Archive for სექტემბერი, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი.[სრულად…]

2019/09/27 რელიგია
საქართველოში აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას

საქართველოში აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე. „26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან. ჩვენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი. ჩვენ ვაგრძელებთ[სრულად…]

გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა

გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა

მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა. „თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ[სრულად…]

სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ის ვითარება გააცნო რომელიც ოკუპირებულ და ადმინისტრაციული საზღვრის მიდმებარე ტერიტორიებზეა. „როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ[სრულად…]

2019/09/26 პოლიტიკა
მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქცია ახალი მოთხოვნით განახლდა. მეშახტეები ხელისუფლებისგან ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება მოსახლეობას კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათს მისცემს და რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების ნაწილს მოუხსნის. ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ამასთან,[სრულად…]

გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები

გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები

ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერი მთავრობის სხდომაზე ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. „დღეს საუბარს დავიწყებთ პირველ რიგში[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფოებმა უნდა იპოვონ ერთიანი მიდგომა მიგრაციის პრობლემისადმი. „მიგრაცია ჩვენი საერთო მდგომარეობა გახდა, რომელიც ყველგან შიშსა და შფოთვას[სრულად…]

2019/09/26 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით

ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ყველა აღნიშნული მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაუხვევია კურსიდან. „ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით[სრულად…]

2019/09/26 პოლიტიკა
მსოფლიო კიდევ ერთ მყინვარს ემშვიდობება – რიგში კიდევ ბევრი მყინვარია

მსოფლიო კიდევ ერთ მყინვარს ემშვიდობება – რიგში კიდევ ბევრი მყინვარია

ერთ თვეში უკვე მეორედ, მსოფლიო ევროპის კიდევ ერთ თვალწარმტაც მყინვარს გლოვობს. მეცნიერთა განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო შვეიცარიის მყინვარი პიზოლი მთლიანად გაუჩინარდა. 2006 წლიდან მოყოლებული, ბუნების ამ საოცრებამ მოცულობის სულ მცირე 80 პროცენტი დაკარგა; დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე თეთრი ზოლი, რომლებიც უფრო მძიმე სანახავია, ვიდრე იმედისმომცემი. მკვლევართა თქმით, მთლიანობაში დარჩენილია 26 000[სრულად…]

2019/09/25 მსოფლიო
თბილისობა 2019 ახლოვდება – რას გვთავაზობს დედაქალაქი

თბილისობა 2019 ახლოვდება – რას გვთავაზობს დედაქალაქი

სულ მალე, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი კვლავ უმასპინძლებს ადგილობრივებისთვის გამორჩეულად საყვარელ დღესასწაულს, რომელსაც „თბილისობას“ ვუწოდებთ. ეს არის დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად, ოქტომბრის პირველივე შაბათ-კვირას აღინიშნება. წლევანდელთბილისობას“ დედაქალაქელები და, არამხოლოდ ისინი, 5 და 6 ოქტომბერს იზეიმებენ. აღსანიშნავია, რომ ამ თარიღს მხოლოდ თბილისელები და, ზოგადად, ქართველები კი არა, ტურისტებიცდიდი ინტერესით ელოდებიან. ეს იმიტომ, რომ[სრულად…]

როგორი იქნება განახლებული კინოთეატრი „რუსთაველი“ [ფოტოგალერეა]

როგორი იქნება განახლებული კინოთეატრი „რუსთაველი“ [ფოტოგალერეა]

თბილისის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ კინოთეატრ „რუსთაველის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს დადებითი შეფასება მისცა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მერიის არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობდა „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. როგორც მაშინ პროექტის არქიტექტორი „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებდა,[სრულად…]

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე,[სრულად…]

არ მსურს, ანგელოზი ვიყო! – „კიბოთი დაავადებული ბავშვების პროექტის“ კამპანია

არ მსურს, ანგელოზი ვიყო! – „კიბოთი დაავადებული ბავშვების პროექტის“ კამპანია

იმ ბავშვებისა და მოზარდების შეუპოვარი ხასიათის საპატივცემულოდ, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი აქვთ დასმული, „კიბოთი დაავადებული ბავშვების პროექტმა“ კამპანია ჩაუშვა, სახელად „არ მსურს, ანგელოზი ვიყო!“ კამპანია ემსახურება გადაუდებელ საჭიროებას, დაავადების მკურნალობის ახალი გზების ძიებისთვის. ნამუშევარი Saatchi & Saatchi Sydney-ს ეკუთვნის. Please follow and like us:

2019/09/25 მსოფლიო
საოკუპაციო ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ დაფრინავდნენ — სუს

საოკუპაციო ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ დაფრინავდნენ — სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ დაფრინავდნენ. უწყებამ ფრენა დღეს, 24 სექტემბერს დააფიქსირა. “აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, — აღნიშნავენ სუს-ში. მათივე განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია Please follow[სრულად…]

