1 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
1 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
1 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
1 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
1 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

Archive for ოქტომბერი 3rd, 2019

მამუკა ხაზარაძე – მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

მამუკა ხაზარაძე – მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარდგენის შემდეგ განუცხადა. კითხვაზე, ვის გულისხმობდა შესავალ სიტყვაში მამუკა ხაზარაძე, როცა თანამდებობის პირებსა და მათ მიერ საქმის კეთებაზე საუბრობდა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერს. „თუნდაც მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ[სრულად…]

2019/10/03 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე – ორ თვეში პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ

მამუკა ხაზარაძე – ორ თვეში პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ

უახლოეს ორ თვეში ჩვენ პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც საზოგადოებას 12 ახალი წევრი გააცნო. მისი თქმით, პარტიის დაფუძნების შემდეგ პროგრამულ ხედვას წარადგენენ, რაზეც ჯგუფები უკვე მუშაობენ. „ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე წარვადგენთ.[სრულად…]

2019/10/03 პოლიტიკა
კახა კალაძე – ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი – დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია

კახა კალაძე – ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი – დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია

ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი. დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურზე საუბრისას განაცხადა. „ეს მიდგომა მხოლოდ ტაქსებზე არ არის, ბევრ რამეში გვახასიათებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ დროთა განმავლობაში, განათლებით, შეგნებით, ეს ყველადერი დაიხვეწება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს ყველაფერი დარეგულირდა”, – აღნიშნა კალაძემ.[სრულად…]

„თბილისობის“ გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

„თბილისობის“ გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

5 ოქტომბერს, „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი „მე ვარ თბილისი“ ორბელიანის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება. Please follow and like us:

10 ბიჭის დედას, 39 წლის ასაკში ნანატრი გოგო შეეძინა

10 ბიჭის დედას, 39 წლის ასაკში ნანატრი გოგო შეეძინა

უმცროსი შვილის დაბადების შემდეგ, რომელსაც უჩვეულო სახელი, როტაგაიდი დაარქვეს, ალექსის ბრეტი პირველი ქალი გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ზედიზედ 10 ბიჭი გააჩინა. თუმცა ამაზე ალექსისი არ გაჩერებულა – მას გოგონა ძალიან უნდოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ ორსულად იყო. 39 წლის ალექსი ბრეტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 10 ბიჭის გაჩენის[სრულად…]

2019/10/03 მსოფლიო
1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოვლინდა

1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 97 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.[სრულად…]

სამედიცინო ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება

სამედიცინო ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება

კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება. მისი[სრულად…]

ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები მათი თხოვნის მიხედვით დამონტაჟდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები მათი თხოვნის მიხედვით დამონტაჟდება

კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც  ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება.  ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ელექტროავტომობილისმფლობელ მოქალაქეებსმოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ. „თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს  ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ[სრულად…]

სამშენებლო  ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება

სამშენებლო  ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება

სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემებს სამშენებლო ნარჩენები ქმნის, რადგან სამშენებლო ობიექტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში, ნარჩენების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ ხდება. „მიუხედავად იმისა,[სრულად…]

სექტემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.3 პროცენტით გაძვირდა

სექტემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.3 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორამაციით, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება[სრულად…]

ნათია თურნავა – აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი და  მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება

ნათია თურნავა – აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება

აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნამავამ განაცხადა, აბასთუმნის ობსერვატორიას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. „მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი,[სრულად…]

დედაქალაქში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესშია

დედაქალაქში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესშია

თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე,  კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება  საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც  მხოლოდ მაღალი სტანდარტების[სრულად…]

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 და დაშავდა 5 212 ადამიანი

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 და დაშავდა 5 212 ადამიანი

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და დაშავდა – 5 212. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოსა და დედაქალაქში საგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის რვა თვის[სრულად…]

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე (#6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. გია ყანჩელს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ. 84 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს გარდაიცვალა. Please follow and like us: