Archive for ივნისი 10th, 2019

დეკანოზი დავით ქვლივიძე ლგბტქ პრაიდის კვირეულზე – ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს

დეკანოზი დავით ქვლივიძე ლგბტქ პრაიდის კვირეულზე – ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს

ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ლგბტქ პრაიდის კვირეულში მონაწილეობა, სასიკვდილო ცოდვაა. „ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს[სრულად…]

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული. საქსტატის მიერ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს[სრულად…]

თამარ მეფის ორდენი შესაძლოა, მხოლოდ ქალებისთვის აღარ გაიცეს

თამარ მეფის ორდენი შესაძლოა, მხოლოდ ქალებისთვის აღარ გაიცეს

თამარ მეფის ორდენი შესაძლოა, მხოლოდ ქალებისთვის აღარ გაიცეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა. როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებას ამუშავებს, რომელიც მთავრობას და პრეზიდენტს გაეგზავნება. „თამარ მეფის ორდენი დღეს გენდერული ნიშნით გაიცემა, მაგრამ შეიძლება თუ[სრულად…]

შესაძლოა თბილისის დროშა და გერბი შეიცვალოს

შესაძლოა თბილისის დროშა და გერბი შეიცვალოს

თბილისის დროშა და გერბი შესაძლოა, შეიცვალოს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა. ჩხეიძის განმარტებით, დედაქალაქის დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება. „70 მუნიციპალიტეტის გერბი შესრულებულია სრული ჰერალდიკური პრინციპების დაცვით, მაგრამ თბილისის გერბი არ ჯდება ჰერალდიკურ კანონიკაში.[სრულად…]

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემსა და ყველა იუდეველს შავუოთის-თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემსა და ყველა იუდეველს შავუოთის-თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემსა და ყველა იუდეველს შავუოთის-თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს. „სინას მთაზე თორის მიღება ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა, რომელმაც მათ მორალისა და სამართლიანობის მცნებები მისცა. რელიგიის სააგენტო გილოცავთ შავუოთს, რომელიც წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს“, – ნათქვამია რელიგიის[სრულად…]

2019/06/10 რელიგია
31-ვე უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო

31-ვე უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის[სრულად…]

2019/06/10 პოლიტიკა