Archive for მარტი 25th, 2019

ღმერთის არსებობის 16 მეცნიერული მტკიცებულება

ღმერთის არსებობის 16 მეცნიერული მტკიცებულება

1.პირველი მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება “ეგზისტენციალური” დავარქვათ (ანუ “მტკიცებულება არსებობიდან”), ასე ფორმულირდება: რატომაა, რომ ყველაფერი, რაც არის, უმეტეს შემთხვევაში არსებობს, ვიდრე არ არსებობს? რადგან რაიმეს შექმნა, ასევე ამ შექმნილის არსებობის მხარდაჭერა გაცილებით ძნელია, ვიდრე არაფრის ქონა. სცადეთ, მაგალითად, დამოუკიდებლად დააპროექტოთ კოტეჯი, ამოარჩიოთ მისთვის შესაფერისი ადგილი, ააშენოთ და მუდმივად წესრიგში გქონდეთ…ან, მაგალითისათვის,[სრულად…]

2019/03/25 რელიგია
ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს. Please follow and like us:

2019/03/25 კულტურა
ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი გოგო ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა ავრცელებს. “ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის, ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში[სრულად…]

ოჯახი საუკეთესო რამ არის, რაც გაგვაჩნია-ფოტორეპორტაჟი

ოჯახი საუკეთესო რამ არის, რაც გაგვაჩნია-ფოტორეპორტაჟი

სხვადასხვა სახით ფოტოებს შორის ოჯახური სურათი იკავებს განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს. ეს თითქოს ისტორიაა, მაგრამ არ გადმოსცემს ქრონოლოგიას, არამედ იმ სითბოს, რომელსაც ადამიანი უზიარებს ყველაზე ახლობელ ხალხს –  ოჯახს. დაბადების დღეები, პირველი ნაბიჯები, გასეირნება, სადილი და ზეიმი – ფოტოების საშუალებით ეს კარგი მოგონებები კიდევ ხშირად გაგვახსენებს თავს და გაგვათბობს მძიმე წუთებში.[სრულად…]

“არა ინტელექტის ოკუპაციას!” – კამპანია რუსეთის ახალი გეგმის წინააღმდეგ

“არა ინტელექტის ოკუპაციას!” – კამპანია რუსეთის ახალი გეგმის წინააღმდეგ

სულ რამდენიმე დღის წინ, “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ” გააკეთა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას ცდილობს. ამ პროცესების კვალდაკვალ, ასოციაციამ წამოიწყო კამპანია “არა ინტელექტის ოკუპაციას!” “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის” თავმჯდომარე, გიგა კობალაძე პასუხობს.   რომელ საორგანიზაციო ჯგუფზე[სრულად…]

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 ათას ლარამდე) ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ყოფილი[სრულად…]

საქართველოს ქალაქებში სოციალური მუშაკების გაფიცვა მიმდინარეობს

საქართველოს ქალაქებში სოციალური მუშაკების გაფიცვა მიმდინარეობს

სოციალურ მუშაკთა გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალური სამუშაო ამით არ შეფერხდება, რადგან უწყება წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე გადაერთო და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან. რაც შეეხება პროტესტის მიზეზს. გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან[სრულად…]

კომიტეტმა 500 ლარამდე ამანათების განბაჟების გარეშე შემოტანას მხარი დაუჭირა

კომიტეტმა 500 ლარამდე ამანათების განბაჟების გარეშე შემოტანას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპული საქართველოს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. არსებული კანონმდებლობით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანონპროექტის მიზანია არსებულის საგადასახადო შეღავათის 300[სრულად…]

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულია 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში გასულ წელს დაიწყო და თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული[სრულად…]

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერალთა რეიტინგში

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერალთა რეიტინგში

Ranker.com“-ეს არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სიაში, ყველა დროის საუკეთესო მწერალი, შოთა რუსთაველი 23-ე ადგილს იკავებს. Please follow and like us:

ილია II-ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის

ილია II-ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის

ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ[სრულად…]

2019/03/25 რელიგია
თბილისიდან ევროპულ მიმართულებებზე ფრენების სიხშირე იზრდება

თბილისიდან ევროპულ მიმართულებებზე ფრენების სიხშირე იზრდება

2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენის სიხშირის მომატება თბილისი – ამსტერდამი – თბილისის, თბილისი – ვენა – თბილისის, თბილისი – ბოლონია – თბილისის, თბილისი – ბარსელონა – თბილისის, თბილისი – ბრიუსელი –[სრულად…]

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის სტრატეგიის ფარგლებში ფინტექ სფეროს განვითარებას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველმა დამფუძნებელმა, თამაზ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა ფინტექ კომპანია Raisin, რომელმაც  178 000 000 დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო და ახლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს[სრულად…]

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა. წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული[სრულად…]

2019/03/25 რელიგია
ირაკლი კობახიძე – ძლიერი პარლამენტის გარეშე ძლიერი დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია

ირაკლი კობახიძე – ძლიერი პარლამენტის გარეშე ძლიერი დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია

ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას და ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია, ძლიერი დემოკრატიის არსებობა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი[სრულად…]

2019/03/25 პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის განაჩენი ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ იქნა ცნობილი. სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი[სრულად…]

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ  IBC Corporate Solutions, რომელიც თანაორგანიზატორი იყო, პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს შესახებ, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებზე, ბიზნეს გარემოზე და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ღოონისძიებაზე კომპანიის  IBC Corporate Solutions ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს,[სრულად…]

ქართული ღვინო საფრანგეთში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus“-ზეა წარმოდგენილი

ქართული ღვინო საფრანგეთში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus“-ზეა წარმოდგენილი

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus“-ზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. „Salon Bacchus“-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის ”LE PONT CAUCASIEN“-ის მიერ იყო წარმოდგენილი. „როგორც[სრულად…]

თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა

თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა

თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. ამ ეტაპზე, თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს. ამ დროისთვის, მთელი საქართველოს[სრულად…]

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. მათივე ცნობით, ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო[სრულად…]