29 წთ წინ
ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები
5 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
5 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
5 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
5 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

Archive for ივლისი, 2019

პაატა სალია – დვალსა და აქიმიძეს ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40%, მათ მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად პასუხს გაგვაგებინებენ

პაატა სალია – დვალსა და აქიმიძეს ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40%, მათ მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად პასუხს გაგვაგებინებენ

ადამიანებმა მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად პასუხს გაგვაგებინებენ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშის, ჯარჯი აქიმიძისადა დავით დვალის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშმა მათ შესთავაზა 40%. „შეხვედრაზე ბევრ რამეზე იყო საუბარი. არ ყოფილა აქ წერილობითი შეთანხმება, არ ყოფილა რამეზე ხელი ჩამორთმეული ამ ეტაპზე და[სრულად…]

ქიბარ ხალვაშის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება

ქიბარ ხალვაშის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება

„რუსთავი 2“-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება. შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა. შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ უცნობია. ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია. როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში[სრულად…]

ანანურის კომპლექსის დაზიანებული უბნები ხვალიდან ტურისტებისთვის დაიკეტება

ანანურის კომპლექსის დაზიანებული უბნები ხვალიდან ტურისტებისთვის დაიკეტება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებული უბნები და ადგილები ტურისტებისთვის ხვალიდან დაიკეტება. ამის შესახებ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. მისი თქმით, ანანურის სამონასტრო კომპლექსს ნიკოლოზ ანთიძე ხვალ დაათვალიერებს. ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება „საყდრისის[სრულად…]

2019/07/30 კულტურა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი[სრულად…]

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია – „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია – „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია – „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, ახალი პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა. „ამ მობილურ აპლიკაციაში არის[სრულად…]

ბოლო 4 დღეში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო, 11 შეჩერდა

ბოლო 4 დღეში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო, 11 შეჩერდა

ბოლო 4 დღის განმავლობაში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო 11 შეჩერდა და ჯამში 330 000 ლარით დაჯარიმდა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა. ბექა ფერაძის თქმით, ჯარიმა თითოეული ობიექტისთვის 30 000 ლარით განისაზღვრა.[სრულად…]

ბიზნესომბუდსმენი ლარის კურსზე – ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა

ბიზნესომბუდსმენი ლარის კურსზე – ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა

კურსის ფორმირებაში ნეგატიური მოლოდინების გავლენის შესამცირებლად, ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ბიზნესომბუდსმენის თქმით, ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა.[სრულად…]

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს „თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 ივლისს, 00:00 საათიდან, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩის კვეთიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულიდან[სრულად…]

თბილისს ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს

თბილისს ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს

თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგად. ასევე ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავშემკრები მანქანების ქაოსური გადაადგილების აღმოფხვრას,[სრულად…]

ნიკა გვარამია – გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა

ნიკა გვარამია – გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა

გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო, უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა, უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენტსიურიფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება[სრულად…]

მათემატიკის საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში გაიმართება

მათემატიკის საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში გაიმართება

ბარსელონაში მათემატიკის XI საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით გიმნაზია „აია-ჯესს“-ის და კომაროვის სკოლისმოსწავლეები მონაწილეობდნენ. საქართველოში ტურნირის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ გიმნაზია „აია-ჯესს“-ია,რომელიც უკვე ოთხი წელია აღნიშნულ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს. „ტურნირი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას, 2020 წელს საქართველოში გაიმართება, რაც ქვეყნის, როგორც განათლების სექტორისთვის, ისე ეკონომიკისა და[სრულად…]

გარესამყაროსგან მოწყვეტილი პატიმრები და კანონი, რომელიც არ (ვერ ) გვიცავს

გარესამყაროსგან მოწყვეტილი პატიმრები და კანონი, რომელიც არ (ვერ ) გვიცავს

ევროსაბჭოს უახლესი სტატისტიკის თანახმად, ევროპაში პატიმართა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს არა მხოლოდ კრიმინალის მაღალ დონეზე ჩვენს ქვეყანაში, ასევე პრობაციის სისტემაში ეფექტური რეფორმების გატარების აუცილებლობაზეც. საქართველოში 2017 წლიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში  ყოველ 100 000 მოსახლეზე 252 პატიმარი იყო აღრიცხული. ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ სტანდარტთან შედარებით[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ჩემი გულწრფელი სამძიმარი ტუნისელ ხალხს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პირველ პრეზიდენტ ეს-სებსის გლოვობს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ბეჯი კაიდ ეს-სებსი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტუნისის პრეზიდენტად ის 2014 წელს აირჩიეს. Please follow and like us:

2019/07/26 პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი – მოვუწოდებთ რუსეთს,  მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს,   ჩამოვიდნენ საქართველოში

ელიზაბეთ რუდი – მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში

ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა[სრულად…]

2019/07/26 პოლიტიკა
შსს – დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი

შსს – დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი

20-21 ივნისისი მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, დღეს შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21[სრულად…]

„მთა ცხოვრებას მაგონებს, ანუ როცა მთაზე ადიხარ, გგონია, რომ სულ ცოტა დარჩა“ (ფოტოკოლაჟი)

„მთა ცხოვრებას მაგონებს, ანუ როცა მთაზე ადიხარ, გგონია, რომ სულ ცოტა დარჩა“ (ფოტოკოლაჟი)

