Archive for სექტემბერი 27th, 2019

სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება

სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები და ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი. მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად[სრულად…]

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძემ ასევე, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 220 კილოგრამი ასწია. მეორე ადგილზე გასულმა[სრულად…]

2019/09/27 სპორტი
პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება

პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება

პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება. ხელფასის მატება შეეხება სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს. შესაბამისად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს. უფრო კონკრეტულად, პირველი ოქტომბრიდან: უფროსი მასწავლებლების ხელფასი იქნება 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების – 1435 ლარი, მენტორი მასწავლებლების – 1745 ლარი. განათლების,[სრულად…]

ეკა ბესელია – ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10-კაციანი სიიდან 5 მოსამართლის გაყვანაზე უარი ვთქვი

ეკა ბესელია – ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10-კაციანი სიიდან 5 მოსამართლის გაყვანაზე უარი ვთქვი

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეხვედრა შედგა, სადაც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სიიდან ხუთი კანდიდატის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურის გაყვანა სთხოვეს. “კადრები გავრცელდა 27 იანვარს, ეს მოხდა 25-ში. ლოგიკას სადამდე მივყავართ, ეს ყველას ინდივიდუალური აზროვნების სივრცეა. მე მაინც მუდმივად ფაქტებს ვეძებ,[სრულად…]

2019/09/27 პოლიტიკა
შესაძლოა  დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

შესაძლოა დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

დიდი დიღმის ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად შესაძლოა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს. ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის დეტალებზე ისაუბრა: „გენერალური გეგმა ერთიან ჭრილში, 15-წლიან გეგმაში დაგვანახებს, თუ რა ახალი გზები, ახალი ველობილიკები, საფეხმავლო გზები და ახალი ხიდები უნდა მოეწყოს. რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს[სრულად…]

„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

„თბილისიმარათონი2019“-დან გამომდინარე, 29 სექტემბერს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდებაკრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის  ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მოძრაობის[სრულად…]

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო. დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას[სრულად…]

2019/09/27 პოლიტიკა
ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მოსთხოვა

ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მოსთხოვა

შეხვედრა შედგა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და ის შეხვედრა გაიხსენა, სადაც ბესელიას სთხოვდნენ დეკემბერში წარდგენილი 10-კაციანი სიიდან 5[სრულად…]

2019/09/27 პოლიტიკა
ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ საუბარია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე[სრულად…]

„სიენენი“ – როგორ გადაურჩა ქართული მეღვინეობა გადაშენებას

„სიენენი“ – როგორ გადაურჩა ქართული მეღვინეობა გადაშენებას

ექვსი ათასი წლით ადრე, სანამ ქრისტე წყალს ღვინოდ გადააქცევდა, თანამედროვე ქართველების წინაპრებმა ყურძენი ღვინოდ აქციეს. ამ მდიდარი ფანტაზიის მქონე ქვის ხანის საპიენსების წყალობით ვტკბებით ბუღულედან „გამეთი“, ტოსკანიდან „კიანტით“, ნავაროდან „რიოხათი“ და საფრანგეთიდან ახალ ზელანდიამდე ნებისმიერი ვენახიდან „კაბერნე სოვინიონით“, – ამის შესახებ „სიენენის“ სტატიაშია ნათქვამი. გამოცემა წერს, რომ ზემოთქმულის მიუხედავად, ღვინის[სრულად…]

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი.[სრულად…]

2019/09/27 რელიგია
საქართველოში აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას

საქართველოში აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე. „26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან. ჩვენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი. ჩვენ ვაგრძელებთ[სრულად…]

გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა

გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა

მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა. „თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ[სრულად…]

სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის[სრულად…]