Archive for ივლისი 15th, 2019

დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა ვეღარ ხერხდება

დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა ვეღარ ხერხდება

დავით გარეჯში მყოფი გიდის, ირაკლი მარუქაშვილის ინფორმაციით, დავით გარეჯში ქედის გარკვეულ ნაწილამდე მისვლა ვეღარ ხერხდება. თუკი აქამდე აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა იყო შესაძლებელი, ახლა ესეც ვერ ხერხდება. ამასთან, ირაკლი მარუქაშვილის თქმით, 14 ივლისს, დავით გარეჯში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს არ შესწრებია, რადგან იმ დროს გარეჯში[სრულად…]

შსს-ში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შსს-ში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. „დავით გარეჯში შეხვედრის მიმდინარეობას გიდასტურებთ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალები ვინ ესწრება შეხვედრას, ვისი ინიციატივით იმართება და რა საკითხებს შეეხება ჯერჯერობით არ კონკრეტდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევ ისე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს

მამუკა ბახტაძე – სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევ ისე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს

დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იაკობ გოგებაშვილის ეპოქაში ქართული ენა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა  და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში

მიხეილ ბატიაშვილი: დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა  და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“  დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში დედაენის პირველ გამოცემაზე[სრულად…]

შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე  ცხოველებისთვის

შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე  ცხოველებისთვის

ულევია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც არ იციან, ვის და სად დაუტოვონ საკუთარი შინაური ცხოველი. ამ პროცესს ახლავს დარდი, ფიქრი, განცდა, წუხილი… თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს საჭიროება, დაფუძნებულიყო შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე, სადაც მათ ყველა პირობა აქვთ, თავი ლაღად და ბედნიერად იგრძნონ. რა პირობებს სთავაზობს სასტუმრო[სრულად…]

უნიკალური რეცეპტების მუზეუმი- დედაქალაქის ახალი „ბინადარი”

უნიკალური რეცეპტების მუზეუმი- დედაქალაქის ახალი „ბინადარი”

ქართულ კულინარიას ხშირად თავად საქართველოსაც ადარებენ. მართლაც, თუ გადახედავთ სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს და ღრმად შეიგრძნობთ საოცარ სურნელს და კერძების მრავალფეროვნებას გაუსწორებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ქართული კულინარია მართლაც რომ ხელოვნებაა- საქართველოს მსგავსი, ცხარე, ცოცხალი და ფერადოვანი. უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველური ტომების კულინარიულ კულტურაში უმთავრეს როლს მემინდვრეობა( ანუ მარცვლეული კულტურები) და მეღვინეობა[სრულად…]

ვინ იყო კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო კაცი, რომელიც თბილისის ცარიელ ქუჩებში მოძრავ ერთადერთ სატვირთო ავტომობილს ემსხვერპლა? ეს იყო კამო, ცნობილი ბოლშევიკი და ხალხთა დიდი ბელადის, სტალინის უახლოესი თანამებრძოლი. კამო (1882–1922)– ნამდვილი სახელია სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი. დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1901 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. იყო არალეგალური სტამბების ერთ-ერთი ორგანიზატორი.  1905 წლის[სრულად…]

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ავლაბრის არალეგალურ სტამბას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაშია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს, ზოგი ამ სტამბას მხოლოდ ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის ნაწილად თვლის, მაგრამ სინამდვილეში ის ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზის მნიშვნელოვან ძეგლად გვევლინება. ის დაარსებულია ცნობილი რევოლუციონერის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი[სრულად…]

პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პირადად დალოცა. „ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღვთის განგებით მოინათლა 500- ზე მეტი ბავშვი. ღმერთს შევთხოვ,[სრულად…]

2019/07/15 რელიგია
ნათია მეზვრიშვილი: პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს – ეს ჩვენი მანდატი არ არის

ნათია მეზვრიშვილი: პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს – ეს ჩვენი მანდატი არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს და ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს. ,, სამოხელეო დანაშაულს და პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც[სრულად…]

დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის Tbilisi Classic Open Air ფარგლებში, კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. ორბელიანის მოედანზე გამართულ კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად დაესწრო. „დღეს,  კლასიკური მუსიკის საღამო იყო, ორი ღონისძიება გაიმართა. ჯერ[სრულად…]

კახა კალაძე: ხალხი ამდენი პოლიტიკით დაიღალა, დროა დაპირისპირების ნაცვლად, ყველამ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ

კახა კალაძე: ხალხი ამდენი პოლიტიკით დაიღალა, დროა დაპირისპირების ნაცვლად, ყველამ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ

ხალხი  ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან  დაიღალა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ  საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება  არა დაპირისპირებაზე, არამედ   საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს. „ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი.[სრულად…]

ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართა

ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართა

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ღონისძიება ამჯერად კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში გაიმართა. ღონისძიებაზე საბავშვო–გასართობი აქტივობები, ასევე, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ტანვარჯიშში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში ჩატარდა. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ,  როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. გამარჯვებულებს[სრულად…]