36 წთ წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
37 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
40 წთ წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
42 წთ წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
44 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

Archive for ოქტომბერი 9th, 2019

ეროვნულ მუზეუმში ანტიკური რომის მოზაიკა გამოიფინება

ეროვნულ მუზეუმში ანტიკური რომის მოზაიკა გამოიფინება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 10 ოქტომბრიდან გამოფენას – „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს. ეროვნული მუზეუმის ცნობით, გამოფენაზე კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან შთამბეჭდავი მოზაიკა იქნება წარმოდგენილი. ეს ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურისა და კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.[სრულად…]

2019/10/09 კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი გამოფენა გაიხსნება

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი გამოფენა გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება. ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს. ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს[სრულად…]

2019/10/09 კულტურა
თბილისში უეფა-ს სასწავლო კურსი გაიხსნა

თბილისში უეფა-ს სასწავლო კურსი გაიხსნა

თბილისში „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ გაიხსნა, რომელიც უეფა-ს დაფინანსებული სასწავლო კურსია. აღნიშნული პროგრამის ინგლისურენოვანი კურსი უეფა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორედ მართავს. სასწავლო პროგრამა რვა მოდულისგან შედგება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. პირველი მოდული ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ლექციებს უეფას წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები[სრულად…]

2019/10/09 სპორტი
მარიამ კუბლაშვილი – ილია ჯიშკარიანი დაზარალებულია და გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ

მარიამ კუბლაშვილი – ილია ჯიშკარიანი დაზარალებულია და გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა. კუბლაშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა თავად თამთა თოდაძის ჩვენებისა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელზეც სავარაუდოდ დღეს ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით,[სრულად…]

გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობას განსაზღვრავს

გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობას განსაზღვრავს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს. უწყების ცნობით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.[სრულად…]

თბილისში „ისუზუს“ მარკის 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში „ისუზუს“ მარკის 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში „ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე „ეურო 6“ (euro 6) ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები დღეს ევროპის მოედანზე წარადგინა. პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „ჯი-თი გრუპ“-ისა და „ისუზუს“ (ISUZU) მწარმოებელი თურქული კომპანია „ანადოლუ გრუპის“ (Anadolu Group) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თბილსის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო[სრულად…]

მალხაზ მაჩალიკაშილი – ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები

მალხაზ მაჩალიკაშილი – ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები

ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან განაცხადა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მის სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა პოლიციის თანამშრომლები შენობაში არ უშვებენ. „თუ მექნება უფლება, დავსვამ კითხვას, თუ არა – მოვუსმენ. მე მინდა, რომ დავესწრო სხდომას და ყველა ვხედავთ, რომ ეს[სრულად…]

2019/10/09 პოლიტიკა
სულგუნი  მსოფლიოს საუკეთესო ყველის სახეობათა შორის მოხვდა

სულგუნი მსოფლიოს საუკეთესო ყველის სახეობათა შორის მოხვდა

ქართული ყველი მსოფლიო კულინარიის რუკაზე. ვიდეოში, რომელშიც მსოფლიოში ყველის საუკეთესო სახეობებია წარმოდგენილი, ქართული სულგუნი მოხვდა. ვიდეო პორტალმა Insider მოამზადა. კულტურული ძეგლის სტატუსი რამდენიმე წლის წინ ყველის კიდევ ერთ სახეობას – „ტენილს“ მიენიჭა. ქართული ყველის მკვლევრის თქმით, ქვეყანა, რომელშიც ამ პროდუქტის 30-ზე მეტი სახეობაა, მსოფლიო კულინარიაში მალე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. Please follow[სრულად…]

ზურაბ წიქარიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია

ზურაბ წიქარიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ვეტერან მოჭიდავეთა შორის. 100 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ წიქარაძემ ფინალურ შეხვედრაში რუს ალექსანდრ არხანგელსკის შედეგით 2:1 სძლია და ვეტერანთა შორის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი გახდა. 88კგ. წონით კატეგორიაში კი მეორე საპრიზო ადგილზე შმაგი გოქაძე გავიდა. Please follow and like us:

2019/10/09 სპორტი
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შედგება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.[სრულად…]

2019/10/09 პოლიტიკა
ილია მეორე გიორგი გახარიას დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმართავს-ვიმედოვნებთ,  თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და  ისტორიული სამართლიანობა აღდგება

ილია მეორე გიორგი გახარიას დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმართავს-ვიმედოვნებთ, თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და ისტორიული სამართლიანობა აღდგება

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს. „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს- უდაბნოს და ჩიჩხიტურს . იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია. საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს[სრულად…]

2019/10/09 რელიგია
პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატს  ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. „2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა[სრულად…]

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს – სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს – სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილს აქვეყნებს: „თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი[სრულად…]

2019/10/09 რელიგია
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს დღეს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს სთავაზობს

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს დღეს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს სთავაზობს

„საქართველოს ფოსტა“, როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, მსოფლიო ფოსტის დღეს უერთდება და თარიღის აღსანიშნავად 9 ოქტომბერს მომხმარებლებს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს სთავაზობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. როგორც  „საქართველოს ფოსტიდან“ აცხადებენ, აქციით სარგებლობისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს მიმართოს, მთელი საქართველოს მასშტაბით ან[სრულად…]

ახმეტაში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ახმეტაში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის შემდეგ, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება, რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს[სრულად…]