Archive for ივლისი 12th, 2019

დონალდ ტუსკი: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ

დონალდ ტუსკი: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ

“გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და როგორც პოლონელი, ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის. როცა ვამბობ სიტყვა საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, როცა ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ სიამაყეს, როცა ვამბობს საქართველოს, ვგულისხმობ მამაცობას. თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს. იმიტომ რომ თქვენ ყველანაირი განსხვავების[სრულად…]

მელბურნში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ

მელბურნში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ

ვსტრალიის ქალაქ მელბურნში 13-21 ივლისს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, სადაც ქართული ანიმაცია შემდეგი პროგრამით იქნება წარდგენილი. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს ანიმაციებია: „გოდერძი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე; „მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი; „ჩაი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე; „ბებო“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი; „ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე; „ჰორიზონტი“ –[სრულად…]

ბაკურიანს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექპსერტები ეწვივნენ

ბაკურიანს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექპსერტები ეწვივნენ

ბაკურიანს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექპსერტები ეწვივნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და სათხილამურო ფედერაციის მოწვევით, ბაკურიანში მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი, ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, ბაკურიანში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ასევე იმ სატესტო[სრულად…]

ილია მეორე: სხვა ადამიანში ნაკლის მაძებარმა ადამიანებმა ნაკლი საკუთარ თავში უნდა მონახონ

ილია მეორე: სხვა ადამიანში ნაკლის მაძებარმა ადამიანებმა ნაკლი საკუთარ თავში უნდა მონახონ

ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და პეტრე-პავლობა მიულოცა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქულები მსოფლიო[სრულად…]

2019/07/12 რელიგია
პატრიარქი – მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი

პატრიარქი – მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი

მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში,სინამდილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. “ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე[სრულად…]

2019/07/12 რელიგია
გემთმფლობელებს საქართველოს ნებისმიერ ნავსადგურში შესვლისას შეღავათები დაუწესდათ

გემთმფლობელებს საქართველოს ნებისმიერ ნავსადგურში შესვლისას შეღავათები დაუწესდათ

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად, თუ გემი ერთსა და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ[სრულად…]

მერის მოადგილე – ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს, კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვაზე ვფიქრობთ

მერის მოადგილე – ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს, კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვაზე ვფიქრობთ

დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს. „ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, – განაცხადა ბითაძემ. Please[სრულად…]

სამების ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს

სამების ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს. დღეს მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. Please follow and like us:

2019/07/12 რელიგია
თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

პროექტი Tbilisi Classic Open Air იწყება, რომლის ფარგლებშიც კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება. პირველი კონცერტი 13 ივლისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა და პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა. მეორე კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება.[სრულად…]