Archive for მარტი 27th, 2019

ელექტრომობილების მფლობელებისთვის საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დამონტაჟდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დამონტაჟდება

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე –  chargers.tbilisi.gov.ge უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული. „ელექტროდამტენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე[სრულად…]

მძღოლების ნაწილი ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

მძღოლების ნაწილი ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

ვაგზლის მოედანზე მძღოლების ნაწილი ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.აქციის მონაწილეები ავტოკოლონითა და საყვირებით პარლამენტთან მისვლას და ტაქსის მძღოლებისთვის შემოღებული ახალი რეგულაციების გაპროტესტებას აპირებენ. შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ, გაუქმდეს დაწესებული რეგულაციები. Please follow and like us:

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდი ჩადენილ ქმედებას აღიარებს. მისივე ინფორმაციით, ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „აქ პირადი ინტერესი არ იკვეთება. დაკავებულია რიგითი მოქალაქე, რომელმაც ვიდეო „იუთუბიზე“ ატვირთა. არ იკვეთება შემკვეთი.[სრულად…]

მიშა გელენავა-საქართველოდან კემბრიჯში და კემბრიჯიდან  უკან, სამშობლოში

მიშა გელენავა-საქართველოდან კემბრიჯში და კემბრიჯიდან  უკან, სამშობლოში

მიშა გელენავა ის ქართველია, რომელმაც, ფიზიკისა და მათემატიკისადმი დიდი სიყვარულის გამო, შეძლო და კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. გავიდა ერთი წელი და ის მშობლიურ საქართველოს დაუბრუნდა. ალბათ, ბევრისთვის იქნებოდა რთული, კემბრიჯულ უპირატასობებზე უარის თქმა და კვლავ საქართველოში დაბრუნება. საკუთარ წარმატებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე ის თავად გვიყვება. რა გზა გაიარეთ, სანამ კემბრიჯში[სრულად…]

2019/03/27 პერსონა
მფრინავმა კატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტრო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და მათთან კონტრაქტი შეწყვიტა

მფრინავმა კატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტრო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და მათთან კონტრაქტი შეწყვიტა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით,  სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. ეკატერინე ქვლივიძის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი მძიმე მდგომარეობა წარმოადგენდა. მფრინავი ქალი აცხადებს, რომ ხელმძღვანელები[სრულად…]

7 წლის გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

7 წლის გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მო­ირ­გო დიდი მხატ­ვრე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი “პი­კა­სოს” ეძა­ხი­ან, ოჯახ­ში კი “ვან გეგა” შე­არ­ქვეს. 7 წლის[სრულად…]

2019/03/27 პერსონა
კახა კალაძე-ტვერელის სახელობის ტაძართან  მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება

კახა კალაძე-ტვერელის სახელობის ტაძართან  მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტვერელის სახელობის ტაძართან  მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადგილობრივებს, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ. „რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები[სრულად…]

რა  გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდეთ

რა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდეთ

არაერთი კვლევის თანახმად,  იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიოთ, აუცილებელია, ჯერ საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ ჩვენ ეს შეგიძლია. შეიძლება არც დაფიქრებულხართ, მაგრამ მასწავლებლის მხრიდან კონკრეტულ მოსწავლეზე არსებულ წარმოდგენებსა და ვარაუდებს  არსებითად შეუძლია შეცვალოს ბავშვის დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი. უფრო მეტიც, პედაგოგების დაუფიქრებელი იარლიყები ზოგჯერ საფრთხეს უქმნის ბავშვის სწრაფვას მომავლისკენ. მასწავლებლის, როგორც განმანათლებლების, სამუშაოს[სრულად…]

2019/03/27 რჩევები
A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ მანათობლებს „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს

A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ მანათობლებს „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს

A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მანათობლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ვალდებულებები და პრივილეგიები, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ. „როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება – A[სრულად…]

თუშიშვილი თბილისის გრან-პრიზე ვერ იჭიდავებს – ქართველს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

თუშიშვილი თბილისის გრან-პრიზე ვერ იჭიდავებს – ქართველს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25[სრულად…]

2019/03/27 სპორტი
ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ[სრულად…]

პოლიციამ რუსთავში მაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა

პოლიციამ რუსთავში მაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ამხილეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“[სრულად…]

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, გვირაბი სარეაბილიტაციოა და აღნიშნული საკითხის მოგვარება 2018 წლის მთავრობის დადგენილებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა. „გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული[სრულად…]

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი[სრულად…]