით, დიდი როლი აკისრია ბავშვების გონებრივი განვითარებისა და გაძლიერების საქმეში. თუმცა გარდა ფსიქოლოგიური[სრულად…]

გუნდის მიზანი საქართველოში მეწაღეობის გავითარებაა

გუნდის მიზანი საქართველოში მეწაღეობის გავითარებაა

ბრენდი „ნინიმო“ უკვე მეორე წელია, ქართულ ბაზარზეა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საქმიანობის, მეწაღეობის განვითარებაა. მისი ინფორმაციით, გუნდს აქვს მიზანი, თითოეული პროდუქტი ბრენდის ისტორიას ჰყვებოდეს. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “ნინიმოს” დიზაინერი, ნინი მოსულიშვილი პასუხობს: “ეს ბიზნესი ჩემთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ შემოქმედებითი თავისუფლების ბერკეტია და საზოგადოებაში[სრულად…]

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას საქარე მინაზე ხუთ მილიმეტრამდე დიამეტრის სამი წერტილოვანი დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება. როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა პირველ არხს განუცხადა, ცვლილებები შეეხება ინსპექტირების ღირებულებასაც, თუმცა მხოლოდ ელექტრომობილების შემთხვევაში, მათი მფლობელებისთვის სტანდარტული გადასახადი 20%-ით, 60 ლარიდან 48 ლარამდე შემცირდება. „ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადგენილებაში.[სრულად…]

როგორ ვისწავლოთ ჟესტური ენა?

როგორ ვისწავლოთ ჟესტური ენა?

დღეს არის ის საუკუნე, რომელშიც კომუნიკაციისა და ურთიერთობების ბარიერები ბოლომდე გამქრალი თუ არა, მაქსიმალურად შემცირებული მაინც უნდა იყოს. არსებულ რეალობაში, ზოგ ადამიანს შეზღუდული აქვს სმენის, მხედველობის, საუბრის, ან – სხვა უნარები. რაც უფრო მეტად გაიაზრებენ სხვა ადამიანები მათთვის გარკვეული ხელშეწყობის საჭიროებას, ყველას გაგვიმარტივდება, ერთმანეთს ჩვენი აზრები და სურვილები გავაგებინოთ. არც[სრულად…]

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი. კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ორ მოქალაქეს მობილური ტელეფონები მოტყუებით გამოართვა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,[სრულად…]

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მმდინარეობს

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მმდინარეობს

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ხელისუფლების და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებენ. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოსა და ონოღიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. მან ადგილობრივებს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სახელმწიფო პროგრამა გააცნო და მეთხილე ფერმერებს მასში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა. კამპანია მიზნად თხილის მოსავლის[სრულად…]