Archive for ივნისი 21st, 2019

პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა

პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში[სრულად…]

2019/06/21 პოლიტიკა
აქციაზე გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ და ბოთლი ესროლეს

აქციაზე გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ და ბოთლი ესროლეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ. უგულავას აქციის მონაწილეებმა ბოთლები ესროლეს.„ევროპული საქართველოს“ წევრი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს. Please follow and like us:

თსუ-ს სტუდენტების აქცია დასრულდა

თსუ-ს სტუდენტების აქცია დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია დასრულდა. ​აქციის ორგანიზატორის, ლექსო გოგილაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნა მშვიდობა იყო, რაც ამ ეტაპზე მიღწეულია. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში სტუდენტებს საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარება სურთ. Please follow and like us:

საპატრიარქო-ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი

საპატრიარქო-ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. „თბილისი თაიმსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარულით გულანთებული[სრულად…]

2019/06/21 რელიგია
შსს-ის ინფორმაციით,სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

შსს-ის ინფორმაციით,სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით  აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური  თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად,  აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის[სრულად…]

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატი დატოვა

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატი დატოვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.-ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მან თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა. Please follow and like us:

2019/06/21 პოლიტიკა
ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ

“ნუ გვესვრი” – მედიის წარმომადგენლები ამ ლოზუნგით მართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას და ჟურნალისტების უფლებების შელახვას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა. ქარტიის ინფორმაციით, გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის დარბევისას 32 ჟურნალისტი დაშავდა. თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულშიც. Please follow and like us:

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამას წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. Please follow and like us:

2019/06/21 პოლიტიკა
Human Rights Watch – პოლიციამ თბილისში არაძალადობრივად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა

Human Rights Watch – პოლიციამ თბილისში არაძალადობრივად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა

პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში არაძალადობრივად განწყობილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს, – ასე გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch გუშინ ღამით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „სამართალდამცველებს აქვთ უფლება მიიღონ ლეგიტიმური ზომები, იმისთვის რომ ადამიანებს პარლამენტში შეჭრა შეუზღუდონ, თუმცა ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ადამიანის უფლებების სფეროში არსებული[სრულად…]

2019/06/21 პოლიტიკა
არაოფიციალური ინფორმაციით კობახიძემ თანამდებობა დატოვა

არაოფიციალური ინფორმაციით კობახიძემ თანამდებობა დატოვა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.  არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. შესაბამისი ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე გაკეთდება. Please follow and like us:

2019/06/21 პოლიტიკა
აქციაზე დაკავებულებიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

აქციაზე დაკავებულებიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულეიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. Please follow and like us:

Tbilisi Open Air განცხადებას ავრცელებს

Tbilisi Open Air განცხადებას ავრცელებს

bilisi Open Air რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს. „მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო. Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს,[სრულად…]

ერთი ქოხით დაწყებული ბიზნესი სვანეთის გაუკაცრიელებულ სოფელში – „ჰეშკილის ქოხები“

ერთი ქოხით დაწყებული ბიზნესი სვანეთის გაუკაცრიელებულ სოფელში – „ჰეშკილის ქოხები“

ზაფხულობით, ლენჯერიდან ბავშვებთან ერთად ადიოდნენ დასასვენებლად. ცადაწვდენილი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მამაპაპისეულ სათიბში თავიდან ხის ერთი ქოხი ააშენეს. მეწველი ძროხები ჰყავდათ და იმ პერიოდში, სვანეთში კანტიკუნტად მოხვედრილ ტურისტებს ნატურალური პროდუქტებით მასპინძლობდნენ. სვანეთის გზის, სათხილამურო ტრასებისა და მესტიის რეაბილიტაციის შემდეგ, ფილფანების სტუმრების რაოდენობაც გაიზარდა. ასე გაჩნდა „ჰეშკილი სითის“ იდეა. „არაფერი გვქონდა საკუთარი[სრულად…]

შსს – აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე

შსს – აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე  დარეკონ. „აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, თბილისში გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო[სრულად…]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა. მისი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია. „კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს[სრულად…]

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა. „სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს.[სრულად…]

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას  პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბაქოში 20 ივნისს დაიწყო და 22 ივნისს უნდა დასრულებულიყო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, ბელარუსში ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. Please follow and like us:

