Archive for მარტი 26th, 2019

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა განათების სისტემა, დამონტაჟდება საბაღე სკამები და შესაბამისი ინვენტარი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახის ხე-მცენარით და ლითონის ღობით შემოისაზღვრება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ[სრულად…]

„უხილავი პლასტიკური ბარათები“ სესხების აღებას საფრთხეს უქმნის

„უხილავი პლასტიკური ბარათები“ სესხების აღებას საფრთხეს უქმნის

სულ ცოტა ხნის წინ, სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა. აქ თანხის ბრუნვა დაფარულია და საბანკო ამონაწერები არ ჩანს. ამ ბარათებს „უხილავი პლასტიკური ბარათები“ ჰქვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „თბილისი თაიმსს“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა. რამ განაპირობა ის, რომ სათამაშო ბიზნესმა ამ მეთოდს მიმართა? ზოგადად, წლების განმავლობაში და,[სრულად…]

დასუფთავების სამუშაოების გამო, დღეს ღამით მეტეხის გვირაბი გადაიკეტება

დასუფთავების სამუშაოების გამო, დღეს ღამით მეტეხის გვირაბი გადაიკეტება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი, 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება. დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. Please follow and like us:

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისათვის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი ძალაში 1 აპრილიდან შევა და მისი გათვალისწინება ყველა კომერციული ბანკისთვის სავალდებულო იქნება. ბრძანების მიხედვით, საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო, რომელიც იქნება კომერციული ბანკის ზომისა და სირთულის შესაფერისი და შესაბამისობაში იქნება კომერციული ბანკის მიერ გაწეულ საქმიანობასთან.[სრულად…]

ნიკოლოზ რაჭველი – მივმართავთ კულტურის სამინისტროს, დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა

ნიკოლოზ რაჭველი – მივმართავთ კულტურის სამინისტროს, დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართავს თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას. „ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი[სრულად…]

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

14-21 მარტს არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა 2019 წლის მსოფლიოს ზაფხულის სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თამაშების გამარჯვებულები გახდნენ მარიამ ტოპოლიანი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 50 მ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მარიამ ტოპოლიანისა და გიორგი დიდიას[სრულად…]

2019/03/26 სპორტი
ოლდენბურგის სასახლე -„ერთი ღამის სასახლის“ საიდუმლო და სასახლის უცნაური ლეგენდები

ოლდენბურგის სასახლე -„ერთი ღამის სასახლის“ საიდუმლო და სასახლის უცნაური ლეგენდები

სასახლე, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, მე-19 საუკუნეში, 1895 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის გულის მოსაგებად აშენდა. ეს ქალი თავადი ტარიელ დადიანის მეუღლე გახლდათ – აგრაფინა ჯაფარიძე.  ყველაფერი კი ერთ, მდიდრებისთვის განკუთვნილ საღამოზე დაიწყო. თავადის მეუღლე ,,ვეფხისტყაოსნის” დადგმაში მონაწილეობდა, სადაც ნესტან-დარეჯანს ასახიერებდა. ამ წარმოდგენას გერმანელი პრინცი – კონსტანტინე ოლდენბურგიც[სრულად…]

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. Please follow and like us:

„სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები” –ბავშვების საოცარი პასუხები იმაზე, თუ რა არის სიყვარული

„სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები” –ბავშვების საოცარი პასუხები იმაზე, თუ რა არის სიყვარული

ამერიკელმა მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?“ – ამ მცირე შეკითხვა-კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება: 4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“ 4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“[სრულად…]

სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსი არის უაღრესად ეროვნული პროექტი

სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსი არის უაღრესად ეროვნული პროექტი

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე. მისი თქმით,[სრულად…]

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ[სრულად…]

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას (ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია დადგენილებაში. დადგენილება ძალაში 25 მარტს შევიდა. Please follow and like[სრულად…]

გურამ დოჩანაშვილის უკვდავი ფრაზები, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებს

გურამ დოჩანაშვილის უკვდავი ფრაზები, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებს

ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს. ციტატის წყარო: „სამოსელი პირველი“ სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის[სრულად…]

ბრიტანელმა მამაკაცმა ნაგავსაყრელზე ჩერჩილის პირადი ნივთები იპოვა

ბრიტანელმა მამაკაცმა ნაგავსაყრელზე ჩერჩილის პირადი ნივთები იპოვა

ბრიტანელმა მამაკაცმა ნაგავსაყრელზე ჩერჩილის სიგარა, პორტსიგარი და ცილინდრი იპოვა. იღბლიანი მოქალაქე დევიდ როუზი უკვე 15 წელია ნაგავსაყრელზე მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, მის მიერ ნაპოვნი ნივთების ღირებულება 10 ათასი ფუნტი სტერლინგია. მან ასევე იპოვა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი ფოტო და ჩერჩილის პირადი მზარეულის 200 წერილი. ამ წერილებს მზარეული შვილს უგზავნიდა[სრულად…]

2019/03/26 მსოფლიო
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოჯახებს გადაეცა. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის[სრულად…]

ნაფიცმა მსაჯულებმა ხადას ხეობაში  სმიტების ოჯახის სამი წევრის  მკვლელობაში ბრალდებული,დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში

ნაფიცმა მსაჯულებმა ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული,დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორის ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დაუჭერს უვადო თავისუფლების აღკვეთას. „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, აბსოლუტურად ყველა წარდგენილ ბრალდებაში მალხაზ კობაური ცნობილი იქნა დამნაშავედ და ხაზგასასმელია, რომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა[სრულად…]

საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის სავიზო რეჟიმი მარტივდება

საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის სავიზო რეჟიმი მარტივდება

2019 წლის 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Vისა ონ Aრრივალ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე[სრულად…]

თბილისის მერის მოადგილე: „ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა“

თბილისის მერის მოადგილე: „ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა“

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის თაობაზე გაცემული ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ავარიულ შენობებს, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. გარდა ამისა, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.[სრულად…]