Archive for მაისი 29th, 2019

შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება

შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება პარლამენტმა მესამე მოსმენით – 91 ხმით, ერთხმად მიიღო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი[სრულად…]

უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა უბილეთო მგზავრებაზე ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა. ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა. Please follow and like us:

სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოინგრა

სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოინგრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია ჩამოინგრა.ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge აქვეყნებს. ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა. დღეს ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ქვემო მაჩხაანის ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია სამი წლის წინ ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ათასი ლარი დაიხარჯა. Please follow and like[სრულად…]

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დღეს საღამოდან ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მასშტაბური და საჭირო პროექტია. „ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე,[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „პროექტს „მომავლის განათლება“ – აშშ- ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ“

მიხეილ ბატიაშვილი: „პროექტს „მომავლის განათლება“ – აშშ- ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ“

განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში ქნება წარდგენილი -მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში. ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პროექტის უპრეცენდენტო მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ ტექნოლოგიების სფეროში  ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება. მინისტრის[სრულად…]

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს

ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა. უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს:[სრულად…]

ზონალური პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში  პირველი ივლისის ნაცვლად   პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

ზონალური პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში  პირველი ივლისის ნაცვლად   პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება, საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანების გამო, პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,  პირველი აგვისტოს მდგომარეობით, იმ საპილოტე არეალში, სადაც ძალაში შევა პარკირების ახალი სისტემა, მუნიციპალიტეტი  დედაქალაქის მოსახლეობას და მის სტუმრებს  90  ახალი[სრულად…]

რადიოქალაქის  პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერია აუქციონს აცხადებს

რადიოქალაქის  პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერია აუქციონს აცხადებს

მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის   მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, კონცეფციის შესამუშვებლად მერიას დაქირავებული ჰყავდა კომპანია „კოლიერსი“, რომელთან ერთადაც შემუშავდა კონცეფცია და  პროექტი. „პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტი იქნება.  ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა[სრულად…]

ვაკეში გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

ვაკეში გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

დღეიდან, ვაკეში გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილით გადაადგილება გზის გარკვეულ მოკაკვეთებზე შეზღუდული, ხოლო რამდენიმე მონაკვეთზე შეცვლილი იქნება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი

სალომე ზურაბიშვილი – 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი

1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. მისი თქმით, გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში[სრულად…]