Archive for აპრილი, 2019

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისში დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, ღონისძიებას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრებიან. ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა, ასევე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი[სრულად…]

2019/04/30 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს

30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული არმიის დღის აღნიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს. მოგვიანებით, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით,[სრულად…]

საქსტატი – საქართველოს მოსახლეობა 0.2 პროცენტით შემცირდა

საქსტატი – საქართველოს მოსახლეობა 0.2 პროცენტით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. უწყების მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783). 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში.[სრულად…]

პატრიარქი – ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება

პატრიარქი – ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება

ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობაც. „ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ[სრულად…]

2019/04/30 რელიგია
პატრიარქი – უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა, შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა

პატრიარქი – უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა, შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა

„უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათთვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა,“ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი თაობათა შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე არ დაინახავს,[სრულად…]

2019/04/30 რელიგია
ილია მეორე – გამოცხადებულია როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ სრული თავისუფლება და ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე

ილია მეორე – გამოცხადებულია როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ სრული თავისუფლება და ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე

შეიძლება ითქვას, რომ გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია[სრულად…]

2019/04/30 რელიგია
არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათამონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ ექმნებათ. „ვითარება მშვიდია. მომლოცველიც და ტურისტიც ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლად მიდის მონასტერთან, მაგრამ უცნაური რაც ხდება, ის არის, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი[სრულად…]

მაცხოვრის საფლავზე  წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის[სრულად…]

საქართველო-ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა

საქართველო-ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა

საქართველო-ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა. მთავრობის და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“[სრულად…]

„ყაზტრანსგაზი” თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზი” თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „ყაზტრანგაზი” მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას აპირებს აფრთხილებს და სთხოვს, რომ ყურადღება გამოიჩინონ გაზის დანადგარებსა და ონკანებთან. „დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება. ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან[სრულად…]

საბურთალოს რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.  რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.[სრულად…]

დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის შესახებ არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში,[სრულად…]

ნანა მამუკაშვილი- სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ერთადერთი ქალი მძღოლი

ნანა მამუკაშვილი- სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ერთადერთი ქალი მძღოლი

47 წლის ნანა მამუკაშვილი ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მძღოლია. დღეს მაინც არსებულ სტერეოტიპებს ისიც არღვევს. მისი ცხოვრებისეული გარემოებებიდან გამომდინარე, მოუწია, საკუთარ თავზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აეღო. ცხოვრების საკმაო ნაწილის გატარება მას საზღვარგარეთ მოუწია. იქედან ჩამოსულს სხვა მოცემულობები ახლდა. გადაწყვიტა, არჩევანი ან სამაშველოს მძღოლობაზე, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების[სრულად…]

2019/04/24 პერსონა
აღდგომას მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება

აღდგომას მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება

აღდგომის ღამეს მეტრო 23:00-დან დილის 04:00-მდე უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განაცხადა. მამუკა მუმლაძემ სადღესასწაულო დღეებში ავტობუსების მუშაობის საკითხზეც ისაუბრა. “აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23 საათიდან 28 აპრილის 4 საათამდე მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 4 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8[სრულად…]

მსოფლიოს უცნაური შენობები

მსოფლიოს უცნაური შენობები

1.  ბოროტების განსადევნი შენობა. კანადა/ვანკუვერი 2. კუზიანი სახლი.  პოლონეთი/სოპოტი 3. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ბრაზილია/ნიტეროი 4.  კომპანია ING მთავარი შტაბი.  ფოლანდია/ ამსტერდამი   5.  სიეტლის მუსიკალური ცენტრი .  ა.შ.შ 6. მოცეკვავე შენობები.  ჩეხეთი/პრაღა 7. ლოტოსის ხრამი.  ინდოეთი/დელი 8.  სავაჭრო ცევნტრი.   ა.შ.შ / ლას–ვეგასი 9.  სამორინე–სასტუმრო GRAND Lisboa . ჩინეთი/ მაკაო[სრულად…]

2019/04/24 მსოფლიო
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ქრთული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000-5 800 წლით დათარიღებული ჭურჭელი აღმოაჩინეს, სადაც ღვინის ქიმიური შემადგენლობა დადასტურდა. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ქვევრიც ამ ფაქტს მოწმობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი[სრულად…]

ფერადსახურავებიანი უბანი – ფოტორეპორტაჟი „ძველი თბილისიდან“

ფერადსახურავებიანი უბანი – ფოტორეპორტაჟი „ძველი თბილისიდან“

ვინმეს დღევანდელი თბილისი საერთოდაც რომ არ უყვარდეს, „ძველი თბილისი“ ნამდვილად არის ის ტერიტორია, რომელიც ბევრისთვის განსხვავებულ და განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. ჩვენი დედაქალაქის დაგეგმარებას, ასე თუ ისე, საზოგადოების საკმაო ნაწილი აკრიტიკებს. თუმცა, „ძველ თბილისს“ კვლავ აქვს რესურსი, შეინარჩუნოს ძველებური იერ-სახე. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არაქართველებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. ფერადი სახურავები, სხვადასხვა[სრულად…]

კახა კალაძე: ჩემი ვერცერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს

კახა კალაძე: ჩემი ვერცერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს. „ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო[სრულად…]

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას – taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ. „ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო[სრულად…]

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა. მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მეტროს 50-ე შახტია, რომელიც მეტროს გამნიავებლის ფუნქციას ასრულებს. შახტის ადგილმდებარეობის გამო, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, რაც ტრანსპორტის[სრულად…]

პროექტი „წერილები ფრონტიდან“ გრძელდება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს პროექტს „წერილები ფრონტიდან’’. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. „ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე, მისალოცები და ფოტოები. ეს წერილები, თუ ბარათები, ყველაზე ნათლად გადმოსცემენ ჯარისკაცის ემოციებს,[სრულად…]

სესხი რეპეტიტორებისთვის – “ტერაბანკმა” ახალი პროდუქტი შექმნა

სესხი რეპეტიტორებისთვის – “ტერაბანკმა” ახალი პროდუქტი შექმნა

“ტერაბანკმა” კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას “ტერაბანკი” არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს. „გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა[სრულად…]

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ნაწილობრივ გაიზიარა. პროკურატურის მოითხოვდა ჯიბღაშვილმა 15 000 ლარიანი გირაო გადაეხადა და მანამდე პატიმრობაში დარჩენილიყო. დაცვის მხარემ კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა. მოსამართლემ პროკურატურის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჯიბღაშვილს გირაოს[სრულად…]

თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს. მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ, კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი[სრულად…]

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პარლამენტი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამართულ, კამპანიაში „აჩუქე წიგნი“, ჩაერთო. წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართა კამპანია „აჩუქე წიგნი“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი შეუერთდა. ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე, №4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, მამუკა[სრულად…]

რას მოგვიტანს პანკისის ინციდენტი?

რას მოგვიტანს პანკისის ინციდენტი?

21 აპრილს დილიდან ხმაურმა და დაპირისპირებამ მოიცვა პანკისის ხეობა. კერძოდ ხმაური სოფელ ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ჰესის ხადორი 3- ს მშენებლობის აღდგენას მოასწავებდა. ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ადამიანის დაზიანებით, კიდევ უფრო მეტის დაკავებითა და საპროტესტო ტალღის უფრო მეტად გაძლიერებით დასრულდა. უკვე[სრულად…]

ირაკლი ლექვინაძე – ჰესებთან დაკავშირებული პროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს

ირაკლი ლექვინაძე – ჰესებთან დაკავშირებული პროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განვითარება, რომელიც უკავშირდება ჰესებს, რადგან ქვეყანას გააჩნია ძალიან დიდი ჰიდრორესურსები. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ძირითადი პოტენციალი ამ კუთხით აუთვისებელია. „ვფიქრობ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც კერძო ინვესტორი საქართველოში ახორციელებს, მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებული პროექტები, რომელსაც ბიზნესმენები ახორციელებენ, მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს და ამით ბიზნესის[სრულად…]

საქართველოში გამოკვლეულ ბავშვთა 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის მსუბუქი მატებაა, ხოლო 16 პროცენტში შედარებით მაღალია

საქართველოში გამოკვლეულ ბავშვთა 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის მსუბუქი მატებაა, ხოლო 16 პროცენტში შედარებით მაღალია

აქართველოში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს, ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია. საქართველოში ბავშვების[სრულად…]

საქართველოში შესაძლოა, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას

საქართველოში შესაძლოა, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს. გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ. ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა შესთავაზა, სადაც შეფასდება, როგორც[სრულად…]

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, გლდანის რაიონში  საცხოვრებელი კორპუსი  აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ – თბილისის” ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შევიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრო რაიონის მე-12 კორპუსში  გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. „ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა, კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის[სრულად…]