1 წთ წინ
რელიგიის სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლსა და სომეხ თანამოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
5 წთ წინ
„წიგნის დღეების ფარგლებში“, მკითხველებს ქართველ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ
8 წთ წინ
პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება
11 წთ წინ
მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან
23 საათის წინ
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

Archive for აპრილი 16th, 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ განაცხადა. 10 მილიონი ევრო კი უახლოეს მომავალში ჩასატარებელი საგანგებო სამუშაოებისთვის გამოიყოფა. ან იდალგოს განმარტებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობის აღსადგენად საუკეთესო არქიტექტორებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ. ამასთან ერთად, საფრანგეთის მთავრობამ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყების შესახებ დააანონსა. ფინანსური დახმარების[სრულად…]

2019/04/16 მსოფლიო
რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას კვლავ გაშლილ კარვებში აგრძელებენ. ღამით ორმა არასრულწლოვანმა მშენებარე ციხის ღობე დააზიანა, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ღობე შემთხვევით დაზიანდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გუშინ გაშალა. რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა,[სრულად…]

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება. კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა. „მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას,[სრულად…]

დევნილი გოგონას ახდენილი ოცნება და მისი საოცარი კერამიკული ნამუშევრები

დევნილი გოგონას ახდენილი ოცნება და მისი საოცარი კერამიკული ნამუშევრები

ბოლო დროის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ქალმა გამოიტანა „სააშკარაოზე“, რომ შეუძლია, საკუთარი საქმე წარმატებით აკეთოს და ამისთვის მაქსიმალურად მოინდომოს. 26 წლის თამარ ბერიანიძეს საკუთარი საქმიანობის შერჩევასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია აქვს. ამის შესახებ ის თავად მოგვიყვება. რა ასაკში დაინტერესდი კერამიკით? უცნაურად გახდა კერამიკა ჩემი საქმე. ბავშვობაში არ ვიცოდი ,რა მინდოდა, გამოვსულიყავი. ყოველთვის[სრულად…]

2019/04/16 პერსონა
ფოტორეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

ფოტორეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თბილისში ზოოპარკს სტუმრობენ. ბავშვებთან ერთად, უფროსებიც არიან დაინტერესებულები, როგორ ეგებებიან ზაფხულის თბილ დღეებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. ერთ დიდ სივრცეში მოქცეული ცხოველები ცდილობენ, მცხუნვარე მზის მიუხედავად, დამთვალიერებლების თვალებს არ მოეფარონ. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს. ავტორი: მარიამ ტიელიძე

თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც „თბილისი თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ოთხი პირი იმყოფებოდა. გარდაცვლილია 16 წლის ახალგაზრდა.