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. 2017 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვმა 23 684 შეადგინა, 2016-ში კი, 25 101. საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა, რომელზეც ქორწინებათა[სრულად…]

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა — ბათუმელები

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა — ბათუმელები

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ბათუმელები წერს. გამოცემის ცნობით, იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ რივიერა ბათუმის ნაწილია, რომელიც სილქ როუდ ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია ბათუმი რივიერა იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას[სრულად…]

„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის იწყება

„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ცხადდება კონკურსი „საუკეთესო მასწავლებელი“. კონკურსი შეეხება ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. ცენტრის ინფორაციით, „თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს,[სრულად…]

კახა კალაძე – გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

კახა კალაძე – გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. „ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად[სრულად…]

National Geographic-მა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მოამზადა

National Geographic-მა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მოამზადა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი ვრცელი სტატია მოამზადა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “მთებიდან ზღვამდე 7 დღეში – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა“- ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს. უწყების განმარტებით, National Geographic-ის ვრცელი სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის[სრულად…]

2019/09/25 კულტურა
მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ

მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ

ტყიბულის მერიასთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გაიცეს მათი სახელფასო დავალიანება. მეშატეები ასევე ითხოვენ ინფორმაციას ხელისუფლებისგან და კომპანიისგან, როდის აღდგება შახტაში საწარმო პროცესი. აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა ბავშვებთან ერთად მივიდა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. 25 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის[სრულად…]

თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის, იგივე ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე დანიური კომპანია იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ გაიმარჯვა. „უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება.[სრულად…]

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ახალი ანგარიშის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა 4.7 პროცენტი იქნება, 2020 წელს კი – 4.6 პროცენტი. ორივე შემთხვევაში პროგნოზი, წინა ანგარიშთან შედარებით, 0.3 პროცენტით შემცირდა. პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებული მოცულობა სახელდება. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა წელს[სრულად…]

თბილისი თუ სევილია – დღეს გადაწყდება, ვინ უმასპინძლებს 2021 წელს ევროპალიგის ფინალს

თბილისი თუ სევილია – დღეს გადაწყდება, ვინ უმასპინძლებს 2021 წელს ევროპალიგის ფინალს

დღეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფა-ს (UEFA) აღმასკომის სხდომა გაიმართება. სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ შეკრებილი აღმასკომის წევრები გადაწყვეტენ, ვინ უმასპინძლებს უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალს. ეს სხდომა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობაზე, წინადადებებს 2018 წლის 28[სრულად…]

2019/09/24 სპორტი
„რაინეარის“ ვებგვერდზე თბილისსა და ქუთაისზე სტატიები გამოქვეყნდა

„რაინეარის“ ვებგვერდზე თბილისსა და ქუთაისზე სტატიები გამოქვეყნდა

ავიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც ნოემბერში ქართულ ბაზარზე შემოდის, თბილისისა და ქუთაისის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია ქალაქების ღირსშესანიშნაობებზე, ასევე საუკეთესო კაფეებსა და რესტორნებზე. „რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისში“, – ამ სტატიაში ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მგზავრებს სამების საკათედრო ტაძრის, ქართლის დედის ქანდაკების, მთაწმინდის პარკისა და მშვიდობის ხიდის[სრულად…]

2019/09/24 კულტურა
ბერთუბანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი შენდება

ბერთუბანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი შენდება

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება. პროექტის ფარგლებში, იგეგმება გზიდან ეზოსთან დამაკავშირებელი რკინა-ბეტონის კიბის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია[სრულად…]

ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცემა

ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცემა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე ღონისძიება, საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, მონრეალში 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ორი სერტიფიკატით დაჯილდოვდება. მათივე ცნობით, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის სერტიფიკატები საქართველოს სამოქალაქო[სრულად…]

თამარ ტალიაშვილი – „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

თამარ ტალიაშვილი – „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

დღეს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. ქარტიის მიხედვით, თვითმმართველობები საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ღონისძიებების გატარების ვალდებულებას იღებენ. „ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა, ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის –[სრულად…]

ზაზა ცოტნიაშვილი: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, სპორტი არ არის ხელმისაწვდომი

ზაზა ცოტნიაშვილი: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, სპორტი არ არის ხელმისაწვდომი

რა იცის საქართველოს მოსახლეობამ სპორტული განათლების შესახებ და რამდენად განვითარებულია სპორტი საქართველოში – ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც, ერთი შეხედვით, ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. თუმცა, ამ მხრივ, სიტუაცია იდეალური არ არის. იმისთვის, რომ ყოველმა ადამიანმა სწორად გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდეს[სრულად…]

2019/09/24 რჩევები
შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო, განაცხადა რა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ. 16 წლის ეკოაქტივისტის აქციამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კლიმატთან დაკავშირებული გაფიცვების მოწყობა სხვა ქვეყნების მოსწავლეებმაც დაიწყეს. თავად ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგომ[სრულად…]

2019/09/24 მსოფლიო