Archive for აპრილი, 2019

საქართველოში ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა

საქართველოში ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულად და ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა.   კონკურსი ჩატარდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო[სრულად…]

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით   პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.[სრულად…]

გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ქესალოსა და ნაზარლოში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ქესალოში ახლად გახსნილ ორჯგუფიან ბაღში 60 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სააღმზრდელო დაწესებულებაში სულ 11 ადგილობრივი დასაქმდა. ამასთან,  სოფელ ნაზარლოს საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 70-მდე აღსაზრდელი მიიღებს. მათ აღზრდაზეც 11 აღმზრდელი იზრუნებს. ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. ორივე ბაღის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან[სრულად…]

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს. უწყების ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ[სრულად…]

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეეძლებათ

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეეძლებათ

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი.  მსურველებს განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში (ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ. „სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ინფორმაცია: სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის,[სრულად…]