Archive for აპრილი 30th, 2019

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისში დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, ღონისძიებას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრებიან. ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა, ასევე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი[სრულად…]

2019/04/30 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს

30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული არმიის დღის აღნიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს. მოგვიანებით, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით,[სრულად…]

საქსტატი – საქართველოს მოსახლეობა 0.2 პროცენტით შემცირდა

საქსტატი – საქართველოს მოსახლეობა 0.2 პროცენტით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. უწყების მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783). 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში.[სრულად…]

პატრიარქი – ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება

პატრიარქი – ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება

ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობაც. „ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ[სრულად…]

2019/04/30 რელიგია
პატრიარქი – უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა, შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა

პატრიარქი – უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა, შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა

„უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათთვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა,“ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი თაობათა შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე არ დაინახავს,[სრულად…]

2019/04/30 რელიგია
ილია მეორე – გამოცხადებულია როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ სრული თავისუფლება და ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე

ილია მეორე – გამოცხადებულია როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ სრული თავისუფლება და ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე

შეიძლება ითქვას, რომ გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია[სრულად…]

2019/04/30 რელიგია
არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათამონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ ექმნებათ. „ვითარება მშვიდია. მომლოცველიც და ტურისტიც ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლად მიდის მონასტერთან, მაგრამ უცნაური რაც ხდება, ის არის, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი[სრულად…]