Archive for სექტემბერი, 2019

რომელ თვეში იბადებიან ყველაზე ჭკვიანი ბავშვები?

რომელ თვეში იბადებიან ყველაზე ჭკვიანი ბავშვები?

მეცნიერთა თქმით, ბავშვის ხასიათსა და შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ზოდიაქო და მისთვის შერჩეული სახელი ახდენს გავლენას, არამედ მისი დაბადების თვეც მოქმედებს. ამერიკაში მეცნიერებმა  1994 – 2000 წლებში დაბადებული მილიონამდე ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. გაითვალისწინეს რა მოზარდის დაბადების თვე, სკოლაში მისი აკადემიური შედეგები და ნიშნები, მშობლების განათლებისა და ცხოვრების დონე, გააანალიზეს თითოეული მაჩვენებელი[სრულად…]

2019/09/19 მსოფლიო
პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % – „კარგად“, 37 % – „საშუალოდ“, 10 % – „ცუდად“ და 5 % – „ძალიან ცუდად“ აფასებს. ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც[სრულად…]

2019/09/19 პოლიტიკა
“მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!”

“მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!”

თურქეთის საბაჟოზე,როცა ჩანთებმა კონტროლი გაიარეს,პოლიციელმა გამაჩერა და მეუბნება ერთ-ერთ ჩანთაზე,–გახსენიო…გავხსენი ჩანთა უსიტყვოდ…. დაიხარა და… ამომხედა ისე,რომ წელში არც გამართულა… —ეს რა არის?… —მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!…. —და რად გინდა? —ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!…..ეს კი ჩემი საქართველოა….. სული და გული….ჰაერი და სუნთქვა….ცა და მიწა…. სულ ჩემი მინდა და მაქვს ყველაფერი…აი,ეს[სრულად…]

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მოხვდა

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მოხვდა

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ვებგვერდი Chefspencil-ი წერს. ავსტრალიურ გამოცემას აინტერესებდა რამდენად პოპულარულია დიეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ სერვის Google Trends-ს მიმართეს. მისი მეშვეობით გარკვეული სიტყვის ძიების პოპულარობის დადგენა შეიძლება. სერვისი სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი „დუკანის დიეტა“ აღმოჩნდა, რომლის მიმდევრებიც[სრულად…]

მთელ მსოფლიოში აყვავდა უდუმბარა – მცენარე, რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ყვავის

მთელ მსოფლიოში აყვავდა უდუმბარა – მცენარე, რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ყვავის

ჩვენი სამყარო ამოუცნობი სასწაულებითაა სავსე, რომლებიც არანაირი მეცნიერული ცოდნის ჩარჩოებში არ თავსდება. სწორედ ასეთი ამოუხსნელი მოვლენაა გასაოცარი მცენარის-უდუმბარას ყვავილობა, რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ხდება.  ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარას ყვავილი 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. უკანასკნელად ის ბუდას დაბადებამდე აყვავდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი მის ყვავილობას მთელ მსოფლიოში აკვირდებიან. ლეგენდის[სრულად…]

2019/09/18 მსოფლიო
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “მე პირადად გამომდინარე ამ ვითარებიდან რაც შედგა, პრეზიდენტისთვის და ეს არის ჩემი სურვილი, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება ან ჩემ დროს ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება”, — აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
91 წლის ქართველ ბებოს  ოცნება აუხდა- ოჯახმა პარიზული მოგზაურობა მოუწყო[ფოტო/ვიდეო]

91 წლის ქართველ ბებოს ოცნება აუხდა- ოჯახმა პარიზული მოგზაურობა მოუწყო[ფოტო/ვიდეო]

91 წლის ქართველ მოხუც ბებოს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა. როგორც ოჯახის წევრები წერენ, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან… ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის, მადლობა გადაუხადა. „გვიან, მაგრამ[სრულად…]

ნუ შეგეშინდება, პასუხისმგებლობა აიღე  საკუთარ ცხოვრებაზე

ნუ შეგეშინდება, პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ ცხოვრებაზე

უკმაყოფილო ფიქრები გაქვს, ელი სხვისგან და ეს მოლოდინი უსასრულოა? ელი გაგიკეთებენ, მოგიტანენ ,  წაგიყვანენ და ეს ყოველთვის ისე არ გამოდის,  როგორც შენ გინდა ? როგორი მოლოდინიც გქონდა ისე არაა ყველაფერი, რაღაც მიახლოებულია,  აკლია ელფერი… შენ იღიმი , მაგრამ ძალდატანებით , შინაგანად მაინც უკმაყოფილო ხარ,  იმიტომ რომ მეტს ელოდი. მეტს ელი ,[სრულად…]

2019/09/18 რჩევები
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“. „ლელოს“ წევრები არიან: 1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი; 2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი; 3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი; 4. კახა კოჟორიძე- იურისტი; 5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი; 6. გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი;[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა

სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა

სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დღეს საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. „ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ დაკანონებას.[სრულად…]

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს ფესტივალს სამი ახალი მიმართულება დაემატება. „ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კოპროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო[სრულად…]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“, – ამ სათაურით გამოცემა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“​ ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. „ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი[სრულად…]

ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური ოლიმპიური ღონისძიებაა. ისევე როგორც ეს იყო ანტიკური ოლიმპიური თამაშების დროს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლოზანის III თამაშებისთვის ცეცხლი მზის სხივებისგან დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონიას საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები და[სრულად…]

