Archive for აპრილი, 2019

იგეგმება თუ არა დევნილების ბინებში ინვესტორის შეყვანა?

იგეგმება თუ არა დევნილების ბინებში ინვესტორის შეყვანა?

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დევნილთა 150-მდე ოჯახმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირსის კორპუსი დაიკავა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი მანამ არ დატოვებდნენ შენობას, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები. დევნილების ძირითად მოთხოვნას საცხოვრებელი ფართების დაკანონება და მათთვის ბინებით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. რამდენიმედღიანი მოლაპარაკებისა და შეხვედრების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა და გაფიცულმა[სრულად…]

თუშეთის ორ სოფელს და 8 ნასოფლარს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თუშეთის ორ სოფელს და 8 ნასოფლარს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თუშეთში მდებარე სოფლებს – კვავლოს და ფარსმას, ასევე, ნასოფლარებს – აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი სამართლებრივი აქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2018 წლის 15 ივნისს გამოსცა. ყველა აღნიშნული სოფელი და ნასოფლარი გვიანი შუა საუკუნეების (XV-XVIII ს.ს.)[სრულად…]

აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სესხს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სესხს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) „კრედო ბანკს“ 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი აშშ დოლარი) სესხსა და 500,000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად გამოუყოფს. როგორც „თბილისი თაიმსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული თანხა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათივე ინფორმაციით, სესხები[სრულად…]

მთა ჩემთვის ყველაფერია, თავისუფლება, სიმშვიდე, ბედნიერებაა-25 წლის მასწავლებელი ნინი ხულელიძე

მთა ჩემთვის ყველაფერია, თავისუფლება, სიმშვიდე, ბედნიერებაა-25 წლის მასწავლებელი ნინი ხულელიძე

ცხოვრება სამზარეულოს ჰგავს. რეცეპტებით დაწყებული საქმიანობა მაინც მოულოდნელობებითაა სავსე და არ იცი საბოლოოდ რა გამოვა, ისევე როგორც ცხოვრებაში. ბევრს ვაკეთებთ დაგეგმილად თუ დაუგეგმავად, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც მოულოდნელია. კულინარია მისი გატაცებაა. ექსპერიმენტები და რისკები არც სამზარეულოში აშინებს და არც ცხოვრებაში. ტრადიციულ კერძებს პირადი იმპროვიზაციით ხშირად აფორმებს და მთიელებს ახლებურად აყვარებს[სრულად…]

2019/04/18 პერსონა
ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა “სამი მუშკეტერი“, “გრაფი მონტე-კრისტო“, “დედოფალი მარგო” და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი “კავკასია”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება: “როდესაც თბილისში მივდიოდი,[სრულად…]

ინკლუზიური განათლების მიმართულებით N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა

ინკლუზიური განათლების მიმართულებით N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელი გადამზადდა

თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო. პრეზენტაციაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა თეა მიქაძემ და პროექტის მენეჯერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა დოლიძემ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოსა[სრულად…]

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის[სრულად…]

კვიპროსის პრეზიდენტი – ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად, რელიგიურად ჩვენ დიდი კავშირები გვაქვს

კვიპროსის პრეზიდენტი – ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად, რელიგიურად ჩვენ დიდი კავშირები გვაქვს

ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ეხმარება როგორც პოლიტიკურ გაერთიანებებს, ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე ადამიანთაშორის ურთიერთობას და საბოლოოდ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს, – ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ანასტასიადისმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის საქმიანი ურთიერთობის[სრულად…]

2019/04/18 პოლიტიკა
გიორგი ქობულია- ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სამთავრობო და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილი იქნება

გიორგი ქობულია- ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სამთავრობო და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილი იქნება

ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სამთავრობო და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ყოფილი სასახლესთან დაკავშირებით განუცხადა. “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ხალხის მიერ ორი სასახლის შენახვით როგორ იზოგება თანხა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ასე არ არის. „ეს ასე არ არის, რადგან სულ[სრულად…]

2019/04/18 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – კვიპროსი ქართველებისთვის იყო გზა წმინდა მიწისკენ, ეს გზა დღეს ახალ შესაძლებლობას გვიხსნის ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – კვიპროსი ქართველებისთვის იყო გზა წმინდა მიწისკენ, ეს გზა დღეს ახალ შესაძლებლობას გვიხსნის ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის

სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჩვენს სრულიად რეალისტურ ამბიციას, გავხდეთ რეგიონული ჰაბი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მიმდინარე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველო-კვიპროსის პირველ ბიზნესფორუმს, რითაც იდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. საქართველო[სრულად…]

2019/04/18 პოლიტიკა
პარლამენტში საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოეს

პარლამენტში საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში საბუნებისმეტყველო და ტექნიკური (STEM) მიმართულებებითსაერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეების და გუნდების ხელმძღვანელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ასპარეზობებზე გამარჯვებული მოსწავლეებისთვის წამახალისებელ ინიციატივაზე ისაუბრა. „ჩვენთვის უდიდესი სიხარულია დღეს თქვენი მასპინძლობა პარლამენტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ[სრულად…]

თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან მიაწოდეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, ხიდების დემონტაჟი ქალაქში 20 ადგილზე მოხდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. დედაქალაქის მერი კახა[სრულად…]

“ანტონ პირველის პოლემიკა ლაზარე პირველთან”

“ანტონ პირველის პოლემიკა ლაზარე პირველთან”

ანტონ პირველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში გამორჩეული როლი უკავია მეცნიერებას. ერთ-ერთ მაგალითად შეიძება მოვიყვანოთ-სომხების, სხვაგვარად, რომ ვთქვათ მნოფიზიტების წინააღმდეგ გამრთული პოლემიკა, რომელიც თავის ნაშრომში ,,მზამეტყველება“ გადმოსცა. სომხურ ეკლესიას ანტონის პერიოდში აბსულუტური თავისუფლება ჰქონდა მისიონერული მოღვაწეობის საქართველოში. მათთვის ქართული ეკლესიისგან განსახვავებით ხელმისაწვდომი იყო თანამედროვე თეოლოგიური წიაღსვლები. კერძოდ სქოლასტიკა და ამ მიმართულებით ლიტერატურა[სრულად…]

2019/04/17 რელიგია
ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის გაყოფილი აღდგომის ტაძარი იერუსალიმში

ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის გაყოფილი აღდგომის ტაძარი იერუსალიმში

აღდგომის ტაძარში ქრისტიანები თაყვანს სცემენ ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის ადგილებს. არქეოლოგების გამოკვლევები მეტყველებს, რომ იესოს საფლავი იყო ნამდვილად ეკლესიის ტერიტორიაზე. 2000 წლის წინ ეს ტერიტორია ქალაქის კედლის გარეთ მდებარეობდა. შენობის ისტორია კონსტანტინეს დროს იწყებს სათავეს. ექვსი კონფესია – მართლმადიდებლები(ბერძნები), სომხები, კოპტები, ეთიოპიელები, სირიელები და კათოლიკები ინაწილებენ ეკლესიას. მთავარი ნაწილი ეკუთვნის[სრულად…]

2019/04/17 რელიგია
პარიზის  ღვთისმშობლის ტაძრის  სარკმელები ხანძარს გადაურჩა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარკმელები ხანძარს გადაურჩა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები ხანძარს გადაურჩა. ამის შესახებ CNN იუწყება. პარიზის არქიეპისკოპოსის თქმით, ფერადი ვიტრაჟული სარკმელები, რომლებსაც სხვაგვარად ვარდულ სარკმელებს უწოდებენ, უსაფრთხოდაა. აღნიშნული სარკმელები მე-13 საუკუნით თარიღდება. სარკმელი ტაძრის ძირითად ფასადზეა განთავსებული – შუაში უზარმაზარი მრგვალი სარკმელი, მარჯვნივ და მარცხნივ შედარებით მცირე ზომის ორი სარკმელი. როგორც ცნობილია, პარიზის ღვთისმშობლის[სრულად…]

2019/04/17 მსოფლიო
ბოთლებისგან აშენებული აგარაკი-უცნაური საჩუქარი ქორწილის წლისთავისთვის

ბოთლებისგან აშენებული აგარაკი-უცნაური საჩუქარი ქორწილის წლისთავისთვის

ამ ერთი შეხედვით უცნაური სახლის აშენებას 20 წელი დასჭირდა. მამაკაცმა საკუთარი სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იანი წლებში დაიწყო. ბოთლების სახლის ფოტო მან ერთ-ერთ ჟურნალში ნახა. ფერადი მინის ბოთლებით აშენებული უცნაური და ორიგინალური სახლი ისე მოეწონა, რომ საკუთარ თავს პირობა დაუდო, მიწის ნაკვეთს შეიძენდა თუ არა, ასეთ სალხს აუცილებლად აიშენებდა. დაუჯერებლად[სრულად…]

