Archive for მაისი 3rd, 2019

ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია, ზუგდიდის ბიბლიოთეკისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე[სრულად…]

წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აპრილში წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2018 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი შეადგინა. აპრილში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7-პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და[სრულად…]

თბილისი ამბის თხრობის ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი ამბის თხრობის ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში 20-22 ივნისს ამბის თხრობის, ე.წ. „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ფესტივალი Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს მიერ დაფუძნდა. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ[სრულად…]

სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა

სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა

პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით -102 ხმით დაამტკიცეს. პროექტის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი[სრულად…]

“შემოქმედებითი საქართველო” აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის

“შემოქმედებითი საქართველო” აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის

“შემოქმედებითი საქართველო” აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის. თუ ხარ სტუდენტი და გაქვს იდეა როგორ შეიძლება განვითარდეს მუზეუმები საქართველოში, მაშინ დარეგისტრირდი 6 მაისამდე და მონაწილეობა მიიღე RE-conception Bootcamp-ში სემინარის ორგანიზატორები არიან “შემოქმედებითი საქართველო” და ისთ ანგლიის უნივერსიტეტი. პროექტის პარტნიორები: აჭარის მუზეუმების გაერთიანება, ბათუმის რელიგიის მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის[სრულად…]

ვემიჯნებით ისლამოფობიურ და პროვოკაციულ განცხადებებს – საპატრიარქო

ვემიჯნებით ისლამოფობიურ და პროვოკაციულ განცხადებებს – საპატრიარქო

საპატრიარქო დავით-გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ  ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და ამას პროვოკაციად აფასებს. მათი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. „ბოლო პერიოდში დავით[სრულად…]

2019/05/03 რელიგია
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით მოხდება. ვიზიტორთა ცენტრებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების[სრულად…]

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების[სრულად…]

რატომ უნდა გავიღიმოთ ხშირად?!

რატომ უნდა გავიღიმოთ ხშირად?!

როდესაც იღიმი მიმზიდველი ხარ. შენი ღიმილი შენზე ბევრს ყვება. არ გჯერა? ერთი წუთით დაფიქრდი შენთვის მიმზიდველ ადამიანებზე. ხშირად იღიმიან? მგონი ვხვდები რასაც მიპასუხებ. როდესაც მოღიმარ ადამიანს ვხედავ პოზიტიური ენერგიით ვივსები. ისინი სხვებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სანდოობის კოეფიციენტი იზრდება. გარდა იმისა, რომ როდესაც იღიმი, ბევრ კომპლიმენტს იღებ, ამ დროს თქვენი სხეული[სრულად…]

2019/05/03 რჩევები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და რვა პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და რვა პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. როგორც „თბილისი თაიმსს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე დაკავებულია 8 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, კახეთის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური[სრულად…]

ასწავლეთ თქვენს შვილებს მადლიერება – დეილ კარნეგის 7 წესი სულიერი სიმშვიდისკენ

ასწავლეთ თქვენს შვილებს მადლიერება – დეილ კარნეგის 7 წესი სულიერი სიმშვიდისკენ

წესი 1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, “ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე”; წესი 2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ. წესი 3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის[სრულად…]

2019/05/03 რჩევები
85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია

85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია

პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.  საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა[სრულად…]

“ენერგო-პრო ჯორჯია“ – რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება

“ენერგო-პრო ჯორჯია“ – რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება

,,ენერგო-პრო ჯორჯია“, რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების „მარჯვენა სანაპიროს“ და ,,პატარა რუსთავის“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. „საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვაკეთებთ ქალაქისთვის. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება რუსთავის ენერგომომარაგება. ქვესადგურში ,,მარჯვენა სანაპირო“ დამატებით დამონტაჟდება ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაც კიდევ[სრულად…]

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის ინფორმაციით, გორის ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოს ან მომავალ წელს გასხვისდება

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის ინფორმაციით, გორის ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოს ან მომავალ წელს გასხვისდება

გორის ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოსთვის ან მომავალ წელს გასხვისდება, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა. როდის და რა ფორმით მოხდება გორის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზება, ჩიქოვანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საკითხზე მუშაობა გრძელდება. “ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიდის მუშაობა, რომ[სრულად…]

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს. როგორც „თბილისი თაიმსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. მათი ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.[სრულად…]

სატრანსპორტო კომპანია „სარაჯიშვილზე“ მომხდარი შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებაზე განცხადებას ავრცელებს

სატრანსპორტო კომპანია „სარაჯიშვილზე“ მომხდარი შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით. “თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – საქართველოს ექნება ყველა მექანიზმი, რომ ჩვენ ქვეყანაში გაცემული დიპლომები აღიარებული იყოს ევროკავშირში

მამუკა ბახტაძე – საქართველოს ექნება ყველა მექანიზმი, რომ ჩვენ ქვეყანაში გაცემული დიპლომები აღიარებული იყოს ევროკავშირში

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება.[სრულად…]

მამაკაცი, რომელიც მეტოსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც მეტოსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც მეტოსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა მეტროში დაახლოებით 10:15 წუთზე მოხდა. „როდესაც სადგურზე შემოდიოდა მატარებელი, მგზავრი ჩავარდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. როდესაც დაასრულებენ მუშაობას, ჩაირთვება მეტრო. ამ ეტაპზე მეტრო მოძრაობს ვარკეთილიდან დიდუბის მეტრომდე. დიდუბის მეტროში ბრუნდებიან მატარებლები. საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ არის. დიდუბიდან ვარკეთილამდე უბანი გაიხსნება მას შემდეგ, რაც[სრულად…]

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი – დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი – მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი – დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი – მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მისივე თქმით, მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ამასთან, ეპისკოპოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მშვიდობიანი თანაცხოვრების ყოველგვარი პირობა აქვთ. „დავით გარეჯი[სრულად…]