2019/09/18 სპორტი
მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს  წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის 12 წევრს დღეს წარადგენს. ხაზარაძის პრესკონფერენცია 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 12 წევრს შორის იქნებიან – იურისტი, „ევროპის ფონდის” წარმომადგენელი საბა ბუაძე; მწერალი თეონა დოლენჯაშვილი; იურისტი კახა კოჟორიძე; ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე; ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი; პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი; ფილოლოგი მანანა[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
სავალუტო ფონდი – ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით მათზე იმოქმედა, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს

სავალუტო ფონდი – ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით მათზე იმოქმედა, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს

ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით მათზე იმოქმედა, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს, – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი. ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ფონდის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პრესრელიზის ერთ-ერთი თემაა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი აღიარებს, რომ ლარის გაუფასურებამ ბოლო თვეებში საქართველოში ოჯახებსა და ბიზნესებზე იმოქმედა – განსაკუთრებით მათზე, ვისაც[სრულად…]

„კოკა-კოლას“ ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს, დაკავებულია ერთი პირი

„კოკა-კოლას“ ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ამავე დროს, იყო შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ს.ს. „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან[სრულად…]

ნათია თურნავამ და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს

ნათია თურნავამ და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას[სრულად…]

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი თაიმსი“ (ttimes.ge) ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას.    „თბილისი თაიმსში“  სტაჟირება მოიცავს: პრაქტიკულ მუშაობას – აქტუალური თემის მოძიება, დამუშავება, რესპონდენტის შერჩევა და ინტერვიუს მომზადება; სტატიის წერის პრინციპს; სხვადასხვა ღონისძიბაზე დასწრებას, მასალის შეგროვებას და შემდეგ მის დამუშავებას და მომზადებას; წერისა და რედაქტირების ტექნიკას;  მედია ეთიკას. კანდიდატების[სრულად…]

დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში „რთველი 2019“-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „გასული დღე-ღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო მცირე, საშუალო და დიდი 70-მდე ღვინის[სრულად…]

სიახლე, რომელმაც მასწავლებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია

სიახლე, რომელმაც მასწავლებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია

​„2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წესი ჩაანაცვლებს,“ – აღნიშულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლმა ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვი­თ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს: „2020 წლი­დან[სრულად…]

„ვამატებთ ახალ სერვისს – თმის შეღებვას“ – სალონი ცხოველებისთვის

„ვამატებთ ახალ სერვისს – თმის შეღებვას“ – სალონი ცხოველებისთვის

„გრუმინგ სალონი“ – სულ რაღაც 2 წლის წინ,  ვაკეში გაიხსნა სალონი, რომელიც შინაური ცხოველების მოვლაზე, სილამაზესა და სისუფთავეზეა ორიენტირებული. დაახლოებით, ერთი წინ, საბურთალოზე მისი კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ამ ეტაპზე, მეტი ფილიალი სალონს არ გააჩნია, თუმცა- იგეგმება მესამე. სალონის დაარსების იდეაზე, ხელმისაწვდომ სერვისებსა და იმ მიზეზებზე, რის გამოც ადამიანებმა საკუთარი[სრულად…]

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედლის მოპოვება შეძლეს – 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს და მედლების რაოდენობით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.[სრულად…]

2019/09/17 სპორტი
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კვლევის თანახმად, კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის[სრულად…]

ელიზაბეთ რუდი – მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა

ელიზაბეთ რუდი – მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩაკეტილია გამშვები პუნქტები, რაც იწვევს რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული ხაზის მიღმა[სრულად…]

2019/09/17 პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი – შემიძლია ვივარაუდო, რომ ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ

სალომე სამადაშვილი – შემიძლია ვივარაუდო, რომ ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ

არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ რაღაც ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც ქალბატონ ზურაბიშვილს მისთვის სანდო პირები გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ და ის შემდგომ ამ გადაწყვეტილებას იღებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ჟურნალისტებს” განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტის შეწყალების მორიგი აქტი, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. სამადაშვილის თქმით,[სრულად…]

2019/09/17 პოლიტიკა
კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია

კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის მისაღები ხელფასი საშუალოდ 719 ლარია. კერძოდ, მონაცემების თანახმად, იმ გამოკითხულთა უმრავლესობა რომელთა ასაკი 18-34 წელია მინიმალურ ხელფასად, რაზეც მუშაობას დათანხმდებოდა 782 ლარს ასახელებს, 35-54 ასაკის რესპონდენტები 775 ლარს, 55+ ასაკის რესპონდენტები კი მინიმალურ ხელფასად 591 ლარს ასახელებენ. NDI-მ მინიმალური ხელფასის საკითხი გენდერულ ჭრილშიც გამოიკვლია. მონაცემების[სრულად…]

ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს

ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს

“საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე[სრულად…]

2019/09/16 რელიგია
ირაკლი ვეკუამ ცერათითებზე აზიდვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

ირაკლი ვეკუამ ცერათითებზე აზიდვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დაყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც წუთში 43 აზიდვა ქონდა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ვეკუას რეკორდის დასამყარებლად სრული ერთი წუთი ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო შედეგის[სრულად…]

2019/09/16 სპორტი
16 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

16 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

16 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. კერძოდ, გადამუშავებულია 35 ათასი ტონა რქაწითელი, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კახეთში სხვადასხვა საწარმოებში ყურძენი უკვე 6 ათასამდე[სრულად…]