2019/06/21 პოლიტიკა
დემონსტრანტებმა მაღაზიის და სახლების მინები ჩაამტვრიეს და მანქანა ამოატრიალეს

დემონსტრანტებმა მაღაზიის და სახლების მინები ჩაამტვრიეს და მანქანა ამოატრიალეს

ამ დილით დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აქციის მონაწილეებმა ავტომობილი ამოატრიალეს და დაამტვრიეს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მონაწილეებმა თბილისის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. რამდენიმე პოლიციელმა და მოქალაქემ სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. დემონსტრანტებმა მათ რუსთაველის ქუჩის დატოვების შემდეგ კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. პრეზიდენტი ბელარუსში ვიზიტს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს. სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში 20 ივნისს გაემგზავრა. ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება. რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით[სრულად…]

2019/06/21 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე – პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება

მამუკა ბახტაძე – პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება

ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. „ იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე ვუზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის[სრულად…]

2019/06/21 პოლიტიკა
ინგოროყვას კლინიკაში, რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული 46 ადამიანიდან 35 უკვე გაეწერა, 11 მკურნალობას განაგრძობს

ინგოროყვას კლინიკაში, რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული 46 ადამიანიდან 35 უკვე გაეწერა, 11 მკურნალობას განაგრძობს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მათ კლინიკაში დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა. მისი თქმით, კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. „ღამის განმავლობაში კლინიკაში 46 პაციენტი შემოვიდა. ამათგან ამ დილისთვის 35-მა უკვე დატოვა კლინიკა, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ. მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს[სრულად…]

გრიგოლ ვაშაძე – დღეს პარლამენტთან აქცია განახლდება – უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი და აღარც პოლიტიკოსები, ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან

გრიგოლ ვაშაძე – დღეს პარლამენტთან აქცია განახლდება – უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი და აღარც პოლიტიკოსები, ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან

ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე კვლავ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. ვაშაძის თქმით, აქცია პარლამენტთან გაიმართება. „19:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია და იმიტომ, რომ აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი და აღარც პოლიტიკოსები. ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა.[სრულად…]

2019/06/21 პოლიტიკა
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც „ბიბისი” წერს, რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. „მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო”, – წერს „ბიბისი” და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა. აქვე[სრულად…]

ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას 12:00 საათამდე გაავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას 12:00 საათამდე გაავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას 12:00 საათამდე გაავრცელებენ. როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტების ნაწილის გაწერის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ბოლო ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ უწყებამ 21 ივნისის 01:00 საათზე გაავრცელა და ამ[სრულად…]

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს. როგორც „მოამბის“ ოპერატორი ყვება, პოლიცია ერთ-ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებდა, რასაც მუხიგულაშვილი იღებდა. „პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ მას სცემა და მოგვიანებით კი დააკავა“,- ამბობს საქართველოს პირველი არხის[სრულად…]

პარლამენტის წინ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან

პარლამენტის წინ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარაზისხევში და პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. თუმცა, ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. ფილარმონიის წინ ასევე რჩება ავტომანქანა, რომელიც დემონსტრანტებმა დღეს დილით დაამტვრიეს. რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20[სრულად…]

ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული 18 ადამიანია მოთავსებული

ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული 18 ადამიანია მოთავსებული

18 ადამიანი, რომლებმაც დაზიანებები საპროტესტო აქციაზე მიიღეს, ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ფეხის არეში უტარდება. Please follow and like us:

სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზს უშვებდა, დემონსტრანტები კი საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ

სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზს უშვებდა, დემონსტრანტები კი საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ

სპეცრაზმელები  პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით არბევდნენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმეჯერ დატოვეს პარლამენტის ტერიტორიაა სროლის დროს, თუმცა მალევე დაბრუნდნენ ადგილზე. ისინი ცრემლსადენი გაზის გაშვების დროს საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ. Please follow and like us:

გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის — ამერიკის საელჩო აქციას ეხმაურება

გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის — ამერიკის საელჩო აქციას ეხმაურება

ამერიკის საელჩო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს და აქციიის დაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. “მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში”, — წერია საელჩოს განცხადებაში. სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. Please follow and like us:

საპატრიარქო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში

საპატრიარქო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. ისინი მოუწდებე ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. “მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას,[სრულად…]