Archive for ივნისი 27th, 2019

მამუკა ბახტაძე – ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა

მამუკა ბახტაძე – ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა

ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 7 წელია ამზადებდნენ ამას და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას. ამასთან, პრემიერმა 20 ივნისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის[სრულად…]

2019/06/27 პოლიტიკა
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა. სასამართლო დარბაზში მყოფი ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. Please follow and like us:

დიდუბის რაიონში ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონში ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხუთ მისამართზე სრულდება. „სამუშაოების ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩის N5-ში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსებთან, კაუჩუკის რბილი იატაკი დაიგება[სრულად…]

ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რისთვისაც 1 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის განსახორციელებლად შპს „დემეტრე და კომპანიას“ სააგენტოსგან ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34494.00კვ.მ. მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა. კომპანიის საწარმოო ხაზი[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ კითხვებს

მამუკა ბახტაძე – დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ კითხვებს

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. პრემიერის განცხადებით, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს. „დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა. ეს[სრულად…]

2019/06/27 პოლიტიკა
ეროვნული ბანკი – ტურისტული სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 200-300 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება

ეროვნული ბანკი – ტურისტული სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 200-300 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, რუსული ტურისტული სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წლის ბოლომდე 200-300 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება. ამის შესახებ უწყების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ეროვნულ ბანკის ცნობით, ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და შესაბამისად, კურსზეც. „ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული[სრულად…]

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებთ, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. „ჩვენი მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი, არ იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ რომ საფრთხე ემუქრება, თუმცა ისიც მინდა ვთქვა რომ პოლიტიკური სტაბილურობა სიმშვიდე ეს არის ის ფაქტორები რომლებიც ყოველთვის[სრულად…]

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს. ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის[სრულად…]

ნათია თურნავა – ჩვენი მიზანია, საქართველოს ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ

ნათია თურნავა – ჩვენი მიზანია, საქართველოს ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ

ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში. მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები[სრულად…]

პარლამენტის შენობის წინ აქცია 27 ივნისს 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ აქცია 27 ივნისს 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა. ორგანიზატორთა განცხადებით, აქცია 27 ივნისს, 19.00 საათზე განახლდება. მათივე განცხადებით, აქციები არ შეჩერდება, ვიდრე შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები. Please follow and like us:

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობას სთხოვს. საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით[სრულად…]