Archive for ივნისი 18th, 2019

ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი ბრიტანეთის დიდი სცენიდან

ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი ბრიტანეთის დიდი სცენიდან

„მე ვარ ნატალია, 9 წლის, ქართველი გოგო ინგლისში. მიყვარს ოპერა და ადამიანებთან საუბარი. მიყვარხართ“. -ასე ახასიათებს საკუთარ თავს, 9 წლის ქართველი გოგონა, რომელიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად სერიოზულ საოპერო არიებსაც ასრულებს. ნატალია სარდლიშვილი, ქართველი გოგონა  მანჩესტერიდან, “თბილისი თაიმსს” საყვარელი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. როგორ დაიწყო შენი  წარმატებების[სრულად…]

2019/06/18 პერსონა
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს  სოლიდარობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლგბტ+-ის გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ: „მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი[სრულად…]

კიბერუსაფრთხოება – როგორ დავიცვათ საკუთარი ბარათები და ანგარიშები

კიბერუსაფრთხოება – როგორ დავიცვათ საკუთარი ბარათები და ანგარიშები

დღევანდელი საზოგადოება, არცთუ ისე იშვიათად, კომფორტისა და საფრთხის ზღვარზეა. საფინანსო სექტორში შესაბამისი დეტალებისა და საკუთარი ბარათებისა და ანგარიშების მართვის არცოდნა, საბოლოოდ, მომხმარებელს უქმნის რეალურ საფრთხეს, იყოს მსხვერპლი. ჩვეულებრივ, დღის მანძილზე ჩვენ თავად შეგვიძლია, საკუთარი თავი საკმაოდ მძიმედ ვაზარალოთ. რა უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს და რა – საფინანსო სექტორს? აღნიშნულ საკითხთან[სრულად…]

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა დაადასტურა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა დაადასტურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა.  ეს განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა და იუსტიციის მინისტრთან ერთად ის გამონაკლისია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე[სრულად…]

2019/06/18 პოლიტიკა
„მთავარია, ჯიბეში არ მედოს ნაგავი“ – სიახლე რუსთაველის გამზირზე

„მთავარია, ჯიბეში არ მედოს ნაგავი“ – სიახლე რუსთაველის გამზირზე

სულ რამდენიმე დღეა, საკრებულოდან ფილარმონიამდე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა. ეს ჩვენი რეალობისთვის სიახლეა. ზედმეტი ნივთების მოსაშორებლად აქამდე ქართველებს არ გვიწევდა ფიქრი, რომ ის დაგვეხარისხებინა. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად ვიზრუნოთ. ურნები შემდეგი   მასალებისგან დამზადებული ნარჩენების სეპარირებას გულისხმობს: მინა, პლასტიკა, ქაღალდი და შერეული ნარჩენი. აღნიშნული კონტეინერები  „თბილსერვის ჯგუფმა“[სრულად…]

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვა

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები ჩინეთში იმყოფება, სადაც კუნგფუს მერვე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს ნაკრების სპორტსმენების მონაპოვარი ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი იყო. ოქროს მედლის მფლობელები მარიამ თურმანიძე (17 წლის), სოფიკო აფხაზავა (11 წლის), ნიკოლოზ ნუცუბიძე (10 წლის), საბა გოგია[სრულად…]

2019/06/18 სპორტი
საქართველოსა და თურქეთის გავლით პირველად, აზერბაიჯანული გაზი საბერძნეთის საზღვართან მივიდა

საქართველოსა და თურქეთის გავლით პირველად, აზერბაიჯანული გაზი საბერძნეთის საზღვართან მივიდა

აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთზე გამავალი მილსადენით პირველად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, საბერძნეთის საზღვართან მივიდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) იუწყება. „გაზი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე „შაჰ-დენიზიდან“ 2018 წლის 23 იანვარს მივიდა, აზერბაიჯანისთვის ისტორიულ -ეროვნული ხსნის დღეს უკვე ევროპულ საზღვარზეა“, – წერია SOCAR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში[სრულად…]

ლევან ვასაძე – ჩვენ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას საყვარელ დედაეკლესიასთან

ლევან ვასაძე – ჩვენ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას საყვარელ დედაეკლესიასთან

ჩვენი საქმე არ არის სხვადასხვა საეკლესიო პირების სხვადასხვა აზრის კომენტირება, საერთოდ ვემიჯნებით პირდაპირ და უშუალო ბმას ჩვენს საყვარელ დედაეკლესიასთან, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, დედაეკლესიამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში „თბილისი პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს. „მინდა, გამოვეხმაურო იმ საეკლესიო პირების განცხადებებს, რომლებიც გვეუბნებიან,[სრულად…]

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ იწყებს სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ კომპანიაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულების სტუდენტებსაც. ,,გარდა ამ პროგრამისა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ატარებს სხვა მრავალ ღონისძიებას, რომელიც ენერგტიკის დარგის პოპულარიზაციას უწყობს[სრულად…]

ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ, რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ, რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში, 17 ივნისს, ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2012-2013, 2016, 2017 და 2018 წლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა. რუსთაველის ფონდის ინფორმაციით, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო გამარჯვებული პროექტის – „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების, სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული მატერიალური კულტურის[სრულად…]

2019/06/18 კულტურა
ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“, ორგანიზატორები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას

ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“, ორგანიზატორები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას

ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორები გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა, ორგანიზატორებს შეხვედრა დღეს ექნებათ და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გიორგი თაბაგარის თქმით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი[სრულად…]