2019/04/17 მსოფლიო
კვიპროსის პრეზიდენტი – კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება

კვიპროსის პრეზიდენტი – კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება

კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება. ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კვიპროსის პრეზიდენტმა კვიპროსისა და საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობა სწორედ ამ ურთიერთობის გაძლიერების დასტურია. „ქართველთა არსებობა კვიპროსზე ძალიან მრავალ წელს და საუკუნეს მოიცავს. მე-10 საუკუნიდან ფიქსირდებიან კვიპროსზე ქართველები. მათ[სრულად…]

2019/04/17 პოლიტიკა
ღვინით აშენებული თბილისური სახლის უჩვეულო ისტორია

ღვინით აშენებული თბილისური სახლის უჩვეულო ისტორია

მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი,[სრულად…]

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადეს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. მაია ბითაძის განმარტებით, მერიამ უკვე დაასრულა ტყის ინვენტარიზაცია, შედეგად კი გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ბითაძის თქმით, ამ ბილიკებზე, მოეწყობა საკემპინგე ადგილები, დასასვენებელი ადგილები, ასევე ეკოლოგიური[სრულად…]

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

საგზაო უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარებას გულისხმობს, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფასაც. დეპარტამენტი სულ 7 ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზას მართავს, მათ შორის, 1500 კილომეტრზე მეტი საერთაშორისო[სრულად…]

კიკვიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

კიკვიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიამ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები. „თბილისის მერიამ დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი[სრულად…]

2021 წლიდან  მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

2021 წლიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ[სრულად…]

თბილისში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

თბილისში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მე-3 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ტურნირში 7 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეები ასპარეზობენ. თბილისს სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ჩეხეთის ნაკრებები ეწვივნენ. ტურნირი, რომელიც ბ კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, საზეიმოდ დღეს გაიხსნა. ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა[სრულად…]

2019/04/17 სპორტი
უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ღონისძიება ეძღვენობდა დედაენის დღესა და 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ,[სრულად…]

პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე – 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე[სრულად…]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ განაცხადა. 10 მილიონი ევრო კი უახლოეს მომავალში ჩასატარებელი საგანგებო სამუშაოებისთვის გამოიყოფა. ან იდალგოს განმარტებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობის აღსადგენად საუკეთესო არქიტექტორებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ. ამასთან ერთად, საფრანგეთის მთავრობამ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყების შესახებ დააანონსა. ფინანსური დახმარების[სრულად…]

2019/04/16 მსოფლიო
რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას კვლავ გაშლილ კარვებში აგრძელებენ. ღამით ორმა არასრულწლოვანმა მშენებარე ციხის ღობე დააზიანა, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ღობე შემთხვევით დაზიანდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გუშინ გაშალა. რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა,[სრულად…]

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება. კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა. „მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას,[სრულად…]

დევნილი გოგონას ახდენილი ოცნება და მისი საოცარი კერამიკული ნამუშევრები

დევნილი გოგონას ახდენილი ოცნება და მისი საოცარი კერამიკული ნამუშევრები

ბოლო დროის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ქალმა გამოიტანა „სააშკარაოზე“, რომ შეუძლია, საკუთარი საქმე წარმატებით აკეთოს და ამისთვის მაქსიმალურად მოინდომოს. 26 წლის თამარ ბერიანიძეს საკუთარი საქმიანობის შერჩევასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია აქვს. ამის შესახებ ის თავად მოგვიყვება. რა ასაკში დაინტერესდი კერამიკით? უცნაურად გახდა კერამიკა ჩემი საქმე. ბავშვობაში არ ვიცოდი ,რა მინდოდა, გამოვსულიყავი. ყოველთვის[სრულად…]

2019/04/16 პერსონა
ფოტორეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

ფოტორეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თბილისში ზოოპარკს სტუმრობენ. ბავშვებთან ერთად, უფროსებიც არიან დაინტერესებულები, როგორ ეგებებიან ზაფხულის თბილ დღეებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. ერთ დიდ სივრცეში მოქცეული ცხოველები ცდილობენ, მცხუნვარე მზის მიუხედავად, დამთვალიერებლების თვალებს არ მოეფარონ. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს. ავტორი: მარიამ ტიელიძე Please follow and like us: