Archive for მარტი 23rd, 2019

ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება. „ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“, – ნათქვამია განკარგულებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას.[სრულად…]

2019/03/23 მსოფლიო
შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ქართველი პოეტები ლია სტურუა, ეკა ქევანიშვილი და შვედური გამომცემლობის „Smockadoll” ხელმძღვანელი, კრისტიან კარლსონი მონაწილეობდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამომცემელმა კრისტიან კარლსონმა და პოეტებმა ლექსები შვედურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს. კრისტიან კარლსონმა ქართულ თანამედროვე პოეზიაზე ისაუბრა. ქართველი პოეტები მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა, ანეტ როსენგრენმა წარადგინა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით[სრულად…]

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე, – წერს 1tv.ge დღესვე ნინა თიბილაშვილს საპრიზო ადგილამდე[სრულად…]

2019/03/23 სპორტი
23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა. სააგენტოს უფროსმა ღონისძიებაზე სფეროს სპეციალისტებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 86 მეტეოროლოგიურ და 52 ჰიდროლოგიურ დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს მონიტორინგი. მეტეოროლოგიის დღე საქართველოში 1992 წლიდან მას შემდეგ აღინიშნება, რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. 1950[სრულად…]

2019/03/23 მსოფლიო
მე შენ მიყვარხარ- გოდერძი ჩოხელის უმისამართო წერილი

მე შენ მიყვარხარ- გოდერძი ჩოხელის უმისამართო წერილი

„ — მე შენ მიყვარხარ! — არა გჯერა? — ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ… მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა[სრულად…]