Archive for ივნისი, 2019

პროკურატურამ აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და[სრულად…]

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, 1 000 000 ლარს გამოყოფს

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, 1 000 000 ლარს გამოყოფს

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს. როგორც „თბილისი თაიმსს“ “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, მათთვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის[სრულად…]

აქციის მონაწილეები შსს-სთან  მართავენ აქციას

აქციის მონაწილეები შსს-სთან მართავენ აქციას

აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ. ისინი სკანდირებენ – „წადი!” აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც 14:00 საათისთვის მსვლელობა საყვირებისა და ავტომობილების სიგნალების ხმის ფონზე, შსს-ს შენობამდე გამართეს, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მათი მოთხოვნები შემდეგია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება; იმ მოსამართლეების მიერ თანამდებობის დატოვება, ვინც,[სრულად…]

ბეშუმი – გარანტია ზაფხულის ცხელი დღეების სილამაზისთვის (ფოტოკოლაჟი)

ბეშუმი – გარანტია ზაფხულის ცხელი დღეების სილამაზისთვის (ფოტოკოლაჟი)

ზაფხულია და, მეტ-ნაკლებად, საკუთარი ცხელი დღეები ყველას დაგეგმილი აქვს. ზოგი უპირატესობას მთას ანიჭებს, ზოგიც – ზღვას. ბეშუმი ხულოს  რაიონში, სილამაზით, არაამქვეყნიური ბუნებითა და უცხოელი დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ზაფხულიც და ზამთარიც აქ თანაბრად თვალისმოჭრელია. წელს ის დამთვალიერებელს ბევრად გამართულ ინფრასტრუქტურას, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოსა და ეკონომიკური თვალსაზრისით კურორტის წინსვლას[სრულად…]

ქართველი სამბისტების ისტორიული შედეგი ევროპულ თამაშებზე-4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი

ქართველი სამბისტების ისტორიული შედეგი ევროპულ თამაშებზე-4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი

ვროპული თამაშების მეოთხე დღეს ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ლევან ნახუცრიშვილი (-74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ნახუცრიშვილმა ფინალში რუს სტანისლავ სკრიაბინს 5:1 მოუგო, ხოლო ბერძენიშვილმა ბელარუსელი იური რიბაკი 8:0 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გივი ნადარეიშვილი (-52 კგ), გეგა ჩირგაძე (-62[სრულად…]

2019/06/24 სპორტი
მამუკა ბახტაძე – სამართლებრივი შეფასება მიეცემა, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას

მამუკა ბახტაძე – სამართლებრივი შეფასება მიეცემა, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას

სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ მომენტში მთავარია მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობა, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ. „ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო კანონზე დაფუძნებული. ძალიან[სრულად…]

2019/06/24 პოლიტიკა
კიდევ ერთი წერილი-ბიძინა ივანიშვილს! ( 5 წლის შემდეგ)

კიდევ ერთი წერილი-ბიძინა ივანიშვილს! ( 5 წლის შემდეგ)

5 წლის წინ სტუდენტმა გოგონამ წერილი მოგწერეთ, ვიცი ის წერილი არ წაგიკითხვთ. (თქვენთვის პირადად არ გამომიგზავნია ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე გამოვაქვეყნე, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.) მაშინ თქვენი მმართველობა ჯერ 2 წლის დაწყებული იყო და თქვენც ახალი გადასული იყავით პოლიტიკიდან სამოქალაქო საზოგადოებაში. იმ დროსაც ქაოსური მგდომარეობა იყო ხელისუფლებაში და ამ ყველაფრის[სრულად…]

რუსული “საჰაერო დარტყმები”  და ეკონომიკური გამოწვევები

რუსული “საჰაერო დარტყმები” და ეკონომიკური გამოწვევები

ქვეყანაში მასობრივი პროტესტის ფონზე წლების წინ განვითარებული სცენარი მეორდება. რუსული მხარე 8 ივლისიდან კრძალავს ფრენებს საქართველოს მიმართულებით და მის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. იმ ფონზე, როდესაც ქართული ეკონომიკის საკმაოდ დიდი წილი ტურიზმზე მოდის, ხოლო ტურისტულ სეზონებზე რუსი ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია, საფრთხე, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გადაწყვეტილებით დაუდგა, ყველასთვის ცხადი[სრულად…]

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა-ბიძინა ივანიშვილი

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა-ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. ამის შესახებ ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს, ყველა ვხედავთ, რომ[სრულად…]

2019/06/24 პოლიტიკა
საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება

საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება

საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. “საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების[სრულად…]

2019/06/24 პოლიტიკა
აქციის დაშლისას დაშავებული 19 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში რჩება, მათ შორის ორი მართვით სუნთქვაზეა

აქციის დაშლისას დაშავებული 19 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში რჩება, მათ შორის ორი მართვით სუნთქვაზეა

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებული 19 ადამიანი მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს, მათ შორის ორი სამართალდამცველი და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილია. ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ორივე მათგანი რეგიონულ ჰოსპიტალში ინტენსიური დაკვირვების პალატაში მკურნალობს და მართვით სუნთქვაზეა. მედიკოსთა თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა და დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება.[სრულად…]

ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-16 ჩოგანია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-16 ჩოგანია

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. პირველ ათეულში ცვლილება არ მომხდარა, სამაგიეროდ, ერთი საფეხურით მაღლა ასვლა მოახერხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. თუმცა, ეს ქართველი ჩოგბურთელის დამსახურება ნაკლებადაა. გასულ კვირას, ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ითამაშა და პირველ წრეში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან. ქართველის წინსვლა განაპირობა იმან, რომ მარინ ჩილიჩმა[სრულად…]

2019/06/24 სპორტი
საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები $47 მილიონზე მეტით იზარალებენ

საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები $47 მილიონზე მეტით იზარალებენ

საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე იზარალებენ (47 600 000-ზე მეტი დოლარი). ამის შესახებ გამოცემა რუსული „კომერსანტი“ წერს. ამავე ინფორმაციით, კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვები 155 ათას რუს ტურისტს შეეხება, რომლებსაც ავიაკომპანიებმა გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნონ. პუტინის განკარგულებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.[სრულად…]

ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი დოკუმენტი შემუშავდება

ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი დოკუმენტი შემუშავდება

ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება დაიწყო, რომლის მიზანს ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობის გაწერა წარმოადგენს, რომლებიც ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხებში დაბადებიდან სკოლაში მისვლამდე არიან ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათი[სრულად…]

აქცია დღეს  19:00 საათზე განახლდება

აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება

აქციის მონაწილეებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს, თუმცა ნელ-ნელა იშლებიან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსვლელობა გაიმართება ყველა უწყებასთან, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიგონ და დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები. 24 ივნისს, 14:00 საათზე აქციის მონაწილეების შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი პარლამენტთან აქცია განახლდება. Please[სრულად…]

საგარეო უწყება – საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ

საგარეო უწყება – საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ

თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში. „საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ[სრულად…]

2019/06/23 პოლიტიკა
შსს-20 ივნისის აქციაზე დაკავებულ 121 პირს პატიმრობა შეეფარდა

შსს-20 ივნისის აქციაზე დაკავებულ 121 პირს პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის ღამეს დაკავებული 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დანარჩენი დაჯარიმდა ან გააფრთხილეს. Please follow and like us:

დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში! — ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში იწვევს

დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში! — ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში იწვევს

ოპერის ქართველი მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს დასასვენებლად საქართველოში იწვევს. მოწოდება მომღერალმა ფეისბუქით მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის პრეიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. “წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი!”, — წერს ანიტა რაჭველიშვილი.   Please follow and like us:

რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას

რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 სამართალდამცველი. ნაწილი მათგანი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ნაწილი კი, სახლში გაეწერა. Please follow[სრულად…]

ევროპული თამაშების ფინალში ხუთი ქართველი სამბისტია

ევროპული თამაშების ფინალში ხუთი ქართველი სამბისტია

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 7 ქართველი სამბისტი გამოვიდა, ხუთმა მათგანმა ფინალში გასვლა შეძლო, ხოლო ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ოქროს მედლის მოპოვების შანსი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ვახტანგ ჩიდრაშვილს (57 კგ),[სრულად…]

2019/06/22 სპორტი
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება. Please follow and like us:

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია – აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ აღარ იმყოფებიან

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია – აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ აღარ იმყოფებიან

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან. ადგილზე არც სამართალდამცავები არიან. გუშინ, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს. Please follow and like us:

პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა

პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში[სრულად…]

2019/06/21 პოლიტიკა
აქციაზე გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ და ბოთლი ესროლეს

აქციაზე გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ და ბოთლი ესროლეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ. უგულავას აქციის მონაწილეებმა ბოთლები ესროლეს.„ევროპული საქართველოს“ წევრი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს. Please follow and like us:

თსუ-ს სტუდენტების აქცია დასრულდა

თსუ-ს სტუდენტების აქცია დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია დასრულდა. ​აქციის ორგანიზატორის, ლექსო გოგილაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნა მშვიდობა იყო, რაც ამ ეტაპზე მიღწეულია. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში სტუდენტებს საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარება სურთ. Please follow and like us:

საპატრიარქო-ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი

საპატრიარქო-ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. „თბილისი თაიმსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარულით გულანთებული[სრულად…]

2019/06/21 რელიგია
შსს-ის ინფორმაციით,სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

შსს-ის ინფორმაციით,სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით  აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური  თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად,  აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის[სრულად…]

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატი დატოვა

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატი დატოვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.-ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მან თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა. Please follow and like us:

2019/06/21 პოლიტიკა
ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ

“ნუ გვესვრი” – მედიის წარმომადგენლები ამ ლოზუნგით მართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას და ჟურნალისტების უფლებების შელახვას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა. ქარტიის ინფორმაციით, გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის დარბევისას 32 ჟურნალისტი დაშავდა. თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულშიც. Please follow and like us:

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამას წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. Please follow and like us:

2019/06/21 პოლიტიკა