ბუნებასთან ზოგს როგორი დამოკიდებულება აქვს, ზოგს – როგორი; თუმცა, რთული მოსაძებნია ადამიანი, რომელსაც ზღვა, მთა, სიმწვანე, სიმშვიდე, დასვენება – რომელიმე მაინც შვებას არ გვრიდეს. ერთდროულად ხმაური და სიწყნარე, სიცივე და თბილი ნიავი, მზე და წვიმა – საქართველოში თავისუფლად არის შესაძლებელი, ერთი მოცემულობიდან თავი მეორეში ამოყო. განსაკუთრებულად სასიამოვნო კი ის ფაქტია,[სრულად…]

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  გურჯაანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, C ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე გავლილია, მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და ახლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველამ გაიაროს ტესტირება, რომელიც უფასო პროცედურაა. „მნიშვნელოვანია, აღნიშნული გზავნილი მივიდეს ყველა[სრულად…]

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მათი ცნობით, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. როგორც პარტიაში განაცხადეს, ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ავტომობილით გადაადგილდებოდა. ამასთან, ოქრუაშვილის დაკავების შესახებ[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წერს. „როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა „თიბისი ბანკის“ აქციების ფასს. როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც[სრულად…]

2019/07/25 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს​

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს​

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე). დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ამ[სრულად…]

შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 25 ივლისს შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის 3 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სიტყვით გამოვა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ნინო სამველიძე. შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის 2019 წლის[სრულად…]

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალშია. ამ წარმატებას ბასილავშილმა მერვედფინალში არგენტინელ ხუან იგნასიოს დამარცხებით (4-6; 6-3; 3-6) მიაღწია. შეხვედრა საათსა და 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში 77-ე ადგილზეა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი[სრულად…]

2019/07/25 სპორტი
ერთად ქართული ტურიზმის გადასარჩენად -შესანიშნავი ხუთეულის შესანიშნავი წამოწყება

ერთად ქართული ტურიზმის გადასარჩენად -შესანიშნავი ხუთეულის შესანიშნავი წამოწყება

ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე დაძაბულმა მოვლენებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას. რუსული სანქციებისა და ტურისტული ნაკადის შემცირების ფონზე ბევრი კითხვის ნიშანი და კიდევ უფრო მეტი პროგნოზი გაკეთდა, თუმცა საქმე რომ ლაპარაკს სჯობია და მოლოდინების რეალობას ქცევას მისი უკეთესობისკენ შეცვლა -ეს ფაქტია. ისევ ქართული ძალებით, სურვილითა და ერთი უბრალო წამოწყებით[სრულად…]

ნათია თურნავა – ანაკლიის პორტს არაფერი არ ემუქრება

ნათია თურნავა – ანაკლიის პორტს არაფერი არ ემუქრება

ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი არ ემუქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა თურნავამ. საქართველოს[სრულად…]

„უნდა ახსოვდე ადამიანს, არ არის აუცილებელი სხვა რამე“

„უნდა ახსოვდე ადამიანს, არ არის აუცილებელი სხვა რამე“

მივატოვეთ მიწა, დედასთან გაიგივებული მიწა… მიწამ დამდურება იცის, ახლა მაგას შემორიგება უნდა… მარტოობა მაშინაა რთული, როცა ამას შენ არ წყვეტ… ის ყოველთვის ამართლებს ცრემლებს. ამართლებს მაშინ, როცა საყვარელი ადამიანები შენ გარშემო ვერ ტრიალებენ. ალეკო მშვილდაძე შვიდ ათეულზე მეტი წლისაა, სოფელ ობჩაში ცხოვრობს. ცხოვრობს მარტო, დიდ სახლში, უზარმაზარ მიწაზე. ცხოვრობს ერთი,[სრულად…]

2019/07/24 პერსონა
სიახლე კინოსა და წიგნის მოყვარულთათვის – სულ მალე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

სიახლე კინოსა და წიგნის მოყვარულთათვის – სულ მალე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

მრავალი სიახლის კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მორიგ ინოვაციას აანონსებს – სულ მალე, კინობიბლიოთეკა გაიხსნება. ეს უკანასკნელი  ერთ სივრცეში კონემატოგრაფიაზე  არაერთი წიგნის თავმოყრასგულისხმობს. სიახლის შესახებ „თბილისი თაიმსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ესაუბრა. ვის ეკუთვნის აღნიშნული იდეა? იდეა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ის გაჩნდა გამომდინარე იქედან, რომ[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულება მიულოცა

მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულება მიულოცა და დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შეჯამებისას, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა წარმატება უსურვა[სრულად…]

თბილისის მერია 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

თბილისის მერია 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

თბილისის მერია 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტამბულიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 200 ერთეულიდან 100 გაზზე მომუშავე, ხოლო 100 ელექტროავტობუსი იქნება. „მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შესყიდვაზე გამოვაცხადოთ ტენდერი. დაახლოებით, 200 ერთეულზე, საიდანაც 100 იქნება გაზზე მომუშავე CNG და[სრულად…]

20 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

20 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

20 არასამთავრობო ორგანიზაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს სთხოვენ, მონიტორინგის ქვეშ აიყვანონ „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ მიმდინარე პეროცესები, რათა შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები. „გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს[სრულად…]

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა. საქართველოში ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage შემოდის. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან” აცნობეს, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში[სრულად…]