Archive for მარტი 28th, 2019

12 რჩევა მშობლებს, როგორ გავზარდოთ ბავშვი თავდაჯერებული

12 რჩევა მშობლებს, როგორ გავზარდოთ ბავშვი თავდაჯერებული

თავდაჯერებულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება მშობელმა შვილს გაუკეთოს. ფსოქოლოგის კარლ პიკჰარდტის თქმით, ბავშვი რომელიც ნაკლებად თავდაჯერებულია ყოველთვის უხალისოდ მოეკიდება ნებისმიერ სიახლესა და გამოწვევას, იმიტომ რომ ასეთ ბავშვებს წარუმატებლობისა და სხვის იმედების გაცრუების ეშინიათ. თვითდაჯერებულობის ნაკლებობა მომავალში მათ სერიოზულად შეაფერხებს და წარმატებული კარიერის შექმნის პროცესშიც ხელს შეუშლის. “თავდაჯერებულობის გაცხადებული[სრულად…]

2019/03/28 რჩევები
შესაძლოა გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს

შესაძლოა გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს

გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ,  აღმოჩენანახევარი მილიონი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება. არსებული ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია. სადგომ-სახელოსნოს[სრულად…]

გურამ მურადოვი -ფოტოგრაფიაში უკვე თითქმის 15 წელია, ვარ გადავარდნილი და, ასე ვთქვათ,  ჰობიდან პროფესიაში გადაზრდილი სფეროა ჩემთვის

გურამ მურადოვი -ფოტოგრაფიაში უკვე თითქმის 15 წელია, ვარ გადავარდნილი და, ასე ვთქვათ,  ჰობიდან პროფესიაში გადაზრდილი სფეროა ჩემთვის

საკუთარი ცხოვრების გარკვეული ნაწილის შესახებ დღეს ჩვენ გურამ მურადოვი გვიამბობს. მონდომებამ და ინტერესმა მას მრავალი წინააღმდეგობა გადაატანინა და დღეს კმაყოფილია იმ გზით, რაც გაიარა. ნელ-ნელა, ის მოყვარული ფოტოგრაფის გზიდან პროფესიონალი ფოტოგრაფის გზას დაადგა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული. შეიძლება, ერთი ადამიანიც არ გაგვახსენდეს, ვინც ცემენტისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.[სრულად…]

2019/03/28 პერსონა
საპონერია-პროდუქციას ვამზადებთ მხოლოდ ნატურალური, მცენარეული და ორგანული ზეთებით, კარაქებით, თიხებით, სხვადასხვა მცენარითა და ეთერზეთებით

საპონერია-პროდუქციას ვამზადებთ მხოლოდ ნატურალური, მცენარეული და ორგანული ზეთებით, კარაქებით, თიხებით, სხვადასხვა მცენარითა და ეთერზეთებით

განურჩევლად ყველას აქვს სურვილი, იყოს საინტერესო, გემოვნებიანი და სურნელოვანი პროდუქციის მომხმარებელი. „საპონერია“ ამზადებს იმ პროდუქტებს, რომლებიც, გარდა განსაკუთრებული ვიზუალისა, სასარგებლო და ჯანსაღი ნივთიერებების შემცველია. მისი წარმოება ჯერ ვიზუალით მიგიზიდავთ, შემდეგ კი თავისი სასარგებლო თვისებებით. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „საპონერიას“ დამფუძნებელი, ანა კაჭკაჭიშვილი პასუხობს. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ? ქართულ ბაზარზე[სრულად…]

ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში “ქართველების ქუჩა” დაარსდა

ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში “ქართველების ქუჩა” დაარსდა

ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 “ კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში “ქართველების ქუჩა” – Kარტველუ შტრეეტ გახსნა ღონისძიება მუსიკალურად გააფრომეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების[სრულად…]

როგორ უნდა შევქმნათ ოჯახი-ილია მეორე

როგორ უნდა შევქმნათ ოჯახი-ილია მეორე

„გარეგნულმა სილამაზემ, – წერს წმ. იოანე ოქროპირი, – მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“ ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა… – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ[სრულად…]

2019/03/28 რელიგია
რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრეინინგები მიმდინარეობს. სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში,  სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. გორის სკოლაში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერების,[სრულად…]

სულიაშვილის N8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

სულიაშვილის N8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო. „სულიაშვილის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ულამაზესი სახლი, სადაც[სრულად…]

კახა კალაძე: მათ, ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, შეუძლიათ გამოყონ 5-10 კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან და შევხვდებით

კახა კალაძე: მათ, ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, შეუძლიათ გამოყონ 5-10 კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან და შევხვდებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა. „ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე,  სერვისის გამწევი  ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის  მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ[სრულად…]

გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო

გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი გურიის სოფლებს ლიხაურს, დვაბზუს და სილაურს ესტუმრა. ამ სოფლების წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო. “გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრის და საუბრების ადგილი. ახლა ამ ამბავს წიგნების და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა – იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც. ასეთი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუს და სილაურის წისქვილებში მოვაწყვეთ,[სრულად…]

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს[სრულად…]

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც მრავ­ლა­დაა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი. მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია. „მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული[სრულად…]

ბექა ნაცვლიშვილი-თუ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს დააზარალებს იმ ოჯახებსაც რომლებზეც მათ უწევთ ზრუნვა.

ბექა ნაცვლიშვილი-თუ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს დააზარალებს იმ ოჯახებსაც რომლებზეც მათ უწევთ ზრუნვა.

პარლამენტის წევრებმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ბრიფინგზე სოციალური მუშაკების გაფიცვის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დიალოგის დაწყება დადებითად შეაფასეს. „დღეს მინისტრსა და სოციალურ მუშაკთა შორის გაიმართება შეხვედრა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დიალოგის პროცესი აღსდგა და ვიმედოვნებთ,[სრულად…]

დონალდ ტრამპი – რუსეთი ვენესუელადან უნდა წავიდეს

დონალდ ტრამპი – რუსეთი ვენესუელადან უნდა წავიდეს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ვენესუელადან უნდა წავიდეს და ვაშინგტონი ამისთვის ყველა ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. „რუსეთი უნდა წავიდეს“ , – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, სადაც ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მეუღლეს შეხვდა. კითხვაზე, როგორ აიძულებენ რუსებს, რომ წავიდნენ, ტრამპმა განაცხადა: „ვნახოთ. ყველა[სრულად…]

2019/03/28 მსოფლიო
დღეიდან, მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან, მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს. დღეიდან, მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით – 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების[სრულად…]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები – 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ. Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა,[სრულად…]

კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელთანაც ტაქსის რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართება

კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელთანაც ტაქსის რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღლებთან კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ გვერდზე, ჩართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულება დასარეგულირებელი და მოსაწესრიგებელია, რაზეც ყველა თანხმდება. „გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს[სრულად…]

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. „ამ რეგლამენტის[სრულად…]

ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ნ. ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით თბილისში,[სრულად…]

სოციალური მუშაკები – ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნებზე რეალისტური პასუხი არ მიგვიღია

სოციალური მუშაკები – ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნებზე რეალისტური პასუხი არ მიგვიღია

ჯანდაცვის სამინისტროსგან რეალისტური პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე არ მიგვიღია, – ამის შესახებ სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადეს. მათი თქმით, 4-პუნქტიანი გეგმა სოციალური მუშაკებისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დამსაქმებლის რიტორიკა გაფიცვამდე და გაფიცვის შემდგომ არ შეცვლილა და საუბრობენ “სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს” მიერ დამტკიცებულ[სრულად…]