Archive for მაისი 27th, 2019

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას „მედიაცეტრი მთავარი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია ჟურნალისტი მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო ერთ-ერთ სამშობიაროში გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. „ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა[სრულად…]

თბილისის მერის მოადგილე და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

თბილისის მერის მოადგილე და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, საზოგადოებრივი ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი თი გრუპისა“ და ISUZU-s მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის მიწვევით, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და  ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ. კერძოდ, ავტობუსების საწარმოო ხაზი დაათვალიერეს და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსების[სრულად…]

მთაწმინდის გამგეობამ კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის გამაგრების პროექტი დააფინანსა   

მთაწმინდის გამგეობამ კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის გამაგრების პროექტი დააფინანსა  

მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა. მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები, ამჯერად, ძმები ზუბალაშვილების ქ. №49-სა და ბესიკის ქ. №21-ში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება მრავალბინიანი შენობების კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები, მოჩარჩოვდება ღიობები. აღნიშნულ პროექტებს, გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში[სრულად…]

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი,[სრულად…]

სად ერთობიან თბილისელები – ქუჩების რეიტინგი

სად ერთობიან თბილისელები – ქუჩების რეიტინგი

სერვის “მაქსიმის” სპეციალისტებმა მოამზადეს თბილისის ქუჩების სტატისტიკა, სადაც ყველაზე ხშირად ისვენებენ ქალაქის მაცხოვრებლები. პარასკევი და შაბათი არის დღეები, როდესაც ყველა განტვირთვის საუკეთესო გზას ეძებს. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ტაქსის მომსახურებაზე. პარასკევ საღამოდან მნიშვნელოვნად იმატებს გამოძახებების რაოდენობა იმ ქუჩების მიმართულებით, სადაც განთავსებულია გასართობი ობიექტები და შესაძლებელია მეგობრებთან ერთად სასიამოვნო[სრულად…]

დღეიდან თბილისის საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს

დღეიდან თბილისის საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს

თბილისის საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით დღეიდან კომპანია „მზიური“ მოამარაგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. მათივე ცნობით, დღეიდან კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ივე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას. „ამ პერიოდში გაიმართა არაერთი[სრულად…]

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად  დარგო. „მწვანე სივრცეების არსებობა, გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის ახალი სკვერებისა და პარკების[სრულად…]

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის მფლობელია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის მფლობელია

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 200-მეტრიანი დისტანცია ყველაზე სწრაფად, 39.191 წამში დაფარა და გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი გავიდა, ხოლო მესამეზე – ბელარუსი არსტენ კოზირი. Please follow and like us:

2019/05/27 სპორტი
ლევან მურუსიძე – მინდა მქონდეს იმედი, რომ როგორც რეფორმის პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს

ლევან მურუსიძე – მინდა მქონდეს იმედი, რომ როგორც რეფორმის პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს

მოსამართლე ლევან მურისიძის აზრით, სასამართლოს რეფორმიდან რეფორმამდე დაახლოებით ორწლიანი პერიოდი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა გაანალიზდეს, რამდენად სწორად მუშაობს რეფორმა და რა არის გამოსასწორებელი. ამის შესახებ მურუსიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.[სრულად…]

2019/05/27 პოლიტიკა
ანა დოლიძე – რა ცვლილებებიც წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, არის სრული ფარსი

ანა დოლიძე – რა ცვლილებებიც წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, არის სრული ფარსი

რა ცვლილებებიც წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს ცვლილებები ადასტურებს, რომ არის სრული ფარსი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება. ანა დოლიძის თქმით, ის აპირებს, რომ პარლამენტს საკუთარი კანონპროექტი შესათავაზოს. „ცვლილებები არის მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური. სასამართლოს თავმჯდომარეები არიან პირდაპირი[სრულად…]

2019/05/27 პოლიტიკა
ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სამ მაღაროლეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ერთ-ერთი მათგანი, თემურ შეყილაძე კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჭიათურის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. გაფიცული მაღაროელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამასთან, ჭიათურაში მაღაროელებს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს  სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა. ჭიათურაში[სრულად…]

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა „სამართლიანობისთვის“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ბრიფინგი დამოუკიდებელ დეპუტატებთან, გედევან ფოფხაძესთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად გამართა. მისი თქმით, სამართლიანობა არის არსი და მიზანი, რისთვისაც თანამოაზრეებთან ერთად, ახალ ეტაპს იწყებს. „ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და,[სრულად…]

2019/05/27 პოლიტიკა
ლაგოდეხში 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა – როგორც ზედაპირული-სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო[სრულად…]

რა უპირატესობით სარგებლობენ პროფკავშირების წევრები?

რა უპირატესობით სარგებლობენ პროფკავშირების წევრები?

უკვე ორ ათეულზე მეტი წელია, რაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არსებობს. სხვადასხვა მეთოდითა და ნაბიჯით, ის ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება. გაერთიანების შესახებ  „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე,  ირაკლი პეტრიაშვილი პასუხობს: როდის დაარსდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება  და ვის აერთიანებს ის? საქართველოს[სრულად…]

პატრიარქი – მრავალი ქართველი უცხოეთში ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას

პატრიარქი – მრავალი ქართველი უცხოეთში ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას

მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს სამშობლოში ჩამოსვლა გაუადვილოს. „ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ[სრულად…]

2019/05/27 რელიგია
ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე

ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე

„უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე,“ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრები ქართველების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი მოღვაწეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, უწმინდესმა უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა. მისი თქმით,[სრულად…]

28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება

28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება

გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, სამშაბათს, 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება. „ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან.[სრულად…]

2019/05/27 რელიგია